1. პროექტის სახელწოდება:
"მიწის სჯული“"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 -2 წინადადებით:
• ემიგრაცია;
• ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები;
• სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების განცდები;
3. პროექტის აქტუალობა:
• ემიგრანტი ქართველების ცხოვრების გაცნობა;
• ემიგრაციასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითიმხარეების გაცნობიერება;
• საკუთარი და სხვა ქვეყნის ფასეულობებისა და მენტალიტეტის შედარება-გაანალიზება;
4. პროექტის მიზნები:
• გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ-ის
მეშვეობით, სტატიის მომზადება,მოთხრობისა და ჩანახატის დაწარა;
• თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
• მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
5. მონაწილეთა ასაკი: კლასი; 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
• ნაბეჭდი ჟურნალი;
• ჟურნალის ელექტრონული ვერსია;
• ფოტოებისა და ნახატების გამოფენა;
• პრეზენტაცია,
• ბიოგრაფიები;
• ინტერვიუები;
• მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
• კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი;
• საჭირო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან;
• ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
• ფლომასტერები, მარკერები, ფანქრები, კალმები;
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
აქტ.1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოაყალიბება;
აქტ.3. ორგანიზაციული საკითხები:
• ჯგუფების შექმნა;
• ფუნქციების განაწილება;
• კონკრეტული დავალებების მიცემა;
აქტ.4. მუშაობის დაწყება:
კლასს დავყოფ ოთხ ჯუფად .
პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე: "ემიგრაცია და ემიგრაციისგამომწვევი მიზეზები" , მოძიებული მასალების მიხედვით გაკეთებენ პრეზენტაციას MS PowerPoint-ში;
მეორე ჯგუფი გამოიკვლევს თემას: "სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანის განცდები და პრობლემები", ისინი განსაკუთრებით საინტერესო ისტორიების მიხედვით შეადგენენ მოთხრობებს,ჩანახატებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს;
მესამე ჯგუფი იმუშავებს საკითხზე: "ქართული მენტალიტეტი და უცხოეთი", მოძიებულ მასალებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით MS PowerPoint-ში ;
მეოთხე ჯგუფი ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობის შესახებ, შეადგენენ კითხვებს და ჩაიწერენ აუდიო და ვიდეო ინტერვიუებს,ინტერვიუებისთვის მოამზადებენ კითხვებს, შეხვდებიან რესპოდენტებს და მათგან ჩაიწერენ ინტერვიუებს.
აქტ.5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
კლასი მოძიებულ მასალებს განათავსებს ბლოგზე.
აქტ.6 ფილმის ,,მიწის სჯული' ჩვენება-განხილვა.
აქტ.6. პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
• ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
• ზეპირი პრეზენტაცია;
• მსჯელობა;
• წერითი სამუშაო;
• პრეზენტაციის უნარი.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ კავშირი: ქართული,ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი
11. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
12. პროექტის ხელმძღვანელი მადიმი დოლაკიძე-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2014 წელი.
სასწავლო პროექტის გეგმის მიხედვით ნაჩვენები იქნა ფილმი ,,მიწის სჯული' და მოეწყო მისი განხილვა
ემიგრანტის წერილი იტალიიდან
,,დავბრუნდებით, როგორ არ დავბრუნდებით"
„თავისუფლება მორჩილებით ისწავლებაო“, – ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე და უცხო მხარეში მოთმინებისა და მორჩილების გარდა სამშობლოს ტკივილამდე თურმე სიყვარულსაც სწავლობ.
დავბრუნდებით, როგორ არ დავბრუნდებით, მაგრამ დაგლეჯილი ნერვებით, შერყეული ჯანმრთელობით, მოლოდინით ამოღამებული თვალებით, ჯანდაცლილები, ოცნებადაღლილები,უკვე გაუცხოებულები. აი, ასეთი ქართველები დაგიბრუნდებით, ჩემო ქვეყანავ. ამიტომ ვუწოდებ ჩვენს თავს „ამოწურულებს“ მაგრამ აქ ვისწავლეთ სამშობლოს დაფასება და ტკივილამდე მონატრება.
ქართველებს ქართული მიწა აქვთ ჩამოტანილი, რომელსაც თან დაატარებენ ყველგან, ჩანთაში სათუთად შენახულს და აბა, სთხოვეთ, ვერ მოგცემენ რადგან ეს მიწაც საყვარელი ადამიანების საფლავებიდან აქვთ წამოღებული. ასეთია ქართული ფენომენი. რომ ავუხსენი ახალი თაობის იტალიელს თუ რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა ამას ქართველი ემიგრანტებისთვის, ვერ გაიგეს და მხრები აიჩეჩეს.
ყველა გზა ტაძართან მიგიყვანსო და ჩვენი ტაძარი კი შენ ხარ, ჩემო ქვეყანავ. ჩვენ შენი ლაჟვარდოვანი ცა გვენატრება, შენი ანკარა მთის წყარო, კავკასიონი, ჩვენი ცისარტყელა, ჩვენი წვიმა, ჩვენი დედას პური, ჩვენი ქვევრის ღვინო და მრავალჟამიერის მოძახილი. აი, ასეთი დიდი სულის და დიდი მონატრების ქართველები დაგიბრუნდებით, მაგრამ ამოწურულები.
იტალიაში, კერძოდ, ბარში ქართველი ემიგრანტების სულის მოსათქმელი ნავსაყუდელი წმინდა ნიკოლოზის ტაძარია, სადაც მართლმადიდებლურ წირვებს ატარებს მოძღვარი მამა მოსე. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ასე ლოცვით, უფალთან სიახლოვით ვუძლებთ ევროპულ „ცივ ცივილიზაციას“.
ტაძარში წირვის დაწყებამდე ერთი ახალგაზრდა ბიჭი ფრთხილად შემოვიდა. ხელში ლოცვების წიგნი ეჭირა და ჩვენი ქართულად საუბარი რომ გაიგო, მოგვიახლოვდა და შეგვეკითხა: „დაუჯდომელის“ ლოცვები ხომ არ გვქონდა. ჩვენ მივეცით. ეს ახალგაზრდა წირვაზე ბოლომდე დარჩა. შემდეგ გავესაუბრეთ და აღმოჩნდა, ესპანეთიდან საქართველოში მიდიოდა გემით. გემი კი ქალაქ ბარის პორტში შემოვიდა, რამოდენიმე საათით. ამ ახალგაზრდამ კითხვა-კითხვით მოაგნო წმინდა ნიკოლოზის ტაძარს სალოცავად და წირვის მოსასმენად. ბედნიერი ვიყავი და მაშინ უფრო მეტად დავრწმუნდი რომ საქართველო გადარჩება.
შენს წარმოსახვაში ხედავ როგორ იზრდებიან შვილები და შვილიშვილები. აქედან ხედავ, უვლი და ეფერები შენი მიცვალებულების საფლავებს, აქედან ესაუბრები საქართველოს. ემიგრანტს თითქოს მესამე თვალი და მეშვიდე გრძნობა აქვს განვითარებული და ეს თვალი და გრძნობა სულ საქართველოშია. ეს გრძნობა და თვალი წარმოსახვაში ზრდის შვილებს, შვილიშვილებს და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. და როდესაც სიზმარში გხედავთ, მაშინაც ვოცნებობთ და ვამბობთ: „შეჩერდი წამო“ …. რომ დიდხანს სიზმრებში მაინც გიყუროთ.
„შეჩერდი წამო“ – ჩვენთვის აქ გატარებული წლები გაჩერებული წამებია, გაჩერებული წლები და გაჩერებული საუკუნეებია და უფრო ხშირად გაჩერებული სიცოცხლეა….
წერილის ნაწილში ვახსენე ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ქართული სამრევლოს მოძღვარი მამა მოსე და ვთქვი, რომ მისი ღვაწლი შეუფასებელია. მე ის მაგონებს ნოეს, რომელიც აშენებდა დიდ ნავს, კაცობრიობის გადასარჩენად და მამა მოსეც ასეთი მოთმინებით იბრძვის ქართული სულისა და სარწმუნოების გადასარჩენად უცხო მხარეში. ქართული მრევლი საგრძნობლად გაიზარდა, ბევრი ქართველისათვის დასვენების დღეები ტაძარში წირვის მოსასმენად შეიცვალა. ტაძარში შემოსული უცხოელი ტურისტები კი გაოცებულები, მონუსხულები უსმენენ ქართულ საგალობლებს და უკვირთ – ეს რა საოცარი გალობა სცოდნია სევდიან ემიგრანტსო.
ს ა მ შ ო ბ ლ ო ხ ე ვ ს უ რ ი ს ა
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
რაფიელ ერისთავი

Комментариев нет:
Отправить комментарий