ტრენინგები და კონფერენციები




ტრენინგები: 1.სსიპ ,, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი
,,ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“    ა)სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბ) გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;გ)სასწავლო პროექტის ორგანიზება  ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დ)თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:,, ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“- 20 საკონტაქტო საათი, 10-არასაკონტაქტო.
3 ,, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები“-40 საკონტაქტო საათი, 10- არასაკონტაქტო.
4.,, სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ 15 საკონტაქტო საათი, 5-არასაკონტაქტო.
5,,მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ 15 საკონტაქტო საათი, 5- არასაკონტაქტო.
6.პროფესიული განვითარების კავშირის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:  ა)ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  პრინციპები,
ბ)შედეგზე ორიენტირებული სწავლებისა და გაკვეთილის დაგეგმვის მნიშვნელობა,
გ)შეფასების ახალი სისტემები
დ)სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,
ე)პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი.12 საკონტაქტო საათი
7.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და საერთაშორისო სამოქალაქო განათლების პროგრამა მოზაიკას მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების ტრენინგ- სემინარი
8.ფონდი განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი :,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგიები“- 2 კრედიტი
9.,,ასაკობრივი განვითარებისა და სწავლის თეორიები“-3 კრედიტი.
10.პროექტის ,,ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა თემში-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში   ტრენინგი :სწავლების მეთოდოლოგია დოკუმენტური ფილმების გამოყენებით.
11საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროექტი -,,ილია ჭავჭავაძე,’’ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა:,, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“

12,, საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანი გამოყენება“
13. intelis ტრენინგი 36 საათი




                                       პროექტი ,,მასწავლებელი -მეგზური ევროპისკენ,,
ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში გა­იხ­ს­ნა კონ­ფე­რენ­ცია „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“.კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნა საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებ­ში ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რი ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი, ეს­ტო­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფე­ლიქს ჰე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვი­ლი.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლებ­საც მათ ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სთა­ვა­ზობს, ასე­ვე, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და­ნერ­გონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.რა არის პრო­ექ­ტის იდეა, რო­მე­ლიც უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია ტარ­დე­ბა — ამა­ზე ისა­უბ­რა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა ნი­ნო ბოლ­ქ­ვა­ძემ: „ჩვე­ნი ცენ­ტ­რის იდეა იყო გა­ე­აქ­ტი­უ­რე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცეს­ში კი­დევ უფ­რო გა­ე­ზარ­და. რო­გორ ვა­ხერ­ხებთ ამას? ეს გზა, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია — წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით, ვა­ტა­რებთ სე­მი­ნარს, რომ­ლის შემ­დეგ, უკ­ვე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს პე­და­გო­გე­ბი, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­კუ­თა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მონ­დო­მე­ბით, იძი­ე­ბენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ყა­ლიბ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტე­ბია, რომ მე პი­რა­დად, წელს, მარ­თ­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა გა­ვე­ცა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ფა­სე­ბე­ლი იმი­ტო­მა­ცაა, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­თი ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და შრო­მის შე­დე­გია.
ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბის­თ­ვის და ამ შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტის ხორ­ც­შეს­ხ­მის­თ­ვის, ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე, ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონდს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გვიდ­გას გვერ­დ­ში, ასე­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ეს­ტო­ნურ ცენტრს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის ეს­ტო­ნეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბას.
ეს რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, ამის დას­ტუ­რი თქვენ ხართ, ას­მა­გად უფ­რო და­სა­ფა­სე­ბე­ლია შრო­მა, რო­მელ­საც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მონ­დო­მე­ბით ახორ­ცი­ე­ლებთ. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ მოგ­ზა­უ­რო­ბას, სას­წავ­ლო ვი­ზიტს ეს­ტო­ნეთ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა გე­ლო­დე­ბათ. იმე­დია, კი­დევ უფ­რო გა­იმ­დიდ­რებთ ცოდ­ნას ევ­რო­პის შე­სა­ხებ და უფ­რო მეტ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და­იგ­რო­ვებთ მო­მა­ვალ­ში.“
ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ორ­დღი­ან სე­მი­ნარ­ში, რე­გი­ო­ნე­ბი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის 100-ზე მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სე­მი­ნარ­ში, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წ­ვ­რივ მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან. სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა, ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ სე­მი­ნა­რის მოწყო­ბა ძა­ლი­ან კარგ იდე­ად შე­ა­ფა­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ევ­რო­პი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, მარ­თ­ლაც, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მეგ­ზუ­რე­ბად შე­ა­ფა­სა: „მას­წავ­ლე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გი მეგ­ზუ­რია ევ­რო­პის­კენ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში მოღ­ვა­წე პე­და­გო­გებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, რო­მელ­თაც ამ­გ­ვა­რი სე­მი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრო­ცე­სებ­ზე. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, ამას ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე მი­ტა­ნას, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე, რომ­ლებ­საც უწევთ სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გას­წ­ვ­რივ და მიმ­დე­ბა­რედ. ჩვენ ამას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობთ და მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ძა­ლი­ან კარ­გი იდეა იყო დღე­ვან­დე­ლი სე­მი­ნა­რის მოწყო­ბა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხია, მათ შო­რის, ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კითხე­ბიც. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა ნამ­დ­ვი­ლად მოგ­ვი­წევს. მინ­და, გი­სურ­ვოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­მი­ნა­რი, რა­თა შემ­დეგ ეს წარ­მა­ტე­ბა თქვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­და­ი­ტა­ნოთ.“
წელს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო-გერ­მა­ნი­ის მე­გობ­რო­ბის წლის ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა. სე­მი­ნარ­ზე პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­ჯილ­დოვ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც თვის ბო­ლოს, ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით, ეს­ტო­ნეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. გა­მოვ­ლინ­და 10 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი
სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კაი კა­ა­რელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ექ­ტი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მულ­ტიპ­ლი­კა­ტო­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან. „ვფიქ­რობ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. გა­ნათ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა, არა­მედ, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა. ეს­ტო­ნეთ­ში ჩვენ უკ­ვე გა­ვი­ა­რეთ ეს გზა და ყო­ველ­თ­ვის ვიქ­ნე­ბით თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს მი­ვე­სალ­მე­ბი და ეს­ტო­ნურ მი­წა-წყალ­ზე წარ­მა­ტე­ბულ ვი­ზიტს ვუ­სურ­ვებ. და­ნარ­ჩენ მას­წავ­ლებ­ლებს კი — ნა­ყო­ფი­ერ კონ­ფე­რენ­ცი­ას“. — აღ­ნიშ­ნა მან.
ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა, ფე­ლიქს ჰეტ­მა გა­ნაცხა­და: „ფონ­დი მო­ხა­რუ­ლია, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას უჭერს მხარს, რად­გან ეს იდე­ა­ლუ­რად ერ­წყ­მე­ბა ჩვენს მი­სი­ას თქვენს ქვე­ყა­ნა­ში. გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფონ­დი, 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­კითხებ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ევ­რო­პულ ამ­ბი­ცი­ებს და მარ­თ­ლაც, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ სე­მი­ნარს სა­ხელ­წო­დე­ბით — „მას­წავ­ლე­ბე­ლი მეგ­ზუ­რი ევ­რო­პი­სა­კენ.“ სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პულ გზა­ზე რომ გა­ვი­დეს, ამის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ მოვ­ლე­ნებს და აქვთ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ვფიქ­რობ, თქვე­ნი მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სწო­რედ ეს არის — აღ­ზარ­დოთ ასე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. რა თქმა უნ­და, ეს ძალ­ზე რთუ­ლია. ერ­თა­დერ­თი მი­სია არ არის ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, უნ­და ას­წავ­ლოთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად რო­გორ შეძ­ლონ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­ი­მუ­შა­ონ ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ეს უნა­რი თქვენ უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მოზღ­ვა­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თ­ვის. ამ თვალ­საზ­რი­სით თქვენ, მარ­თ­ლაც, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მეგ­ზუ­რე­ბი ხართ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სე­მი­ნა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვათ თა­ვი ამ ძა­ლი­ან რთულ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით აღ­სავ­სე მი­სი­ას.“

7-9 მაისი, 2017 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий