среда, 10 февраля 2021 г.

  ჩემი  საგანმანათლებლო ბლოგის მიზანია  კოლეგებს  მივაწოდო  ინფორმაცია  საგნის სწავლების მეთოიდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით. თქვენ  გაეცნობით   ჩემ  მიერ მომზადებულ დოკუმენტებს სილაბუსებსა  და განხორციელებულ აქტივობებს:     სასწავლო პროექტებს,კონკურსებს,ინტელექტუალურ თამაშებს, ასევე საგანმანათლებლო რესურსებს , გაკვეთილის გეგმებს,  ქართული ენისა და ლიტერატურის  სწავლების თანამედროვე მეთოდებს, წერისა და კითხვის სტრატეგიებს, სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპებს, გამოცდილი პედაგოგების სტატიებს, თუ როგორ განვუვითაროთ მოსწავლეს წერისა და   კითხვის უნარ-ჩვევები.

    ბლოგზე მოცემულია გრამატიკის თეორიული  გაკვეთილების კურსი  , მართლწერის საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებს გაუადვილებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. ჰიპერტექსტური ბმულები მოგცემთ საიტზე ნავიგაციის საშუალებას. ბლოგზე გამოყენებული მაქვს გრაფიკული გამოსახულებები, რაც ვებ გვერდს საინტერესოს ხდის როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად .


           გამოკითხვა უკუკავშირის მიღების მიზნით
          ძვირფასო   მკითხველო
გთხოვთ ბლოგზე განთავსებული საკითხების გაცნობის შემდეგ  გააკეთოთ უკუკავშირი კომენტარების სახით.
1.რამდენად საინტერესოა ეს ბლოგი თქვენთვის?
2.დაგეხმარათ თუ არა ბლოგზე განთავსებული მასალა პროფესიულ საქმიანობაში?
3.რას მირჩევთ მომავალ საქმიანობაში  გასათვალისწინებლად?
                                     პატივისცემით ბლოგის ავტორი