ტესტები

                                       

მეთორმეტე კლასის ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ტესტები
1.რომელ წინადადებაშია სტილისტური ხარვეზი?
ა)მძღოლმა დროულად მოახდინა ავტომანქანის დამუხრუჭება.
ბ)კაცი ის არის, ვიმც მამულს გამოადგება შვილადა
გ)მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია
დ)რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს ისევ.
2.რომელ წინადადებაშია სწორად დასმული სასვენი ნიშნები?
ა)ხშირი ბურუსი რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა იქაურობას.
ბ)ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო ძალზე აბნელებდა იქაურობას.
გ)ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა იქაურობას.
დ)ხშირი ბურუსი რომელიც, დაბლა ჩამოწოლილიყო , ძალზე აბნელებდა იქაურობას.
3.მოწმინდა თუ მოსწმინდა?
ა)დედამ შვილს თვალზე ცრემლი მოწმინდა.
ბ)დედამ შვილს თვალზე ცრემლი მოსწმინდა.
4.რომელია სწორი ფორმა?
ა)შემჯდარან წიწილები დედის ფრთებქვეშ და ისვენებენ.
ბ)შემსხდარან წიწილები დედის ფრთებქვეშ და ისვენებენ.
5.რომელია  სწორი ფორმა?
ა)ჩემ მიერ დაწერილია ხუთასი ლექსი
ბ)ჩემს მიერ დაწერილია  ხუთასი ლექსი
6.რომელია არასწორი ფორმა ?
ა)დამიხატია, ბ) დამიწერია, გ) დამიბამს, გ)დამიხატავს.
7)რათა თუ რადგან?
ა)გიორგი ბეჯითად სწავლობდა, ......... გამოცდები წარმატებით ჩაებარებინა.
ა)რათა, ბ)რადგან.
8)შემოხაზეთ სწორი ფორმა:
ა) უგულებელვყოფ, ბ) ვუარყოფ, გ) თანავმშრომლობ,დ)ვუზრუნველყოფ.
9.რომელია არასწორი ფორმა?
 ა)ანთავისუფლებს, ბ)ავითარებს, გ)ასხვავებს, დ)აღიარებს
10.რომელია ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება?
ა)მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია.
ბ)რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს ისევ.
გ)ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევეები უნდა ყოფილიყვნენ.
დ)გიორგი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გახმარებოდა მეგობარს.
11.გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის მოთხრობა,, სამანიშვილის დედინაცვალი „
,,ისედაც მწირ ლუკმაზე შეჩვეულ კუჭს რომ კიდევ უფრო მწირ ლუკმაზე შეჩვევა არ  დასჭირვებოდა“, რა მოიფიქრა პლატონმა?
ა)მამას მაშვლად დაუდგა.
ბ)გადაწყვიტა მეტი ეშრომა.
გ)ეკლესიური გახდა
დ)შვილები დაასაქმა.
12.რატომ არ სურს პლატონს კირილესთან ერთად  მოგზაურობა?
ა) კირილემ ბევრი ლაპარაკი იცის,
ბ) კირილე ჩხუბის მოყვარულია,
გ)კირილეს არ უნდა, რომ პლატონმა სადედინაცვლო ნახოს.
დ)კირილე ცინიკოსია
13.რომელი ნაწარმოებიდანაა სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად უძღვის ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობას ,, შელოცვა რადიოთი“?
,, რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანეთსა რითა ვგვანდით,
თქვენ მორჭმულნი თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით“
ა),,ვეფხისტყაოსნიდან“. ბ),, დავითიანიდან“, გ)ლექსიდან ,, ჩემი ლოცვა“,დ)სახარებიდან
14.ვინ დააფასა ელი გორდელიანი?
ა)ქართველმა იერონიმე შვინდაძემ, ბ) რუსმა ბორენკოვმა, გ) ინგლისელმა ჰექსლეიმ, დ) ამერიკელმა ბრომლეიმ.
15.რისი სიმბოლოა ელი გორდელიანი ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებში ,, შელოცვა რადიოთი“?
ა)საქართველოს, ბ)მშვენიერების, გ)ნიჭიერების, დ)სიყვარულის.
16. რაზე მიგვანიშნებს ის, რომ ელი გორდელიანს  ვაჟიშვილი  დარჩა და ის, სავარაუდოდ,ძიძასთან იზრდება სოფელში?
 ა)იმაზე, რომ ქართული სული არ გადაშენდება და ქართულ ტრადიციებზე კვლავ აღიზრდება ქართველი.
ბ)იმაზე მიგვანიშნებს , რომ საქართველოს მომავალს საფრთხე ემუქრება.
გ)რომ დედამ შვილი არ უნდა მიატოვოს.
გ)რომ შვილი დედის გარეშეც გაიზრდება.
17.რა არის მთავარი სათქმელი გიორგი ლეონიძის  ლექსისა ,, ყივჩაღის პაემანი’?
ა) სიყვარული არ კვდება,
ბ),,დიდ მტერს კაცი ან შეეხვეწება, ან გადაეხვეწება“
გ),,ცოტასა და ცუდ მტერს უნდა უფრთხილდეს კაცი’
დ)შურისძიება სულმოკლე ადამიანს შეუძლია.
18.რომელი ლექსიდანაა სტრიქონები?
,, მოდი გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არის
და დრო ახალი პაემანისა“
ა)ლეონიძის ,, ყივჩაღის პაემანი“, ბ)პაოლო იაშვილის ,, პოეზია,გ)გალაკტიონის,,უსიყვარულოდ“, დ)ანა კალანდაძის,,მოდიოდა ნინო მთებით“
19 რა მხატვრული ხერხია ,,როგორც ხმალი ძმებო ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია“? ა)შედარება, ბ) ეპითეტი, გ)გაპიროვნება, დ)მეტაფორა.
20.ვის ეკუთვნის ლექსი ,, ნინოწმინდის ღამე“?ა)გალაკტიონ ტაბიძეს, ბ) გიორგი ლეონიძეს, დ)ბესარიონ ბაბაშვილს, დ) ანა კალანდაძეს.
20.რა მხატვრული ხერხია მოცემულ სტრიქონში:,,შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას“ ა)ეპითეტი, ბ)შედარება, გ) ჰიპერბოლა, დ) გაპიროვნება.
21.რა თვისებებით აღწევს ჯაყო თავის მიზნებს?ა) ეშმაკობით და ძალადობით, ბ)განათლებით, გ)შრომისმოყვარეობით, დ)პიროვნული მომხიბვლელობით
22.ვინ არის ,, წიგნის ჩრჩილი“, ,, განათლებული ქათამი“, ქაჩალი თაგვი“,  ნავექილარი და ნათავადარი? ა)თეიმურაზ  ხევისთავი, ბ)ჯაყო ჯივაშვილი, ბ)ნახუცარი ივანე, დ)ნინიკა.
23. ვის ადარებს  მიხეილ ჯავახიშვილი  თეიმურაზ ხევისთავს ნაწარმოების დასასრულს?ა) დაყუდებულ შიო მღვიმელს, ბ)იოანე ზედაზნელს, გ)დავით გარეჯელს, დ) ილიას განდეგილს.
24.რომელი პერსონაჟის შესახებ წერს ჯავახიშვილი:,, ბანჯგვლიანი დათვი პირგაპარსულ მაიმუნს დაემსგავსა“ა) ჯაყოს, ბ) თეიმურაზის, გ)ნინიკას, დ) ივანეს.
25.რითაა უჩვეულო გალაკტიონის თოვლი?ა) იისფერია, ბ) ლილისფერია, გ) გამჭვირვალეა, დ)ლურჯია
26.რით დაძლია სიკვდილი გალაქტიონმა ლექსში,, მთაწმინდის მთვარე“? ა) პოეზიით, ბ)რწმენით, გ)სიყვარულით, დ)მამულიშვილობით
27.რა ფერია გალაკტიონისათვის ,,სიკვდილის გზა’?ა)შავი, ბ) ვარდისფერი, გ)ცისფერი, დ)ლურჯი.
28. რომელი ლექსის შესახებ წერდა გალაკტიონი: ეს ლექსი, როგორც ერთადერთი  გასაღებთაგანი ჩემი პოეზიისა, საკმარისად შესწავლილი არ არის? ა),, მე და ღამის“,ბ) ,, მთაწმინდის მთვარის“,გ) ,, ლურჯა ცხენების“, დ),, შერიგების“
29.რომელი ლექსიდანაა სტრიქონები:,,დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის ნიავსაც კი არ ვაკარებ „
ა),, მთაწმინდის მთვარე“, ბ),, მე და ღამე „გ),, ქებათა ქება ნიკორწმინდას“, დ),, შერიგება“
30.,,შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს ააელვარებს“– წერს გალაქტიონი ლექსში,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში’ განმარტეთ ოლარი.
ა)მღვდლის სამოსლის ნაწილი,ბ)ხალიჩა,გ)თეთრი ვარდი, დ)თეთრი ფარდაგი.
31.ლექსში ,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ გალაკტიონ ტაბიძე წერს :
,, დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
 და შორეული ცის სილაჟვარდე“
რას უწოდებს ავტორი თავისი ცხოვრების გზას?
ა)ნაწვიმარ სილას, ბ)ვარდს- ნაწვიმარ სილაში, გ)შორეულ ცას, დ)შორეული ცის სილაჟვარდეს.
32გაიხსენეთ, რას უწოდებს ავტორი თავის თავს ლექსში ,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“
ა)დაჭრილ გედს, ბ)ოცნების ბაღს, გ)წამებულ ყმაწვილს, დ)დაღლილ ყმაწვილს.
33. გალაკტიონ ტაბიძე უმძიმეს სულიერ მდგომარეობაზე წერს  და ღვთისმშობელს მიმართავს:,,დასტკბი, ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?“
რა არის ტექსტის მიზანი?
ა)პირადი მდგომარეობის გამოხატვა. ბ)პირად მდგომარეობაზე აპელირება. გ)პირადი მდგომარეობის განზოგადება, დ) პირადი პერსპექტივის ხილვა.
34რა არის ,, ბედით დაწყევლილი გზა?“
ა)ავტორის ცხოვრების გზა, ბ)ავტორის ცხოვრების ბოლო ჟამი, გ)ცხოვრება, რომელიც ,,ყველა მგოსნისთვის ‘’ასეთია.დ)გზა, რომელზედაც ავტორს სწრაფი ცხენები გააქანებენ.
35.როგორი შემოქმედებითი დამოკიდებულება აისახება ლექსის ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას“პირველსავე წინადადებაში?( მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“)
ა)თავისუფალი, ბ)ყოვლისმომცველი, გ)მიზანმიმართული ლექსის თემის მიმართ,დ)პრიორიტეტული ლექსში მეტაფორების გამოყენების მიმართ.
36.გალაკტიონ ტაბიძე წერს:,, მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა“
ვის ახსენებს ავტორი?
ა)ნიკორწმინდის მშენებელს, ბ)ნიკორწმინდის მომხატველს, გ)ნიკორწმინდის არქიტექტორს,დ)ნიკორწმინდის სულიერ მამებს.
37.გალაკტიონი წერს: ,, რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი.
ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რამდი დარი“
 რას წარმოადგენს ,ავტორის თქმით , ნიკორწმინდა?
ა)საუნჯეს, ბ)მხნეობის წყაროს, გ)ქვის ღაღადს, დ)ერის სიმდიდრის გამოხატულებას,
38.განმარტეთ ,, მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით“
ა)ავტორი წერს ტაძრის მიმართ ქართველთა სიყვარულზე,
ბ)ავტორი წერს ქართველთა ნიჭიერებაზე,
გ)ავტორი მიანიშნებს ქართველთა შემოქმედებითი შრომის უნარსა და შესაბამის შედეგზე.
39.ტიციან ტაბიძე წერს:,, მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს...“
განმარტეთ ,, ლექსი თვითონ მწერს“
ა)პოეზია მთავარი ღირებულებაა,
ბ)დღე, როცა პოეტი ლექსს არ ქმნის დაკარგულია,
გ)პოეზია პოეტის არსებას მოიცავს,
დ)პოეზია პოეტის არსებას განსაზღვრავს

40.ვის უძღვნა ტიციან ტაბიძემ ლექსი ,, ანანურთან“
 ა)ოლია ოკუჯავას, ბ) თამუნია წერეთელს, გ) ათაბაგის ქალს, დ)დედას



41.. დაწერეთ ერთ-ერთი თხზულება: (10)
არსაკიძის დახასიათება
მეფე გიორგის დახასიათება
შორენას დახასიათება
                                                                



მეთერთმეტე კლასის ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში


   
1.ვის ეკუთვნის ლექსი ,,გოგჩა,,?                (1)
ა)ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ბ)გრიგოლ ორბელიანს, გ) ნიკოლოზ ბარათაშვილს
2. რისი სიმბოლოა მერანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში?  (1)
ა) დაუმორჩილებელი სულის, ბ)ისტორიის ძნელბედობის, გ)ბედისწერის
3.ვის ეკუთვნის სიტყვები,, არს მწუხარება სულისა , არ აქვს ნუგეში რომელსა,,. (1)
ა) გრიგოლ ორბელიანს, ბ)ნიკოლოზ ბარათაშვილს, გ)ალერქსანდრე ჭავჭავაძეს
4. რომელ რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვა  ოთარაანთ ქვრივის გარდაცვალება? (1)
ა)აღდგომას, ბ)გიორგობას,გ)შობას .
5,, მგზავრის წერილების,, მიხედვით რატომ არ მოსწონდა ხალხს თერგდალეულები? (1)
ა)ისინი გარუსებულები იყვნენ, ბ)ისინი გაუნათლებლები იყვნენ, გ)უმიზეზოდ
6.ჩამოთვლილთაგან რომელ პრობლემას არ შეხებია ილია ჭავჭავაძე ,,ოთარაანთ ქვრივში,,(1)
ა)გაუცხოებას ადამიანსა და ბუნებას შორის,ბ)გაუცხოებას დედა-შვილს შორის, გ)გაუცხოებას სოციალურ ფენებს შორის.
7.რატომ ეჯავრებოდა ლუარსაბს სტუმრის მოსვლა?  (1)
ა)ადამიანებთან ურთიერთობა არ უყვარდა.
ბ)არ უნდოდა მისი სახლი ვინმეს ენახა
გ)ტანთ ჩაცმა ეზარებოდა.
8 .რას ადარებს ლუარსაბი ადამიანს?   (1)
ა)ძირგავარდნილ ფიალას, ბ) ძირგავარდნილ ჯამს, გ)ძირგავარდნილ ქვევრს.
9.ვის უძღვნა აკაკიმ ლექსი ,, განთიადი,,?    (1)
ა)გიორგი ერისთავს, ბ) დიმიტრი ყიფიანს, გ)ივანე მაჩაბელს.
10.რატომ იტვირთა ბათუ აფხაზმა ზია- ხანუმის დავალების შესრულება? (1)
ა)საფარ-ბეგმა სთხოვა,  მის მაგივრად წასულიყო.
ბ)ზია- ხანუმს ეტრფოდა
გ)ძუძუმტეს გაუფრთხილდა
11.საფარ-ბეგის უკადრისი საქციელით თავზარდაცემულმა ბათუმ სტუმართან არ გამოხატა თავისი სულიერი მდგომარეობა.. ბათუს ხასიათის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?  (1)
ა)თავშეკავებულობა, ბ)ლაჩრობა. გ)უნიათობა
12. რატომ მოიკლა გამზრდელმა თავი? (1)
ა)ვაჟკაცობის დასამტკიცებლად, ბ)ნამუსის განსაწმენდად.გ)გაზრდილის დასატანჯად.
13. ილიას ,,პოეტის ,,  მიხედვით, რა არის პოეტის დანიშნულება? (1)
ა)ერის წინამძღოლობა, ბ)საკუთარი გრძნობების ასახვა. გ)ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება
14.გაიხსენეთ პოემა ,,განდეგილი,, და უპასუხეთ შეკითხვებს. (2)
ა)რატომ განერიდა მწირი წუთისოფელს?


ბ)ვინ წარმოუდგება აფორიაქებულ განდეგილს მწყემსი ქალის სახით?   





15. შეაფასეთ საფარ- ბეგის ქმედება. ის ორჯერ ინანიებს შეცდომას. უნდა მიეტევოს თუ არა მას? რატომ?     (3)


    


                                       
16. .რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი?  შეაფასეთ მისი ქმედება . თქვენ როგორ მოიქცეოდით?(3)






17. როგორ მოიქცა ონისე, შეაფასეთ  მისი ქმედება     (2)



18.გაასწორეთ ტექსტში დაშვებული შეცდომები (17)
    ალექსანდრეს ბაღის ტერიტორიაზე ბევრი ხნის განმავლობაში ყაბახი იყო.მე-19-ე საუკუნის 40-ან წლებში აქ სამხედრო ობიექტი განათავსეს, მოგვიანებით კი ამ ადგილას ბაღის გაშენება გადაწყდა.
   1865 წელს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ბაღი  რომელსაც ალექსანდრეს სახელი უწოდეს.ბაღი გაშენდა არქიტექტორი ოტო სიმონსონის პროექტით.სიმონსონი პეტერგურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი იყო.მისი დაპროექტებულია არაერთი შენობა, რომელიც დღესაც დგას და ამშვენებს  ჩვენ დედაქალაქს. მარტო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის დასახელებაც საკმარისია, რადგან მისი დამსახურება წარმოვაჩინოთ.საგანგებოთ ბაღისათვის დაპროექტებული საგამოფენო პავილიონები   რესტორანი  შადრევანები განსაკუთრებულ ელფერს ძენდა  მას.ის  როგორც ევროპული ყაიდის ბაღი  რეგულარული დაგეგმარებისა იყო და მანამდე არსებულ            თავ-შეყრის ადგილებს არ გავდა.


1. შეარჩიეთ და დაწერეთ ერთ- ერთი თხზულება     :(10)
1.      ოთარაანთ ქვრივის დახასიათება
2.      ხევისბერი გოჩას დახასიათება
3.      დაახასიათეთ გუგუა
დაახასიათეთ ძიძია
 როგორია ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის  ,რა განაპირობებს ასეთ ურთიერთობას შეაფასეთ  მათი ქმედება , იმსჯელეთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
                                   






მეათე კლასის ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში


მეათე კლასის ტესტები
ქართული ლიტერატურა                                                             (1).
1.რატომ ითხოვა სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა აზნაურების შვილებისა და მსახურების მიგებება?
ა)ქვეყანაში  ერთგულივით რომ შესულიყო.
ბ)მათთვის ახალი ამბავი სწრაფად რომ ეცნობებინა.
გ)საზოგადოებისათვის ძალაუფლება რომ დაენახვებინა.
2.ვინ გააგებინა შუშანიკს  ქმრის გამაზდეანების ამბავი?   (1)
ა)დიაკონმა
ბ)მსახურმა
გ)სპარსმა კაცმა
3. რატომ არ მოაბანინა სახეზე შემხმარი სისხლი შუშანიკმა  იაკობს?   (1)
ა)უნდოდა, რომ ყველას ენახა ვარსქენის სისასტიკე
ბ)თვითონვე უნდოდა ამის გაკეთება
გ)სისხლი ცოდვებისაგან განწმენდის სიმბოლოდ მიაჩნდა.
4.შუშანიკის რა თვისება ჩანს იაკობის სიტყვებში,, ჩვენი არა ხოლო დედოფალი იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ.,,?                                            (1)
ა)ერთგულება
ბ)მზრუნველობა
გ)სიმტკიცე
5.იაკობის აზრით, რატომ უნდა გაწიროს მცველად მიჩენილმა მსახურმა შუშანიკისთვის თავი?                                                                                         (1)
ა)რადგან ეს მისი მოვალეობაა.
ბ)რადგან მცველი შუშანიკის გაზრდილია
გ)რადგან იგი ქრისტიანია.
6.ვის წინააღმდეგ ომებში მონაწილეობდა ვარსქენი?(1)
ა)ბიზანტიელთა
ბ)სომეხთა
გ)სპარსთა
7.რას ნიშნავს სიტყვა ტარიგი? (1)
ა)ბორკილებს
ბ)თილისმას
გ)სამსხვერპლო კრავს
8.სად ითხოვა შუშანიკმა დაკრძალვა?  (1)
ა) ეკლესიის ეზოში
ბ)საგვარეულო სასაფლაოზე
გ)სასახლის ეზოში
,,აბოს წამება,,
9.რამდენი წლის ისტორია აქვს, ავტორის თქმით, ქრისტიანობას ქართლში?(1)
ა)ოთხასის
ბ)რვაასის
გ)ხუთასის
10.იოანე საბანისძის აზრით, ბერძენთა გარდა, ვის ებოძა ქრისტიანული სარწმუნოება?
ა) კაბადოკიელებს, ბ)სომხებს, გ)ქართველებს.
11.რომელ ბიბლიურ პერსონაჟს ადარებს აბოს იოანე საბანისძე, როდესაც მის საქართველოში ჩამოსვლაზე ლაპარაკობს?            (1)
ა)აბრაამს, ბ)იაკობს, გ)მოსეს.
12.რატომ მოინათლა აბო ხაზარეთში?                 (1)
ა)პოლიტიკური ინტერესების გამო
ბ)რადგან იქ არაბთა რისხვა ვერ მისწვდებოდა
 გ)რადგან მოუნათლავი აფხაზეთში ვერ გადავიდოდა.
13.რა მიზნით მოუქნიეს ჯალათებმა აბოს მახვილი სამჯერ? (1)
ა)ამირას გულის მოსაგებად
ბ)მისი რწმენის შესარყევად
გ)ხალხის შესაშინებლად
14.აბოს როგორ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს სიტყვები ,,მე არა მხოლოდ ტანჯვად  გამზადებულ ვარ , არამედ  სიკვდიდმცა,,? (1)
ა) მტკიცედაა, ბ)ნანობს., გ)სასოწარკვეთილია
15. რა ერქვა ადგილს სადაც ცხედარი დაწვეს?          (1)
ა) კბოდე, ბ)საგოდებელი გ)სადილეგო
16.რა სასწაული იხილეს თბილისელებმა აბოს წამების მეორე დღეს?  (1)
ა) დიდი მიწისძვრა მოხდა, ბ)კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდა, გ)ცაზე ცისარტყელა გაჩნდა.
გიორგი მერჩულე,, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,,
17.რომელი ფრაზა გამოხატავსგრიგოლის როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სრულყოფილებას
ა),,გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.,,                   (1)
ბ),,უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა,,
გ)ხილვითა დიდ , ხორცითა თხელ,,
18.რისთვის მიაშურა გრიგოლმა ,, უქმსა მას მას უდაბნოსა,,?   (1)
ა)მატერიალური სიმდიდრის დასაგროვებლად
ბ)არქიმანდრიტი რომ გამხდარიყო
გ),,ზეთი განუპარველი რომ დაეგროვებინა,,
19. რა არჩევანის წინაშე დადგა ზენონი, როდესაც ,,უკეთური კაცის მოკვლაზე მიდგა საქმე?1                               
ა) მამაკაცური ღირსება დაეცვა ,თუ სული  გადაერჩინა.
ბ)თავი მოეკლა თუ ,,უკეთური კაცი. ,,
გ)საკუთარი და მოეკლა თუ,, უკეთური კაცი,,
20. გრიგოლის აზრით, ვის უქმნის სდაფრთხეს ,,სიძვის დიაცი,,? (1)
ა)აშოტ კურაპალატს, ბ)დედოფალს, გ)საკუთარ სულს.
21.რით ახსნა საბა იშხნელმა ბაგრატ კურაპალატის წინაშე გამოუცხადებლობა? (1)
ა)იმით, რომ ბაგრატს პატივს არ სცემდა.
ბ)იმით ,რომ ორ ბატონს ერთდროულად ვერ დაემორჩილებოდა.
გ)მოუცლელობით.
22ჯავახეთის კრების ეპიზოდის მიხედვით, რა უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენებდა გრიგოლი ეფრემს , თუ ეს უკანასკნელი მას შეეწინააღმდეგებოდა? (1)
ა) გრიგოლი მისი მოძღვარი აღარ იქნებოდა.
ბ)ეფრემს ტაო- კლარჯეთს დაატოვებინებდა
 გ)საქვეყნოდ შერისხავდა
23. ჯავახეთის კრებაზე განსაკუთრებით ვინ ეწინააღმდეგებოდა არსენის კათალიკოსად კურთხევას?                        (1)
ა)გაგრიელი, ბ) გუარამ მამფალი, გ)ზენონი.
24. რას ემსგავსება მონაგებთა დატევება ადამიანებისთვის?  (1)
ა)ქვეყნიერების დასასრულს. ბ)სისხლის დაღვრას, გ)დიდ უბედურებას
25.როგორ აპირებდა ცქირი გრიგოლის თავიდან მოცილებას? (1)
ა)დაჭერით, ბ)მასთან დალაპარაკებით, გ) მოკვლით
 შოთა რუსთაველი ,, ვეფხისტყაოსანი ,,
26. რას ნიშნავს,, დათმობა,, , რასაც რუსთაველი მიჯნურისათვის აუცილებელ თვისებად მიიჩნევს?       (1)
ა)დათმობას, ბ)თავშეკავებულობას, გ)მოთმენას
27. რა არის, როსტევანის აზრით , ყველა ჭირზე უარესი?   (1)
ა)მარტოსულობა, ბ) სიბერე. გ) სიღარიბე.
28.ჩამოთვლილი აფორიზმებიდან რომელი არ ეკუთვნის შოთა რუსთაველს? (1)
ა),, გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი ,,
ბ),,მოყვარეს პირში უზრახე, მტერს პირს უკანაო,,
გ),,ოდეს   ტურფა გაიაფდეს არღარა ღირს არცა ჩირად,,
29ვის არიგებს თინათინი შემდეგი სიტყვებით,, კაცმან საქმე მოიგვაროს,  ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს,,            (1)
30. როგორ დაასრულებს სიცოცხლეს ნესტანის მამიდა დავარი? (1)
ა) ავადმყოფობით მოკვდება, ბ)თავს მოიკლავს, გ)მეფეს მოკლავს.
31.რა მართალი არაკი წერია ჩინეთში ქვაზე?(,,ვეფხისტყაოსანი)“1


32.რატომ მოიწყინა მეფე როსტევანმა თინათინის გამეფებასთან დაკავშირებულ  ნადიმზე?1

33.რას ამსგავსებს ტარიელი ნესტანს?
34.დაასრულეთ სტრიქონი:,,შენ არ გატეხა კარგი გჭირს...........                 1.

35გაიხსენეთ სტრიქონები ,,ვეფხისტყაოსნის“ პროლოგიდან , რომელშიაც რუსთაველია
 მოხსენიებული. (2)

36.ვინ აცხადებს ,,ვეფხისტყაოსანში’’, რომ ღმერთი კეთილის შემოქმედია და ბოროტებას
  არ შექმნიდა (1)
37. დასვით სასვენი ნიშნები:ხშირი ბურუსი რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო ძალზე აბნელებდა იქაურობას.(2)

38.გაასწორეთ შეცდომა :მომეწონა ორი ფერწერული ტილო, რომელიც ფიროსმანის მიერ იყო დახატული.(1)



37 აირჩიეთ  და დაწერეთ ერთ- ერთი თხზულება      (10)
1.,, გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი,,
2. შუშანიკის დახასიათება
3. გრიგოლ ხანძთელის დახასიათება
4.,,ვეფხისტყაოსნის „ პროლოგი   
3.   ,,თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი,,
                                    











სადირექციო წერის საკითხები (1) 1.ვის შესახებ წერს მუხრან მაჭავარიანი:,,სიმძლავრე ორი ერის :სიმძლავრე პეტერბურგის,ვითარცა გენერალი, ვითარცა პოეტი-სიმძლავრე ქართველთა,,? ა)ნიკოლოზ ბარათაშვილის; ბ)გრიგოლ ორბელიანის; გ)ალექსანდრე ჭავჭავაძის; დ)გარსევან ჭავჭავაძის. (2) 2.ვინ ვის აფასებს ამ სიტყვებით:,,იგი იყო თვითმპყრობელი ჩვენი ქართული ენისა,იგი იყო ,,მეუფე,, ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა...იგი იყო მოძღვარი ჩვენი და ჩვენ სასოებით -მისი მსმენელი,,? ა)ილია ჭავჭავაძე -გრიგოლ ორბელიანს; ბ)იონა მეუნარგია-ნიკოლოზ ბარათაშვილს,; გ)ილია-აკაკის, დ)აკაკი-ვაჟას. (1) 3.,,შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,,-როგორ განმარტავს გრიგოლ ორბელიანი,,შავთა დროთ,, ? ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (3)4.რამდენი პერიოდი გამოიყოფა ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში (ჩამოთვალე)? --------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (1)5. ვინ დამოძღვრა ახალგაზრდობა ამ სიტყვებით:..აუცილებლად უნდა გვიყვარდეს საქართველო,უნდა გვჯეროდეს მისი,სადაც არ უნდა ვიყოთ, მხოლოდ მის საკეთილდღეოდ უნდა ვიღვწოდეთ, უხმაუროდ და უანგაროდ,, ა)ილიამ; ბ) აკაკიმ; ოთარ ჭილაძემ; დ)გრიგოლ ორბელიანმა. (1)6.რა მხატვრული ხერხია სტრიქონში:,,მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, როგორც საყვარელ ქალის სხეული,, ა)მეტაფორა, ბ)შედარება, გ)გაპიროვნება, დ) ჰიპერბოლა. (1)7.,, დამწვით და ფერფლი ჩემი მეუღლის საფლავზე მოაბნიეთ , მინდა იმ მიწას შევერიო,რომელშიც ის ასვენია, მის გარეშე არაფერი ვიყავი ,ამიტომ მინდა ბოლომდე მასთან დავრჩე,,- წერდა ა) მარიკა ელიავა-სიმონ ჩიქოვანის მეუღლე, ბ)ეკატერინე ჭავჭავაძე-დავით დადიანის მეუღლე, გ)ნინო ჭავჭავაძე-ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე.დ)ოლია ოკუჟავა-გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე. (1)8.რა მხატვრული ხერხია გამოყენებული სტრიქონში:,,მთებზე ვარდები დამითესია, თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები,,? ა)მეტაფორა, ბ)ეპითეტი, გ) შედარება , დ) გაპიროვნება . (1) 9.ქართველების რა თვისება ჩანს ფრაზაში:,,ქართველები ან ისე ცოცხლობენ, როგორც მათ სურთ ,ან სულ არ ცოცხლობენ, გაქვავება ურჩევნიათ ულამაზოდ ყოფნას ,,? --------------------------------------------------------------------------------------------------- (1) 10. რას ეწოდება ლეგენდა? (1)11. რა არის არარეალური გალაკტიონ ტაბიძის ლექსში ,,მამული,,? (3)12. გაასწორეთ შეცდომები და გადაწერეთ წინადადებები: ა)ხალხი უცნაური სანახაობის მოლოდინში გარინდულიყვნენ. ბ)განსჯის უნარდაკარგული ბრბო შემოეხვივნენ ლუკას და საშინელი რისხვა დაატეხეს თავს უდანაშაულო კაცს. (1) 13.რომელია სწორი ფორმა? ა)სჩანს, ბ)სდგას, გ)გასწევს. (2)14 რა შემთხვევაში იწერება რთული სიტყვა დეფისით? მოიყვანეთ სათანადო მაგალითები. (2)15.როგორი ადამიანის განზოგადებული სახეა დათა თუთაშხია? არქიფო სეთური? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (1)16. რის მაცნედ მიაჩნია უფლისციხესთან აყვავებული ყაყაჩო მურმან ლებანიძეს ლექსში,, უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი,,? (1)17.ჩვენი ქვეყნის ცხოვრების რა პერიოდია აღწერილი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში ,, პატარა ბიჭი გოლგოთაზე,,?---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------- (1)18.რა მისია აკისრია სანთელს აკაკი წერეთლის ლექსში ,, ხატის წინ ,, ? ------------------------------------------------------------------------------------------------------------- (1) 19. როგორია მოცემული წინადადება აგებულების მიხედვით? სანთელი უხმოდ დნება და წყვდიადი ნათდება. ა) მარტივი , ბ) შერწყმული , გ) რთული (1) 20.კირილე მღვდლის სიზმარში რას უნდა აღნიშნავდეს გველეშაპი სიმბოლურად? (2) 21. რომელ ისტორიულ ფაქტს აღწერს კონსტანტინე გამსახურდია მოთხრობაში ,, დიდი იოსები,,? როგორ დასრულდა გმირის ცხოვრება და რატომ? ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (1)22. ამოწერეთ მოცემულ წინადადებაში რომელია პირდაპირი დამატება.ვანომ ალპინისტებს ჯოხით ფრთხილად მიაწოდა სავსე მათარა.

1 комментарий: