среда, 9 апреля 2014 г.

,, სწავლა სინათლეა, უსწავლელობა- სიბნელე"

  წერილი მასწავლებელს
   ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდააბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.
"ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლასეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზეყოველი თავგადასავალი თავისთავში ომსტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლარომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენასიყვარული და მხნეობა.
ძვირფასო მასწავლებელო,
მან აუცილებლად უნდა გაიგოსრომ ყველა ადამიანი კეთილი არ არისთუმცა ასევე მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მასრომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარიაეს დიდ დროს მოითხოვსვიცი ასეამაგრამ მინდა ხვდებოდესრომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვსვიდრე 5 დოლარსრომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებითგაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთგულწფელი ღიმილი.
ასწავლეთწიგნების ფასიმაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ - ისწავლოს დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერითყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთრომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულიავიდრე ტყუილი და სითაღლითე.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენაიმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა... და ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
ასწავლეთროგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობებითუმცა ისიც შთააგონეთრომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთთუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთგახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაამაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია - ჩემი საყვარელი შვილი!"


                           

1 комментарий: