ს ა ს წ ა ვ ლ ო პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი
სასწავლო პროექტი:,, მიწის სჯული"
1. პროექტის სახელწოდება:
"მიწის სჯული“"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 -2 წინადადებით:
• ემიგრაცია;
• ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები;
• სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების განცდები;
3. პროექტის აქტუალობა:
• ემიგრანტი ქართველების ცხოვრების გაცნობა;
• ემიგრაციასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითიმხარეების გაცნობიერება;
• საკუთარი და სხვა ქვეყნის ფასეულობებისა და მენტალიტეტის შედარება-გაანალიზება;
4. პროექტის მიზნები:
• გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ-ის
მეშვეობით, სტატიის მომზადება,მოთხრობისა და ჩანახატის დაწარა;
• თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
• მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
5. მონაწილეთა ასაკი: კლასი; 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
• ნაბეჭდი ჟურნალი;
• ჟურნალის ელექტრონული ვერსია;
• ფოტოებისა და ნახატების გამოფენა;
• პრეზენტაცია,
• ბიოგრაფიები;
• ინტერვიუები;
• მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
• კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი;
• საჭირო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან;
• ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
• ფლომასტერები, მარკერები, ფანქრები, კალმები;
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
აქტ.1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოაყალიბება;
აქტ.3. ორგანიზაციული საკითხები:
• ჯგუფების შექმნა;
• ფუნქციების განაწილება;
• კონკრეტული დავალებების მიცემა;
აქტ.4. მუშაობის დაწყება:
კლასს დავყოფ ოთხ ჯუფად .
პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე: "ემიგრაცია და ემიგრაციისგამომწვევი მიზეზები" , მოძიებული მასალების მიხედვით გაკეთებენ პრეზენტაციას MS PowerPoint-ში;
მეორე ჯგუფი გამოიკვლევს თემას: "სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანის განცდები და პრობლემები", ისინი განსაკუთრებით საინტერესო ისტორიების მიხედვით შეადგენენ მოთხრობებს,ჩანახატებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს;
მესამე ჯგუფი იმუშავებს საკითხზე: "ქართული მენტალიტეტი და უცხოეთი", მოძიებულ მასალებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით MS PowerPoint-ში ;
მეოთხე ჯგუფი ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობის შესახებ, შეადგენენ კითხვებს და ჩაიწერენ აუდიო და ვიდეო ინტერვიუებს,ინტერვიუებისთვის მოამზადებენ კითხვებს, შეხვდებიან რესპოდენტებს და მათგან ჩაიწერენ ინტერვიუებს.
აქტ.5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
კლასი მოძიებულ მასალებს განათავსებს ბლოგზე.
აქტ.6 ფილმის ,,მიწის სჯული' ჩვენება-განხილვა.
აქტ.6. პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
• ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
• ზეპირი პრეზენტაცია;
• მსჯელობა;
• წერითი სამუშაო;
• პრეზენტაციის უნარი.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ კავშირი: ქართული,ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი
11. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
12. პროექტის ხელმძღვანელი მადიმი დოლაკიძე-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2014 წელი.
უსამშობლოოდ დარჩენილებო...
აღარ ვჭირდებით მამულს,საფიცარს,
ტკივილს ზღვარი არ უჩანს,
თილისმასავით შემოგვრჩენია,
მიწით ავსილი მუჭა...
თუ არ დავბრუნდით,ჩვენს კუთვნილ ვენახს,
სხვა დაბარავს და მოხნავს,
ჩვენს წილ მამულში სხვა დაფუთფუთებს,
სულ სხვას ჩააცვეს ჩოხა...
ქართულ გვარებში გამორჩეული,
ჭავჭავაძე გვყავს ზანგი,
წერეთელობა დაუწუნიათ,
კვნესის აკაკის ჩანგი...
ჩვენ კი, სხვის მიწას ვერ შეგუებულთ,
ქართული სული გვტკივა,
შინ დასაბრუნებ ფესვებს გვაჭრიან,
ვეღარ ვგებულობთ ვინ ვართ...
დაკარგულებო, სამშობლოსათვის,
ვიღაც უგულოს რჩევით,
განწირულებო ჩვენივე ნებით,
უსამშობლოოდ ვრჩებით...
შეწირულებო უცხოს ზვარაკად,
მონატრებულნო თვისტომს,
გამეტებულნო დასავიწყებლად,
ძვლების შესალაგს ვის ვთხოვთ?!
დროებით წასულთ, გადასარჩენად
ქვეყნის, ოჯახის, ფუძის,
სამშობლო გვკიცხავს,თურმე ყოფილა,
ეს თავგანწირვა ფუჭი...
აღარა გვთვლიან თურმე ქართველად,
ჩვენი სისხლი კი კვნესის,
ქართული ფესვის ამომძირკველნო,
ჩვენი ხმა უფალს ესმის!
თვისტომისაგან განწირულებო,
ჩვენს დარდს ბოლო არ უჩანს,
ცრემლით გავალღოთ წამოღებული,
მიწა შემხმარი მუჭას...
უსამშობლოოდ დარჩენილებო,
უფალი გვლოცავს,გვიცავს,
დავბრუნდეთ! ფესვი ჩვენ გავუნედლოთ,
უჩვენოდ გამხმარ მიწას!
ტკივილს ზღვარი არ უჩანს,
თილისმასავით შემოგვრჩენია,
მიწით ავსილი მუჭა...
თუ არ დავბრუნდით,ჩვენს კუთვნილ ვენახს,
სხვა დაბარავს და მოხნავს,
ჩვენს წილ მამულში სხვა დაფუთფუთებს,
სულ სხვას ჩააცვეს ჩოხა...
ქართულ გვარებში გამორჩეული,
ჭავჭავაძე გვყავს ზანგი,
წერეთელობა დაუწუნიათ,
კვნესის აკაკის ჩანგი...
ჩვენ კი, სხვის მიწას ვერ შეგუებულთ,
ქართული სული გვტკივა,
შინ დასაბრუნებ ფესვებს გვაჭრიან,
ვეღარ ვგებულობთ ვინ ვართ...
დაკარგულებო, სამშობლოსათვის,
ვიღაც უგულოს რჩევით,
განწირულებო ჩვენივე ნებით,
უსამშობლოოდ ვრჩებით...
შეწირულებო უცხოს ზვარაკად,
მონატრებულნო თვისტომს,
გამეტებულნო დასავიწყებლად,
ძვლების შესალაგს ვის ვთხოვთ?!
დროებით წასულთ, გადასარჩენად
ქვეყნის, ოჯახის, ფუძის,
სამშობლო გვკიცხავს,თურმე ყოფილა,
ეს თავგანწირვა ფუჭი...
აღარა გვთვლიან თურმე ქართველად,
ჩვენი სისხლი კი კვნესის,
ქართული ფესვის ამომძირკველნო,
ჩვენი ხმა უფალს ესმის!
თვისტომისაგან განწირულებო,
ჩვენს დარდს ბოლო არ უჩანს,
ცრემლით გავალღოთ წამოღებული,
მიწა შემხმარი მუჭას...
უსამშობლოოდ დარჩენილებო,
უფალი გვლოცავს,გვიცავს,
დავბრუნდეთ! ფესვი ჩვენ გავუნედლოთ,
უჩვენოდ გამხმარ მიწას!
სასწავლო პროექტი:,, ვიცნობდეთ ჩვენს რაიონს"
1. პროექტის სახელი:
,,თერჯოლა“
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
• თერჯოლის ისტორია, კულტურა, ტრადიციები;
3. პროექტის აქტუალობა:
• მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის, თერჯოლის ისტორიას;
• მოიპოვებენ რაიონის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
• შეაგროვებენ ხალხში გაბნეულ მარგალიტებს,
4. პროექტის მიზნები:
• გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით,
• სტატიის მომზადება;
• თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
• მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: X კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
• ექსკურსიები;
• ფოტო მასალა;
• ვიდეო მასალა;
• ნახატები;
• ჩანაწერები;
• ესეები;
• სტატიები ამ მხარის შესახებ;
• საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა;
• პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
• კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
• საჭირო ლიტერატურა;
• ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
• ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
• ჯგუფების შექმნა;
• ფუნქციების განაწილება;
• კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება თერჯოლის შესახებ ისტორიული მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების მოძიება, კვლევა მათი წარმოშობის შესახებ, ზოგ მოსწავლეს - ცნობილ თანარაიონელთა შესახებ მონაცემების შეგროვება. პოეტური ნიმუშების შეგროვება.ბუკლეტისა და პრეზენტაციის მომზადება, მოეწყობა ექსკურსია მარშრუტით: ღვანკითი-თერჯოლა- სიმონეთი(კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი)-ნავენახევის მღვიმე, ქადაგიძის რაფი, ჩხარი-(შალვა დაპეტრე ამირანაშვილების სახლ-მუზეუმი) - გოგნი(კარუგდებელი) - ღვანკითი(დედაღვთისა, სამება)
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
• მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
• ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
• პრეზენტაციის უნარი;
• მსჯელობა;
• წერითი სამუშაო.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ლიტერატურა ისტორია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ხელოვნება,. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
მადიმი დოლაკიძე თერჯოლის რაიონის ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა madimidolakidze@gmail.com
ჩემი თერჯოლა
პროექტის გეგმის შესაბამისად მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია ,, თერჯოლა" იხილეთ ბლოგის ჩანართზე - მოსწავლეთა პრეზენტაციები.
პროექტის გეგმის შესაბამისად მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია ,, თერჯოლა" იხილეთ ბლოგის ჩანართზე - მოსწავლეთა პრეზენტაციები.
სასწავლო პროექტი",, გიყვარდეს მამული შენი"
ა.ღვანკითის ისტორიული ძეგლები
ბ. სოფლის ღირსეული ადამიანები
გ.ხალხში გაბნეული მარგალიტები და სოფლის ტოპონიმები.
დ.ტრადიციები და ზნე– ჩვეულებები.
პრობლემის განსაზღვრა . მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ თავიანთი სოფლის ისტორიას , კულტურულ ძეგლებსა და ტოპონიმებს,– იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი ღირსეული საქმე გააკეთეს;–იმ მარგალიტებს, რომლებიც ხალხშია გაბნეული;–იმ ზნე–ჩვეულებებსა და ტრადიციებს,რომლებიც ოდესღაც არსებობდა და დღეს უკვე დავიწყებას მიეცა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა ასაკი/კლასი
მე–12 კლასი, 16 –17წ.
პროექტის ვადები /ხანგრძლივობა
2015წ.აპრილი– მაისი
სასწავლო პროექტის მნიშვნელობა /აქტუალობა/
ეს სასწავლო პროექტი აქტუალური იქნება, რადგან მისი განხორციელებით მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან სოფლის ისტორიასა და კულტურულ ძეგლებს,წარმატებულ ადამიანებს,ხალხში გავრცელებულ მარგალიტებს, ტოპონიმებს,ხალხის ტრადიციებსა და ზნე–ჩვეულებებს. ღირსეული ადამიანების ცხოვრების შესწავლით ბავშვები დაადგენენ მათ წარმატებებს, პრობლემებს გაითავისებენ, ყოველივე ეს კი მოსწავლეებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში.წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწავლეებს მათთვის მიბაძვის სურვილს გაუჩენს და ხელს შეუწყობს მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.
შეიქმნება სხვადასხვა რესურსი, ალბომები, სტენდები,სლაიდები. მოსწავლეები მოძიებულ მასალებს განათავსებენ ინტერნეტში .
პროექტში მონაწილე მოსწავლეები განივითარებენ უნარებს სხვადასხვა საგანში
1. ისტორიაში–ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიებით.
2.გეოგრაფიაში–შეისწავლიან სხვადასხვა ადგილებს და დაადგენენ მათ ტოპონიმებს.
3საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში–ინტერნეტში მასალების მოძიებით,სურათების ატვირთვით,პრეზენტაციის მომზადებითა და ნამუშევრების ბლოგში განთავსებით
4.ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს.გაიუმჯობესებენ წერისა და კვლევის უნარებს.
5ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარები.
მოსწავლეებს განუვითარდებათ აგრეთვე ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის,საზოგადოებასთან ურთიერთობის, რესურსების გამოყენების, კვლევისა და ძიების უნარები
პროექტის მიზნები.
მოსწავლეების მიერ სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე და თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პროექტის კრიტიკული გაანალიზება და შეფასება.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები და მათი ინდიკატორეები.
ქართ.12.მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს.
არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ.
იყენებს სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებს.
შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს.
ქართ.12.მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
აფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას./შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი მანერები,რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ./
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერი ,ინტერნეტი, ფორმატები, მარკერები, თაბახის ფურცლები,ციფრული ფოტო–აპარატი,აუდიო–ვიდეო,სტენდები, ალბომები და ა.შ.,,,
წინასწარი ცოდნა. მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მასალების მოძიება, სლაიდების დამზადება, სურათების ატვირთვა.
სასწავლო პროექტის მსვლელობა.
1.თემის შერჩევა. მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებს,რომლებიც დაფაზე იწერება.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე საინტერესო თემას
ზოგადი თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ მის დავიწროებას, თემის გარშემო ჩამოწერენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან საპროექტო ჯგუფებში
შეიქმნება 4 ჯგუფი.
1''ისტორიკოსები,,2,,ღვაწლმოსილები,,
''3.,,ფილოლოგები,''4,,ფოლკლორისტები''
თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება .
1. ღვანკითის ისტორია და კულტურული ძეგლები.
2. სოფლის ღირსეული ადამიანები.
3.ხალხში გაბნეული მარგალიტები და სოფლის ტოპონიმები.
4.ტრადიციები და ზნე–ჩვეულებები
ჯგუფში ყველა წევრს თავისი დავალება აქვს,რომლებსაც
ლიდერები უნაწილებენ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მათი ინტერესების მიხედვით.მოსწავლეთა ნაწილი მოიძიებს ინფორმაციებს,ნაწილი ინტერვიუს აიღებს,ნაწილი ფოტოებს გადაიღებს,გააკეთებენ ჩანაწერებს,დაამზადებენ სლაიდებს,ალბომებს,სტენდებს,დაწერენ საგაზეთო სტატიას,განათავსებენ ინტერნეტში საინტერესო მასალებს და ა.შ.
სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით მომზადდება შესაბამისი პროდუქტი.
აქტივობები.
1რესურსებისა და ინფორმაციების მოძიება.
2ფოტო–სურათების გადაღება.
3ალბომების,სტენდებისა და სლაიდების დამზადება.
4პრეზენტაცია.
დანიშნულ დროს მოხდება პროდუქტის პრეზენტაცია.
მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს შეფასების რუბრიკის მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები .
მოსწავლეთა წარმატებებს დავადგენ ეროვნული სასწავლი გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიხედვით
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება შემდეგი კრიტერიუმები.
1.ჯგუფის შემოქმედებითობა და თანამშრომლობა.
2.ინფორმაციის მოძიება
3.შექმნილი რესურსების გამოყენება
4.ზეპირი პრეზენტაცია
პროექტის ხელმძღვანელი: მადიმი დოლაკიძე
სასწავლო პროექტი
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან..
2. პროექტის მთავარი იდია: ქართული დამწერლობის განვითარების დიდი ხნის ისტორიის გაცნობა, ძველი ქართული ანბანის შესწავლა.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას ძველი ქართული ანბანის შესწავლა მოსწავლეების ცოდნის გამდიდრების წყარო იქნება.
4. პროექტის მიზნები:
პრობლმის განსაზვრის;
ინფორმაციის მოძიების;
საქმიანობის ორგანიზების;
შემოქმედებითობის, შედეგების ანალიზის;
პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
“ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და მან შექმნა მწიგნობრობა ქართული.”
ქართული წერილობითი ძეგლები V საუკუნიდან გვხვდება. ქართულმა ანბანმა ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გამოყოფენ ქართული დამწერლობის განვითარების სამ საფეხურს:
ნუსხური დამწერლობა გავრცელებულია მე- 9 საუკუნიდან
მე -19 საუკუნემდე.
მხედრული დამწერლობა, რომელიც დღემდე იხმარება, მე-10 საუკუნიდან ჩნდება.
ძველ ქართულ ანბანში იყო 38 ასო-ნიშანი. თანამედროვე ანბანში არ იხმარება 5 ასო- ნიშანი.
მსოფლიოში დაახლოებით სამი ათასამდე ენა არსებობს, ანბანი მხოლოდ 14. ერთ-ერთი მათგანია ქართული ანბანი.
1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროქტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
· ჯგუფთნ ერთად განსაზღვეავს თემასა და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი.
· მკაფიონათლად აყალიბებს პროექტის მიზანს
· არჩმასალას პროექტის საპრეზენტაციოდ
2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელების სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა.
· შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა.
3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
· მარტივად გასაგებად აყალიბებს სათქმელს;
· პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით.
4. მოსწავლის ასაკი: 14 წელი
5. ვადები (გრძლივობა): 1 თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები (რაც შეიძლება შეიქმნას მოსწავლეთა ძალებით). შეიქმნება ბუკლეტი „უნატიფესი ენა ქართული“
7. პროეტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქრივობა1 - გონებრივი იერიშის საშუალებთ, მასწავლლის დახმარებით, ირჩევენ პროექტის თემას: „ო, ენავ, ჩემო“
აქტივობა 2 - შემუშავდა პროექტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებას
აქტივობა 3 - სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
შედეგების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები:
1.ინფორმაციების მოძიება ქართული ანბანის შესახებ.
2.ინფორმაციის მოძიება მსოფლიოში არსებული 14 ანბანური დამწერლობის შესახებ.
3.სცენარის დაწერა
4.ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება:,,ო, ენავ ,ჩემო"
5.ასომთავრული და ნუსხური ანბანის შესწავლა
6.ღვანკითის სამების საყდრის წარწერის ამოკითხვა და კვლევა, წარწერაში მოხსენიებული ამბისა და პიროვნებების შესახებ.
1.
2. ბუკლეტის გამოშვება
საქმიანობის გაწერა დროში: ერთი თვე.
საქმიანობის განმახორციელებელი:
1. ჯგუფის წევრები
2. პასუმგებელი მოსწავლე: ლიდერი
საქმიანობის შესაბამისი რესურსი:
ფორმატები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
· ეროვნულ სასწავო გეგმასთან კავშირი:
· ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
· პროექტის ხელმძღვანელი:მ.დოლაკიძე.
· ხელმძღვანელის ელ.ფოსტა madimidolakidze@gmail.com
ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.
ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.
ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი - ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს.
ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”,,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”,
“ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასიამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.
ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით.გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.
აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი?
დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.
თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას.მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი:
1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.
არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე. მიხეილ ჯავახიშვილი.
ჰიმნი ქართულ ანბანს
აის ბაღს გაველ დავყნოსე
ელვარდ ვარდს ზამბახ თრთოლვითა
იშლიდა კოკობს ლალისფერს,
მზე ნამს ორთქლავდა პარვითა,
ჟღერდა რიჟრაჟი სოსანთა
ტიას უმღერდა ფრთოსანი
ქორფა ღილიან ყვავილებს
შურით ჩნდნენ ცვრიანოსანნი
ძირს წვეთდნენ ჭალა ხევები
ჯანღები ჰაეროსანი
რითაც სუდგმულობს ქართველი
მეცნიერი და მგოსანი
ტურფა სამშობლოს დიდება
ოცდაცამეტი მგოსანი.
ისევ ქართული ენის შესახებ
ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.
ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.
ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი - ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს.
ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”,,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”,
“ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასიამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.
ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით.გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.
აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი?
დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.
თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას.მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი:
1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.
არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე. მიხეილ ჯავახიშვილი.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოყენებული რესურსები
სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: ,,საბრალოა მხოლოდ სული ობოლი ,,
ბარათაშვილი
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია , რადგანაც ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევით უნარების განვითარებას, ამაღლებს მათ მოტივაციას . მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი იცოდნენ მეტი პოეტის პირად ცხოვრებაზე, ეცნობიან მის შემოქმედებას.
5. მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
7.მოსალოდნელი შედეგები| პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას , ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის უნარს. განიმტკიცებენ ცოდნას ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების შესახებ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სათანადო ლიტერატურა , ნიკოლოზ ბარათაშვილის კრებული, ქართველი რომანტიკოსები, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება (მიზნობრივი გადანაწილებით) , პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში, მოვალეობების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის, ვინ, რას აკეთებს.
1-ლი ჯგუფი მუშაობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის მასალების მოძიებაზე.
მე-2 ჯგუფი მუშაობს ბარათაშვილის პირადი წერილების მოძიებაზე
მე-3 ჯგუფი მუშაობს პოეტის ლექსებზე და გამომეტყველებითი კითხვის უნარების განმტკიცებაზე.
პროექტის პრეზენტაცია მოხდება ლიტერატურულ საღამოზე: ,საბრალოა მხოლოდ სული ობოლი,,
პროექტის შეფასება:
ფასდება შემდეგი აქტივობები | დაბალი | საშუალო | მაღალი |
თემის , იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება-დამუშავება, დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება. | მოსწავლე ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას. | უჭირს თემის და მიზნის გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია. | მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია. |
,აუდიტორიასთან კავშირი, კეთილგანწყობა. | მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა, აუდიტორიასთან კავშირს ვერ ამყარებს. | ნაწილობრივ ახერხებს კავშირს, დამაჯერებლობა აკლია მის ხმასა და საუბარს | მოსწავლე თვალით ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია. |
ანალიზისა და სინთეზის უნარი. საკუთარი პოზიციის დაცვა. | ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში. | უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები. | მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით, თანმიმდევრულად აკეთებს თავისი მოსაზრებების დემონსტრირებას , იცავს საკუთარ პოზიციას. |
საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან | ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმა-ციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შე-უძლია გააანალიზოს, რო-გორ გამოიყენება მხატვრუ-ლი და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
პროექტის ხელმძღვანელი მადიმი დოლაკიძე
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:,, ვაჟა-ფშაველა ბუნების შვილი
პროექტის იდეა/თემა: მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს ვაჟას შემოქმედებისადმი. მოსწავლეებს განუმტკიცებს ცოდნას და გააღრმავებს მათ წარმოდგენებს პოეტის მსოფლმხედველობაზე, მის ზნეობრივ ღირებულებებზე. მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს. მოხდება მწერლის ცხოვრების პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარები. ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლობის, კონკრეტულად ვაჟას შემოქმედებისადმი სიყვარული.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი.
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამრომლობას, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციის მოძიების დაგამოყენების უნარს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვაჟას ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი,ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, მიკროფონი, დიქტოფონი, ტელევიზორი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას. თემის არჩევის შემდეგ ხდება ჯგუფების დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების განაწილება.
პირველი აქტივობა: ვაჟას ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი.
მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება.
მესამე აქტივობა: მასწავლებლის დახმარებით და ინტერნეტის საშუალებით მწერლის ახლობლებთან დაკავშირება და ინტერვიუს აღება.
მეოთხე აქტივობა: ვაჟას შემოქმედების მიმოხილვა.
მეხუთე აქტივობა: ვაჟას პოემების განხილვა
მეექვსე აქტივობა: მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება და ჩატარება.
მეშვიდე აქტივობა: ვაჟას ნაწარმოებების თეატრალური კოლაჟი. მოსწავლეები მოამზადებენ და წარმოადგენენ სცენებს სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.
მერვე აქტივობა: მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების მოძიება, გადმოწერა და ჩვენება.
მეცხრე აქტივობა: მოსწავლეები დახატავენ სხვადასხვა ნაწარმოებებიდან სასურველ ადგილებს.
მეათე აქტივობა: ვაჟას ენის, თავისებური სტილისა და მხატვრული ხერხების კვლევა.
მეთერთმეტე აქტივობა: ექსკურსიის ორგანიზება ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში.
მეთორმეტე აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის შეფასება
კრიტერიუმები | დაბალი 1-3 ქულა | საშუალო 4-6 ქულა | საშუალოზე მაღალი 7-8 ქულა | მაღალი 9-10 ქულა |
სამუშაოს დაგეგმვის უნარი | სამუშაო სრულყოფილად არ არის დაგეგმილი | სამუშაო ნაწილობრივ არის დაგეგმილი | სამუშაოს გარკვეული ნაწილი კარგად არის დაგეგმილი | სამუშაო კარგად არის დაგეგმილი |
ინფორმაციის მოძიებისა დაორგანიზების უნარი | მოიძიებს მცირე ინფორმაციას , მაგრამ არ აქვს ორგანიზების უნარი | მოიძიებს მცირე ინფორმაციას და ნაწილობრივ აკეთებს ორგანიზებას | მოიძიებს ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება, მაგრამ ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას | მოიძიებს ინფორმაციას და აქვს ორგანიზების კარგი უნარი |
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა | ჩართულობის სიხშირე მინიმალურია | ზოგჯერ ინტერესდება საკითხით | ინტერესდება საკითხით , მაგრამ არ აქვს ლიდერობის უნარი | ჩართულობის სიხშირე მაქსიმალურია, დაინტერესებულია საკითხით. აქვს ლიდერობის უნარი. |
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ10.4. მოსწაცლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათისა და სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
· წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გეგმას, ქმნის ტექსტის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.
· აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს უსადაგებს ამ საშუალებებს.
პროექტის ხელმძღვანელი: მეთორმეტე კლასის მოსწავლე მირანდა ჯანგიანი
მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: madimidlakidze@gmail.com
პროექტის მსვლელობისას გამოყენებული რესურსები
მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება, მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა როგორც ჩხიკვი ზაქარა. პაოლო იაშვილი „ძვირფასო დაო მარიამ! მე სოფლად ცხოვრება აღარ შემიძლია. ფიზიკურმა შრომამ გამტეხა წელში, ახლაც ავად ვარ. მეყოფა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. საზოგადოებას თუ რადმე ეფასება ჩემი თავი, უნდა მიპატრონოს. იქნებ რამე სამსახური გამომიძებნოთ. წერილს სხვას არავის ვწერ, რადგან ვიცი, ჩემთვის თავს არავინ გაიცხელებს“ - ჩარგალში გამოკეტილმა ლუკა რაზიკაშვილმა ეს ბარათი ჟურნალ „ნაკადულის“ გამომცემელ მარიამ დემურიასთვის 1909 წელს დაწერა, მაგრამ აღარ გაუგზავნია.
მღვდელ პავლე რაზიკაშვილის ოჯახმა ექვსი შვილი გაზარდა, ხუთი ვაჟი და ერთი ქალი. მათგან ბაჩანა და თედოც ცნობილი მწერლები გახდნენ. ლუკა მესამე იყო და ყველაზე გამორჩეული, თუმცა ყველაზე მძიმე ცხოვრება მას ერგო. ოჯახმა, რაც შეეძლო, განათლება მისცა. ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ორი წელი თბილისშიც სწავლობდა. 18 წლისამ „დროებაში“ პირველი კორესპონდენცია დაბეჭდა - „წერილი ხევსურეთიდან“. ყველაზე დიდი კვალი გორის საოსტატო სემინარიაში გატარებულმა წლებმა დატოვა. ოცნებად ჰქონდა უნივერსიტეტში ესწავლა, მაგრამ არანაირი სახსარი არ გააჩნდა. 22 წლისამ მასწავლებლობით რაღაც გროშები მოაგროვა, საქონელიც გაყიდა და აგვისტოში პეტერბურგს გაემგზავრა. უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა, დიდი მონდომებით უსმენდა ლექციებს, ბევრს კითხულობდა, ქართველ სტუდენტთა შეკრებებს ესწრებოდა. უფულომ, ჩაუცმელმა, მშიერმა ერთი წელიც ვერ გაძლო პეტერბურგში, იმედმოკლული დაბრუნდა უკან, არც დაუწერია რამე.
ისევ მასწავლებლობას მიუბრუნდა, გორში შინამასწავლებლად მოეწყო. გაზეთებში უკვე ხშირად აგზავნიდა ლექსებსა და მოთხრობებს. მართალია, ამილახვრის შვილს ვერაფერი შეაგნებინა, მაგრამ სიყვარული იპოვა, დაოჯახდა და ჩარგალში დაბრუნდა. გაზეთ „ივერიაში“ პოემა „მოხუცის ნათქვამი“ მიიტანა. „არა, ჩვენ, ძველებმა, კალამი ძირს უნდა დავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთ“ - აღტაცებით წამოიძახა ილია ჭავჭავაძემ, როდესაც რედაქციაში პოემა წაიკითხეს. გაზეთის გამოცდილ თანამშრომლებსაც კი გადაჭარბებული ეჩვენათ რედაქტორის შეფასება. უკვე შემდეგ იტყვის ილია: „რუსთაველის შემდეგ ასეთი ნიჭით ცხებული პოეტი არა გვყოლია“.
ორი წელი სოფელ დიდ თონეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ბედს არ ემდუროდა. ეს იყო ვაჟას ცხოვრებაში ყველაზე კარგი და მოსვენებული პერიოდი. უსამართლობას ვერ ეგუებოდა, ამიტომ მამასახლისი, მღვდელი და მოხელეები გადაიმტერა. ამ მედროვე და ხალხის მჩაგვრელ ადამიანებს სიტყვით, კალმით და მუშტითაც კი ებრძოდა. ფიცხი ხასიათი ჰქონდა და თავს ვერ იკავებდა. სოფლის ბობოლები საჩივარს საჩივარზე წერდნენ და იმდენს მიაღწიეს, რომ სამსახურიდან გააშვებინეს. თვით ილიამ, ვაჟას ნიჭის ყველაზე დიდმა დამფასებელმა, მხარი დაუჭირა მის გათავისუფლებას. ლუკა რაზიკაშვილმაც ცოლ-შვილი წამოიყვანა და ჩარგალში დასახლდა. პირდაპირობის გამო შემდეგაც ბევრჯერ დაისაჯა, თუმცა მცნებად ჰქონდა, სიბილწეს არ დაზავებოდა.
ცხოვრობდა გლეხივით, ხნავდა, თესავდა, მკიდა, თიბავდა, საქონელს უვლიდა. კარგი მეურნე ვერ გახდა, სხვებივით ყოჩაღად ვერ საქმიანობდა. ხშირად მინდორში გასულს ხვნის ან მკის დროს მოაგონდებოდა რაღაც, სიმღერის ჟინი აიტაცებდა, საქმეს მიატოვებდა, ქაღალდსა და ფანქარს ამოიღებდა და წერდა. ქაღალდი თუ გაუთავდებოდა, შვილებს სიპ ქვებს მოატანინებდა და იმაზე აგრძელებდა. ჯანიც გაუტყდა. მეზობლისაგან ხორცი იყიდა. საქონელი ჯილეხით ყოფილა დაავადებული და ციმბირის წყლული შეეყარა. სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ თვალი დაუზიანდა. შემდეგ ცოლიც დაეღუპა, მძიმე საქმემ შეიწირა. ნოემბრიდან მაისამდე მთა იკეტებოდა, ცივი, თოვლიანი, ერთფეროვანი ზამთარი დგებოდა. არა მარტო ბარს, მეზობელ სოფელსაც სწყდებოდა ადამიანი. სიღატაკე და ავადმყოფობა ვაჟას მუდმივი მეგზური გახდა - „ტანფეხშიშველი დავდივარ, ცოლს არ მიცვია კაბაო“ - უზიარებდა დარდს დავით გურამიშვილს.
თანდათან მთელმა საქართველომ გაიცნო ფშაველი მწერალი, სიყვარულითაც სარგებლობდა, პატივსაც სცემდნენ, მაგრამ დამხმარე და მშველელი, ოდნავ რომ შეემსუბუქებინა მდგომარეობა, არ ჩანდა. ბევრი ვერც ხვდებოდა, რომ დახეულჩოხიანი, შრომისგან ხელებგაშავებული, ნახევრად ბრმა მთიელი სულიერად ყველაზე დიდი არისტოკრატი იყო და რასაც ის ქადაგებდა, ერთი საუკუნის შემდეგ მთელი კაცობრიობის საზრუნავი გახდებოდა.
დღეს ეკოლოგიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე უამრავი თეორია და კანონი შეიქმნა და მსოფლიო ფეხზე დადგა. ვაჟას თეორიები არ შეუქმნია, ყური მიუგდო ბუნების ხმას და ერთგვარი შუამავლობა იკისრა სამყაროსა და ადამიანს შორის. ამქვეყნად ყველაფერი - სულიერი თუ უსულო, ხორციელი თუ უხორცო, ბალახი, წყარო, ქვა, კლდე, მთა - ცოცხალია, ფიქრობს, განიცდის, სტკივა და, რაც მთავარია, ყოველი მათგანის არსებობა აუცილებელია სამყაროს წონასწორობისა და ჰარმონიისათვის. „ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი ტყეს, ტყენი მდინარეთ...“ და ერთი თუ გაქრება, მეორეც მას მიჰყვება.
თონეთელმა მღვდელმა ურწმუნოება დასწამა. მართლაც, მღვდლისა და ეკლესიისადმი დიდ მორჩილებას არ იჩენდა, ფარისევლურად პირჯვარს არ იწერდა, მაგრამ მისი შემოქმედება მთლიანად ქრისტეს მოძღვრების ანარეკლია: „მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი“. ამქვეყნიურ ღმერთად კი სამშობლო მიაჩნდა, ვაჟკაცის უპირველეს დანიშნულებად – „არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა.“ მაგრამ უფრო დიდი ვაჟკაცობა იქნება, თუ მტრის ღირსებას დაინახავ და დააფასებ. ამ თემას რამდენჯერმე დაუბრუნდა - „ალუდა ქეთელაურში“, „სტუმარ-მასპინძელში“, „ბახტრიონში“.
მთაში გამოკეტილი ფშაველი შორიდან უფრო ცხადად ხედავდა და მძაფრად განიცდიდა მოვლენებს, ვიდრე ქალაქში, ამ მოვლენების შუაგულში მყოფი ადამიანები. მარქსიზმის მოძღვრების მიმდევრები „გაზაფხულდაო“ – გაიძახოდნენ და ახალ, მშვენიერ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ ხალხს. ვაჟა ხვდებოდა, რომ რევოლუციას გაზაფხული კი არა, უბედურება მოჰქონდა, ბუდიდან გველი გამოდიოდა და ყველაფერს წამლავდა. თუმცა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მაგალითად ჰქონდა, უკან არ დაიხია, არ შეეპუა, ბოლომდე ამხილა, მომავლის ტრაგიკულობა ნათლად ასახა.
აშკარა მტერთან შეუპოვარს აკაკის ნათქვამმა, ენას გიწუნებო, გული ატკინა, მაგრამ წყენა არ დაუმახსოვრებია, დეკემბერში აკაკის იუბილეზე ჩამოვიდა და ლექსით მიესალმა მას.
1915 წლის მთელი ზამთარი ავადმყოფობაში გაატარა. გაზაფხულზე თბილისში ჩამოვიდა. აქ უპატრონეს, საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა. 27 ივლისს მთელ ქალაქს მოედო ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ამბავი. მის გასვენებას ზღვა ხალხი დაესწრო, წესრიგს პოლიცია ამყარებდა. ერწოდან ცხენით ჩამოსული ვაჟას უფროსი ქალი თამარი შეაკრთო ამდენმა ხალხმა, შერცხვა ახლოს მისვლა, მერე ვიღაცამ იცნო და მამის კუბოსთან მიიყვანა.
ჩარგალში კი რაზიკაშვილების ეზოში ნაბადი გაფინეს, ზედ მისი ტანსაცმელი გაშალეს, ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს, ირგვლივ შაოსანი დიაცები შემოუსხდნენ და ხმამაღლა მოსთქვამდნენ ოჯახის ბეჩაობასა და ლუკას სახელიანობას.
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907) ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე 1837-1847 კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე. ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები… ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული. კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე… ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია! პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე. 1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში. პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს. გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული. ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“. შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა. ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“: ,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში მე და შენ რომ ერთად ვრბოდით? ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით! შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი, გადმომიგდე საყვარელსა და მითხარი: ,,ჩემო გიჟო! ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!.. ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ: ,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“. მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს: ,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“. მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა. 1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად. ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა. მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე. ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ. მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . . თბილისი პანსიონსა და და გიმნაზიაში 1848-1856 წლები 1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა. 1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია. ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე. პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წ თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“. 1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას. 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა. კოხტა აფხაზი გადმოგვცემს: “უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“. ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“ ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“. ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები. 1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.
1877წლის 3 მარტიდან "ივერია" ყოველკვირეულ გაზეთადგამოდიოდა. 1886 წლიდან - ყოველდღიურად. დამაარსებელი და რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე,
კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშაში
კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ: “რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაგება, უნდა მოგახსენოთ, რომ მე მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსების ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები თითქმის მცხეთის სანახებამდის ჩამოიტანა. მთლიანად ქართული რაიონი გალისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაულოცა და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწავლიან” (ლიტერატურული საქართველო, 1991, 26, VII).
ამის გამო, მამია ორახელაშვილის და ლევან ღოღობერიძის მითითებით, მწერალი დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს (მწერლის პირადი საქმე საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში).
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა “ბუტირსკის” ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”).
კინორეჟისორ გუგული მგელაძის (პავლე ინგოროყვას სიძე) მოგონების მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას გათავისუფლების თაობაზე პავლე ინგოროყვა მოსკოვში რამოდენიმეჯერ ჩასულა. “პავლეს მოუხერხებია და პატარა ბარათი შეუგზავნია ტუსაღისათვის: ამა და ამ დროს შავი ჩოხით ჩავივლი ისე, რომ შენი საკნის ფანრიდან ვჩანდეო! ზუსტად ბარათში ნახსენებ დროს ჩაუვლია ციხის წინ შავ ჩოხაში გამოწყობილ პავლე ინგოროყვას…” პავლემ თურმე ისე მოაბეზრა თავი მაშინდელ ჩეკას უფროსს, რომ ამ უკანასკნელს, მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: “ან დაიჭირეთ ეს ინგოროყვა, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო” (“მე ვარ არისკაცი ჩემი ერისა”, “ქართული მწერლობა”, 1990, #1, გვ. 115).
კონსტანტინე გამსახურდია 1927 წელს საქართველოს ცაკ-ის შუამდგომლობით გაათავისუფლეს – ჯაშუშობის დამადასტურებელი მასალა არ არისო.
ლიტერატურაში გაჩაღებული იყო ბრძოლა პროლეტარულ მწერლებსა და სხვადასხვა სამწერლო ჯგუფების ეროვნულად განწყობილ მწერლებს შორის. მწერალი “ლანდებთან ლაციცში” იგონებს: “რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მე გადმომცა მწერალთა კავშირისათვის: ილიას, აკაკის, გრიგოლ ორბელიანისა და ვაჟას დიდი სურათები, მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულნი. ესენი დავაკიდინე სალექციო დარბაზში. ბენიტო ბუაჩიძემ და პ. ქიქოძემ უბრძანეს სასახლის კომენდანტს: ეს სურათები გარეთ გაეტანათ, ხოლო მათ ნაცვლად დოსტოევსკისა და გორკის პორტრეტები გამოეფინათ. მე საჯაროდ განვაცხადე: ვინც გაბედავს ჩვენი კლასიკოსების სურათების ჩამოხსნას, ჩემს სვანურ სატევართან ექნება-მეთქი საქმე. მლიქვნელები შეკრთნენ და ის პორტრეტები დღესაც ამშვენებს ჩვენს ლექტორიუმს”.
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…
1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.
კონსტანტინე გამსახურდია ხმას იმაღლებდა ქართველი ერის დაქუცმაცების, სეპარატიზმის წინააღმდეგ. 1932 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პლენუმზე მწერალმა განაცხადა: “აქ გამობრძანდნენ ჩვენი აფხაზი ამხანაგები. უნდა მოგახსენოთ, რომ დიდედიდან აფხაზის სისხლი მაქვს. მიყვარს აფხაზები და გმირებიც მყავდა ისინი, მაგრამ აქ გამოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი, პირველი გრიგოლია, ჩემი მეზობელი, მეორე – ჭკადუა, ესეც მეგრელი და რუსულად გველაპარაკა აფხაზეთის სახელით. რაშია საქმე, აფხაზები არიან მაგენი, თუ ვინ არიან?”. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის გამგემ კარლო ორაგველიძემ უყურადღებოდ არ დატოვა მწერლის გამოსვლა: ნაციონალისტობაა, როცა კ. გამსახურდიამ პლენუმზე თქვა: აფხაზეთის მეგრელმა რუსულად რატომ უნდა ილაპარაკოსო. ასევე ნაციონალისტობაა, როცა ამბობს – ბაღდათს მაიაკოვსკი რატომ უნდა ერქვას, როდესაც ქართველი მწერლის სახელი არც ერთ ქალაქს არ ჰქვიაო (ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, 8-1-273-46).

შემოქმედება
პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: “ფოტოგრაფი” და “ნაპოლეონი”. შემდეგ დედის გარდაცვალებამ “დამსხვერული ჩონგური” დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა “ზარები გრიგალში”.
“ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა”, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი “პრომეთე”, გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”, ჟურნალი “ილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. “რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ “პრომეთეში” სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.
34 წლისამ დაწერა “დიონისოს ღიმილი”, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია “მთვარის მოტაცება” 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო – ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.
სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში” გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.
ასე მიაჩნდა: “პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის”. თარგმნასაც მოჰკიდა ხელი – გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტეს “ღვთაებრივი კომედია” (I ნაწილი – “ჯოჯოხეთი” კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” და სხვა.
“კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა”. მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი “დავით აღმაშენებელი”, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.
XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას “ბელადს”, “ვაზის ყვავილობას”, ნარკვევებს, რომ დაწერილიყო “დიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “დავით აღმაშენებელი”.
როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ “დიდოსტატის მარჯვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.
ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.
კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

მამა-სვიმონ გამსახურდია
დედა- ელისაბედ თოფურიძე
ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლე
მეუღლე რევეკა ვაშაძე
და სოფიო სიმონის ასული
კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე
,,მთვარის მოტაცება"
კარი პირველი
მამა–შვილი კაც და არზაყან ზვამბაიები მიემგზავრებიან, სტუმრად, ზუგდიდში ტარიელ შარვაშიძის ოჯახში. აქ, მათ სხვა მრავალ სტუმართან ერთად დახვდებათ თარაშ ემხვარი, არზაყანის ძიძიშვილი. ნაწარმოებში ხშირად გვხვდენა „რეტროსპექციული უკანდახევა“, სადაც აღწერილია თარაშისა და არზაყანის ბავშვობა, შარვაშიძეებისა და ემხვარების დაპირისპირების ისტორია, თარაშის მამის ჯამსუღის გადახვეწა საზღვარგარეთ თავის ვაჟთან ერთად და მისი სიკვდილი, ტარიელ შარვაშიძის ზუგდიდში გადმოსახლების ამბავი... ტარიელთან სტუმრობის შემდეგ არზაყანი ზუგდიდში რჩება, ის თამარს ეტრფის, ისევე, როგორც თარაში. ერთ–ერთი სეირნობის დროს არზაყანი თამარს კოცნას დაუწყებს, ქალი კი წინააღმდეგობას გაუწევს და გაიქცევა, მაგრამ დედისეულ ჯვარს დაკარგავს, რომელსაც არზაყანი შეინახავს. ძიძიშვილები მონაწილეობას იღებენ დოღში, რომელშიც ორივე ერთად გადაკვეთს ფინიშს. ამის შემდეგ მოქმედება ვითარდება ილორში, გვანჯ აფაქიძის ქალიშვილის ქორწილში. ნაწარმოების პირველი კარის ბოლოს ლუკაია ლაბახუა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ზარებს რეკავს, რომელსაც შემდეგ ბოლშევიკები ჩამოაგდებენ.
კარი მეორე
თამარი არლანის ქორწილის ღამეს ავად ხდება, ვარაუდობენ, რომ ჯვრის დაკარგვის გამო. არზაყანი როგორც გადაცმული ცრუმარჩიელი ეახლება ავადმყოფ თამარს, სადაც აპირებს ლუკაიას გადასცეს დაკარგული ჯვარი, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ თარაშს დაინახავს, გადაიფიქრებს. ქალს კი ეუბნება, რომ ღმერთი განაწყენებული ჰჰყავს, ამიტომაც თმა უნდა შეიჭრას და ღმერთს შესწიროს. შარვაშიძეების სახლიდან გამოსული არზაყანი აგრძელებს თამარის თვალთვალს და ხედავს, რომ მას თარაში კოცნის. ქალი კი ეუბნება, რომ მისი კოცნა შეწყვიტოს, რადგან თარაშს სხვა უყვარს, კერძოდ კი, კაროლინა. ამის შემდეგ ნაწარმოებში ჩართულია თარაშის დღიური, რომელიც დაწერილია მისი პარიზში და რომში ყოფნისას. მას თამარი კითხულობს.
თამარი და არზაყანი თბილისში აპირებენ წასვლას სასწავლებლად.
ბოლშევიკ არზაყან ზვამბაიას კოლექტივის შემოღების გამო სოფლელები დაემდურნენ. განსაკუთრებით კი შვიდი ძმა ტარბა. ერთი მათგანი გამოსავალს არზაყანის სიკვდილში ხედავს. ერთ საღამოს არზაყანს თავს დაესხმებიან, მაგრამ არზაყანი მოიგერიებს მათ. არზაყანს მეორეჯერაც შეემთხვა ხიფათი: გვანჯ აფაქიძემ არაბია დააფრთხო ხიდზე, ცხენმა კი არზაყანი მოიყოლა. არზაყანი სახლში მიიყვანეს.
თარაში, თამარი, კაროლინა და თათია თბილისში მიდიან მატარებლით. თარაში და თამარი ერთად ატარებენ ღამეს კუპეში, რაც ამ უკანასკნელისთვის შემდგომში საბედისწერო გამოდგება.
კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე გაავებული კაც ზვამბაია საკუთარ საქონელს ყელს გამოჭრის.
თამარი, თარაშის სურვილის საწინააღმდეგოდ, თმას იჭრის. თარაში ოქუმში ბრუნდება. ერთ–ერთ დღესასწაულზე, ის მამა–შვილ ზვამბაიასთან ერთად კვლავ დაუპირისპირდება ტარბებს. მათ ერთ–ერთი მათგანი შემოაკვდებათ, რის შემდეგაც ოქუმიდან გადაიკარგებიან.
კარი მესამე
სვანეთისკენ მიმავალ კაცს, არზაყანსა და თარაშს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია დაემგზავრება. ისინი ერთად სვანეთში ესტუმრებიან ღრმად მოხუც ქორა მახვშს. მისი შვილიშვილი საურ არზაყანის ძმადნაფიცი ხდება. ერთ–ერთი ნადირობისას, თარაშის სულსწრაფობით გაბრაზებული კონსტანტინე თოფს ესვრის თარაშს, რის შემდეგაც თბილისში ბრუნდება.
ცივილიზაციისადმი გულაცრუებული თარაში სვანეთში დასახლებას და ცოლის შერთვას აპირებს. მას შერჩეული ჰყავს ლამარია, სვანი ქალი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას არზაყანთან მონებივრეს დაინახავს, გადაიფიქრებს. არზაყანი ქორა მახვშის მეზირს კლავს, ძუძუმტეები დევის ქვაბში გაიქცევიან. არზაყანი საკუთარ მამას არ ინდობს, შემდეგ კი მის ძვლებთან ერთად ოქუმში ბრუნდება. მოგვიანებით არზაყანს დააწინაურებენ.
ეკლესიაში ყოფნისას თამარს გული წაუვა, როგორც აღმოჩნდა, ის ფეხმძიმედაა. რომ მას საშვილოსნოს გარეთა ორსულობა აქვს. მომაკვდავი თამარი თარაშის ნახვას ნატრულობს, ლუკაია თარაშს შეატყობინებს ამის შესახებ. თამარი საკუთარ ნაყოფთან ერთად კვდება. ტარიელ შარვაშიძე თარაშს ასმერვე ფსალმუნით სწყევლის, ისევე როგორც თავის დროზე კათალიკოსი მის შორეულ წინაპარს. თარაში ზუგდიდს არაბიათი მიემგზავრება, თან მიაქვს არზაყანის მიერ დაბრუნებული თამარის ჯვარი, მაგრამ ცხენთან ერთად ენგური მოიტაცებს.
რომანის შექმნის ისტორია
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მან „მთვარის მოტაცებაზე“ მუშაობა 1926 წელს დაიწყო, როდესაც რომანის ერთი თავი „წურბელების პატრონი“ დაწერა, ხოლო მუშაობა 1933 წელს გააგრძელა. მას წერისათვის მძლავრი ბიძგი 1931 წლიდანაფხაზეთში მოგზაურობამ მისცა, სადაც აგროვებდა „ისტორიულ–ეთნოგრაფიულ ინვენტარს რომანისთვის“. აფხაზეთიდან დაბრუნებულმა მწერალმა სალიტერატურო გაზეთში დაბეჭდა „მთვარის მოტაცების“ პირველი თავი „ერგეაშვა“. ამის შემდეგ რომანის ბეჭდვა ჟურნალ მნათობში გაგრძელდა და 1935 წელს დასრულდა. „მთვარის მოტაცების“ თავები დაწერისთანავე ქვეყნდებოდა, ამასთანავე, წერის დაწყებისას ავტორმა არ იცოდა, თუ რა მოუვიდოდათ მის გმირებს რომანის ფინალში. ამის შესახებ ის მეორე კარის დასაწყისში, „ლირიულ ინტერმეცცოში“ საუბრობს. ხოლო 1934 წელს „მთვარის მოტაცების“ წერა მწერალმა ან საბოლოოდ დაასრულა, ან უკვე იცის, რომ რომანის ფინალში თარაშ ემხვარი დაიღუპება.
რომანი სამ წიგნად 1936 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ“ დაბეჭდა (ტირაჟის ნაწილს გამოსვლის თარიღად 1935 წელი აწერია).
პერსონაჟები
- კაც ზვამბაია – აფხაზი გლეხი, შარვაშიძეების ყოფილი ყმა. სძულს ბოლშევიკები და თბილისი, რადგან მიაჩნია, რომ დედაქალაქიდან შემოდის ყოველგვარი უბედურება – წიგნი და ზოგადად, ცივილიზაცია. საკუთარ ვაჟს, არზაყანსაც უშლის კომკავშირში გაერთიანებას, მაგრამ, ამაოდ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, საკუთარი შვილი გაგიჟებით უყვარს. დაპირისპირება მამასა და შვილს შორის მთელი ნაწარმოების მანძილზე გრძელდება. საბოლოოდ, კაც საკუთარი შვილის ხელით კვდება.
- არზაყან ზვამბაია – კაც ზვამბაიას ვაჟი. კომკავშირელი, ებრძვის რელიგიას და ცრურწმენებს. ძიძიშვილ თარაშ ემხვარის მსგავსად ეტრფის თამარ შარვაშიძეს. მუდმივი ქიშპობა აქვს მამასთან.
- არაბია – არზაყანის ცხენი. ენგურის ტალღებში თარაშ ემხვართან ერთად იხრჩობა.
- ტარიელ შარვაშიძე – „ბაბუა ტარიელი,“ ნახუცარი, მისი ოჯახი ოქუმიდან ზუგდიდს გადაასახლეს. უხასიათო მოხუცი. ის თავს „ქრისტიანობისათვის გვემულ წმინდა მამებს“ ადარებს. არ უყვარს ბოლშევიკები და ხშირად წყევლის მათ. თამარის გარდაცვალების შემდეგ ქრისტეს ხატს ძირს დაანარცხებს და უშვერი სიტყვებით აგინებს.
- ხერიპს შარვაშიძე – ტარიელ შერვაშიძის ვაჟი, გინეკოლოგი.
- თარაშ ემხვარი – ჯამსუღ ემხვარის ვაჟი. ევროპაში განათლებამიღებული პიროვნება. არის ქალების გულთამპყრობელი. ევროპაში მის სიყვარულს იზიარებს ელლენ რონსერ, მაგრამ იძულებულია მას საქართველოში დაბრუნების გამო შეელიოს, ხოლო საქართველოში თამარ შერვაშიძე, მაგრამ მისდამი გული მაშინ უცივდება, როდესაც თბილისში თმას მოკლედ შეიკრეჭს და რესტორანში ფოქსტროტს იცეკვებს. თარაშს ხელი მოეცარა სამეცნიერო საქმიანობაშიც – თავის ნაშრომს „კოლხური ფეტიშიზმისათვის“ ბუხარში აგდებს. თარაშ ემხვარი მეგობრისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ არსებობს ორი გზა – კომუნიზმის და ფაშიზმის, მაგრამ ის ვერც ერთ მათგანს დაადგა. მისთვის მესამე გზა სიკვდილია. საბოლოოდ, თარაში ენგურის ტალღებთან ბრძოლაში იღუპება.
- თამარ შარვაშიძე – ტარიელ შარვაშიძის ქალიშვილი, სილამაზით გამორჩეული. ნაწარმოებში მისი სიყვარულის მოპოვებას თარაშ ემხვარი და არზაყან ზვამბაია ცდილობენ. ქალის სიმპათიები თარაშის მხარესაა. მასთან მატარებელში გატარებული ღამე მომავალში საბედისწერო აღმოჩნდება თამარისთვის – იგი საშვილოსნოს გარე ორსულობის მსხვერპლი ხდება.
- ლუკაია ლაბახუა - შერივაშიძეების ოჯახის ერთგული მსახური, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში დედა გაუყიდეს. ფიზიკურად მახინჯია, რის გამოც არაერთელ გამხდარა დაცინვის და აბუჩად აგდების საგანი, თუმცა ყველაფერს მორჩლად იტანს. ნაწარმოებში მის მიმართ სიბრალულს განიცდის თამარ შარვაშიძე, ლუკაიაც ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ გველს აგესვლინებს თავს.
- კაროლინა – ხერიპს შერვაშიძის გერმანელი მეუღლე. ვერ ეგუება აფხაზურ წეს–ჩვეულებებს. ნაწარმოებში განსაკუთრებით საინტერესოა მისი, როგორც უცხოელის თვალით დანახული ქართული მენტალიტეტი და კულტურა.
- შარდინ ალშიბაია – სკოლის დირექტორი, „პროვინციელი ინტელიგენტი“, დიდი მოკამათე, „პრობლემის კაცი.“
- ჯამსუღ ემხვარი – თარაშ ემხვარის მამა. რუსეთის მეფია არმიის გენერალი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ევროპაში გაიქცა ვაჟთან ერთად. სიცოცხლის ბოლოსგრამოფონის ფირფიტების ქარხანაში მუშაობს, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად იღუპება.
- მაია ემხვარი – თარაშ ემხვარის დედა, შვილზე მზრუნავი. უცხოეთში გადახვეწილ ქმარ–შვილთან მიმოწერა აქვს. მძინარე გარდაიცვლება თარაშის სვანეთში ყოფნის დროს, ისე, რომ შვილის ასავალ-დასავალი არ იცის.
- ცირუნია – ემხვარების მსახური, მაიას სიკვდილის შემდეგ ოჯახში დარჩნილ ძვირფასეულობას გაყიდის, რათა ის ღირსეულად დაკრძალოს.
- ძაბული – ობოლი ქალი, ბავშვობაში არზაყანთან და თარაშთან ერთად იზრდებოდა. დედ–მამის სიკვდილის შემდეგ და–ძმას უვლის და საბეჭდ მანქანაზე მუშაობს. არზაყანის სვანეთში გადახვეწის შემდეგ მის ქვრივად გამოაცხადებს თავს და მის ოჯახში ცხოვრობს. არზაყანის დაბრუნების შემდეგ მისი მეუღლე ხდება.
- გვანჯ აფაქიძე – „ფრიად ბნელი პიროვნება.“
- ხათუნა – კაც ზვამბაიას მეუღლე
- ჩალმაზი − რაიკომის მდივანი, „სახითა ტარტაროზი, სჯულითა ბარბაროსი.“
- თათია – ხერიპსისა და კაროლინას ქალიშვილი.
- დაშა – კაროლინას მსახური.
- ზოსიმია - მეწისვილე. კერპთაყვანისმცემელი აფხაზების მოგვი, „გრდემლზე მლოცველთა ქურუმი“. მის წისქვილში ლუკაია ლაბახუა თავს იკლავს.
- ელლენ რონსერ – თარაშ ემხვარის საყვარელი ქალი.
- ვახტანგ იამანიძე – ემიგრანტი, თარაშ ემხვარის მეგობარი.
- ცირუნია – მაიას მსახური.
- არმადარ – თარაშ ემხვარის მამიდა.
- ნოშრევან ფარჯანიანი – არმადარის მეუღლე, თავს იკლავს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი ქალიშვილი უგვარო მანჯგალაძეს მისთხოვდება.
- ანული ფარჯანიანი – ნოშრევანისა და არმადარის ქალიშვილი.
- „შეითან კაპიტანი“ – ფარჯანიანების სტუმარი.
- ჯამუ – არზაყან ზვამბაიას უმცროსი ვაჟი.
- ლომკაც ესვანჯია – 120 წლის ბერიკაცი, თითქმის ასი წლის მანძილზე გიორგობის წინა დღეს ილორის ტაძარში ამწყვევდნენ. გარდაიცვალა სისხლის ჩაქცევით.
- ტარბები – მათი საგვარეულო უპირისპირდება ზვამბაიებს.
- კონსტანტინე გამსახურდია – ავტორი საკუთარი სახელითა და გვარით შემოდის ნაწარმოებში. ის სვანეთს მიემგზავრება, სადაც დაემგზავრება თარაშ ემხვარსა და არზაყან და კაც ზვამბაიებს. მათთან ერთად ესტუმრება ლაფარიანების სოფელს. ნადირობისას გაბრაზებული თარაშ ემხვარს თოფს ესვრის, შემდეგ კი სვანეთს ტოვებს და ჯვარში ბრუნდება.
- ჯოკია – ცხენის დალალი, გაიძვერა კაცი.
- ქორა მახვში – ლაფარიანების ოჯახის თავკაცი.
- საურ – ქორა მახვშის შვილიშვილი, კომკავშირელი, არზაყანის ძმადნაფიცი.
- თემური – ქორა მახვშის ვაჟი.
- ქუჯი გვახარია – ძაბულის თაყვანისმცემელი, ამ უკანასკნელმა მისი სიყვარული უარყო.
- როდამი ძაგანია – ფეხმძიმე გოგონა, აგრონომის მიერ შეცდენილი. მომაკვდავი მამამისმა ხერიპს ემხვარს მიუყვანა სამკურნალოდ, თუმცა, ამაოდ. მისი სიკვდილს თამარი ძლიერ განიცდის.
- მაჩაგვა ეშბა – არზაყანის და კაცის არყოფნის დროს ზვამბაიების ოჯახის დამხმარე.
- მურზა – ქორა მახვშის ვაჟი.
- ლამარია – ლაფარიანების ოჯახის წარმომადგენელი, თარაშ ემხვარს მისი ცოლად შერთვა აქვს განზრახული, მაგრამ არზაყან ზვამბაიასთან ტრფიალისას წაასწრებს. თარაში დაქორწინებას გადაიფიქრებს.
- კონსტანტინე გამსახურდიას შვილი ზვიად გამსახურდია
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий