სადამრიგებლო პროგრამა

                                       



სადამრიგებლო მუშაობა
                                               თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის ხელმძღვანელის მადიმი დოლაკიძის  სადამრიგებლო პროგრამა
                                                                       
მუშაობის მიზანი:
დავეხმარო მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური  შესაძლებლობების განვითარებაში. მოვახდინო მათი აკადემიური პროცესის მართვა, მონიტორინგი. მოსწავლეთა მშობელთათვის აკადემიური მოსწრების გაცნობა.
   მუშაობის პრინციპი:
·                     მოსწავლეებში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა,  მათ განვითარებაზე ზრუნვა
·                     პასუხისმგებლობა/ვალდებულებების გრძნობის  განვითარება
·                     ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში(ზეიმების,ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობა)
·                     მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა
·                     მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში   
სასწავლო წელი-2016-2017 წწ.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა-14 

            ყველა  მოსწავლე ფიზიკურად და გონებრივად ასაკთან შესაბამისია, . იზრდებიან სრულფასოვან ოჯახებში დედ-მამასთან ერთად. სწავლისა და პიროვნული განვითარებისათვის ბავშვებს  შესაფერისი გარემო აქვთ შექმნილი. მშობლები თანამშრომლობენ სკოლასთან და დამრიგებელთან. გვაქვს  ხშირი სატელეფონო კავშირი და ინდივიდუალური შეხვედრები, ვატარებთ მოსწავლეთა და მშობელთა საერთო კრებებს  პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის მიზნით.მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში  ვეხმიანები  მათ მშობლებს . კლასში მყავს ორი სპორტსმენი( ფეხბურთელი)   მეექვსე  კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებსა და კლუბურ მუშაობაში.
                                                 




კლასის საათი თემაზე:როგორ მოვიქცეთ საზოგადოებაში?
2017 წლის  იანვარი
მონიტორინგი.
















 ღვანკითის საჯარო სკოლაში განხორციელებული კვლევა:
,,რატომ აღარ კითხულობენ მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას და როგორ შევაყვაროთ მათ კითხვა.,
კვლევის სამიზნე ჯგუფი:მეშვიდე , მერვე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები , მშობლები და  პედაგოგების ნაწილი.
მასწავლებელი :მადიმი დოლაკიძე.
დასკვნა:
●  კვლევის შედეგად დავადგინე ,რომ მოსწავლის წარმატების
განმსაზღვრელ  ინდიკატორს წარმოადგენს  სწრაფი და გააზრებული
კითხვა.
ბავშვის წიგნიერების ამაღლებაში ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება  
●   კვლევის   ინტერვენციების განხორციელების  შემდეგ მოსწავლეთა  ინტერესი
კითხვისადმი  გაიზარდა ,  მოსწავლეებს  გამოუმუშავდათ
   ინფორმაციის  დახარისხების, არგუმენტირებული  მსჯელობის,
 პრობლემის  გამოკვეთის  და ითხვების  დასმის  უნარ- ჩვევები.    
პრაქტიკული  კვლევის  შედეგებმა  აჩვენა, რომ  წიგნიერების
 განვითარებისთვის  მიზნობრივად დაგეგმილი  ინტერვენციები  იწვევს:
მოსწავლეების  კითხვისადმი ინტერესის  მნიშვნელოვან  ზრდას:
● .ტექსტში  მოცემული  ინფორმაციის გაგება -გააზრების  უნარების
 განვითარებას,  რაც დაადასტურა  როგორც  ტესტირების  შედეგებმა, ასევე
მიმდინარე  განმსაზღვრელმა შეფასებებმა.
მოსწავლეები გახდნენ წიგნის მაღაზიებისა და  ბიბლიოთეკების  ხშირი  სტუმრები.
 კლასის  საათზე   ერთმანეთს  უზიარებენ  წაკითხულით აღძრულ
 შთაბეჭდილებებს. მსჯელობდნენ ნაწარმოების პერსონაჟების ქმედებებზე,
უკავშირებდნენ საკუთარ გამოცდილებას.
ტექსტზე  მუშაობის  პროცესში        მოსწავლეები    პოულობდნენ მათთვის  უცხო
 სიტყვებს, განმარტავდნენ მათ ლექსიკონების დახმარებით ან კონტექსტზე დაყრდნობით, ახალ ლექსიკურ ერთეულებს  იყენებდნენ   საუბრისა და  წერის   დროს.
● .მშობლებიც გააქტიურდნენ ,დაინტერესდნენ შეუძინეს შვილებს საინტერესო წიგნები.
რეკომენდაციები:
● 1.მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით  გაკვეთილების  დაგეგმვა;
● 2.კითხვისათვის  ისეთი  გარემოს   შექმნა, რომელიც  გაზრდის მოსწავლის
მოტივაციას.
● 3.კითხვით  მიღებული  შთაბეჭდილებებისა და  ემოციების გაზიარება;
● 4.მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი   ნაწარმოებების  შეთავაზება
● 5.წიგნის შეთავაზების  დროს მოსწავლეთა ასაკის, ინდივიდუალური
განვითარების დონის, აგრეთვე  ინტერესების  გათვალისწინება;
● 6.ჟურნალების , წიგნების, საინტერესო ინტერნეტსაიტების,
ელექტრონული წიგნების  და  სხვა  ბეჭვდითი  მასალების
 ხელმისაწვდომობა;
● 7. პოეზიის საღამოების, ინტელექტუალური თამაშების,კონკურსების
   დაგეგმვა და  განხორციელება.
●  8.წიგნიერების  განვითარებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის
  გაკვეთილებზე  ეფექტური  კითხვის  მეთოდების  სისტემატური
გამოყენება;
● 9.წაკითხული ნაწარმოებების გაანალიზება,პრეზენტაციების ორგანიზება.
● 10.საინტერესო ეპიზოდების   დასათაურება და დასურათება
● 11.ექსკურსიების მოწყობა საყვარელი მწერლის მუზეუმებში
● 12.კონკურსების გამოცხადება : ვინ უფრო მეტ ნაწარმოებს წაიკითხავს და
გამარჯვებულების დაჯილდოება.
● 13.,, საუკეთესო მითხველის,, ტიტულის დაწესება
● 14   მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით ეკრანიზებული ფილმებისა და

სპექტაკლების ნახვა



























Комментариев нет:

Отправить комментарий