გაკვეთილის გეგმები

                                                                 



                             გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა:იოვანე საბანისძის ,, აბოს წამება“(წერილები)
გაკვეთილის მიზნები:
1.      კითხვის სტრატეგიების დაუფლება
2.      წაკითხულის მიმართ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დასაბუთება
3.      საკითხავ ტექსტში მოცემული ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაციის მოძიება და განსხვავება
4.      დისკუსიის ხელოვნების დაუფლება
შედეგები
მე-10.8..მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მე-10.1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიაში.
აქტივობა 1. კლასში ტექსტის კითხვა და კომენტირება
დრო:            (14 წუთი)
ორგანიზების ფორმა:მუშაობა მთელ კლასთან
იკითხება ტექსტის 2 მონაკვეთი(სამოელისა და იოვანეს წერილები) აიხსნება გაუგებარი სიტყვები სახელმძღვანელოს დახმარებით, გაკეთდება კომენტარები
აქტივობა 2. წაკითხულის შინაარსის გადმოცემა
დრო:5 წუთი
აქტივობა 3. წაკითხულის გააზრება(5წუთი)
-ვისი დაკვეთით დაიწერა ეს ნაწარმოები?
_ვინ არის პირველი წერილის ავტორი?
-რას სთხოვს იგი იოვანე საბანისძეს?
-რით ასაბუთებს იგი თავის თხოვნას?
-ვის სიტყვებს იმოწმებს იოვანე საბანისძე საპასუხო წერილში?
-რას ვიგებთ ტექსტიდან სამოელ ქართლის კათალიკოსისა  და იოვანე საბანისძის შესახებ?
-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიუკერძოებელი შეიძლება იყოს დაკვეთით დაწერილი ნაწარმოების ავტორი?
- რა გვაძლევს ამგვარი ფიქრის საფუძველს?
-რას ვიგებთ ნაწარმოებიდან იმდროინდელი ქართლის შესახებ?
აქტივობა 4. მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია- დისკუსია
დრო: 13 წუთი
რა ვიცით მე-7 საუკუნის ქართლის შესახებ?
რა ტერიტორია ეჭირა მას?
ვინ იყო ამ დროს ქართლის ერისთავი?
რა ვიცით ისტორიიდან მის შესახებ?
რომელი პოლიტიკური ძალის ხელში იყო თბილისი?
რომელი სარწმუნოების მიმდევარნი იყვნენ  არაბები?
რა ურთიერთობა იყო არაბებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის?
აქტივობა 5.  დისკუსიის შეჯამება( დისკუსიას აჯამებს მასწავლებელი)
დრო 5 წუთი
 შეფასება:1 შეფასდებაიან აქტიური მოსწავლეები.
შეფასების ხერხი: დ ა კ ვ ი რ ვ ე ბ ა .
დრო 2 წუთი
  საშინაო დავალების მიცემა:წერილობით- ,,სამოელ ქართლის კათალიკოსისა და იოვანე საბანისძის მიმოწერა
                                    


                     გაკვეთილის გეგმა                                               
       
  გაკვეთილის თემა:  რა არის მთავარი სათქმელი გიორგი ლეონიძის „ლექსისა ყივჩაღის პაემანი “ 
სწავლების საფეხური 11 კლასი მე–3 საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი  15მოსწავლე.  
გაკვეთილის მნიშვნელობა: ამ გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, ზეპირმეტყველების, კვლევის მსჯელობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარები
გაკვეთილის მიზნები –ლექსის თემისა და იდეის განსაზღვრა,მთავარი სათქმელის, რითმისა და რიტმის ფუნქციის ამოცნობა ლირიკული გმირის ხასიატისა და ქცევის მოტივის განხილვა. 
ქართული 11.9                                                                                                                                            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას.        

ქართ.11.10 .მოსწავლე განიხილავს ლირიკული გმირის ხასიათს,ქცევის მოტივს,ღირებულებსა და ფასეულობებს
   ქართული მე–11. 2.   ამოიცნობს      რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის  განწყობის შესაქმნელად.                    
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა იციან როდის და რა მიზნით ჩამოასახლეს საქართველოში     ყივჩაღები. წაკითხული აქვთ ხალხური ლექსი „შემომეყარა ყივჩაღი “ ლიტერატურის თეორიიდან     იციან, რა არის ნაწარმოების თემა, იდეა, რითმა და რიტმი.
საგანმანათლებლო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კოგნიტური სქემები ავტოკალამი რვეული.
                             გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1–ლი (დრო 3 წუთი) მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით ინტერნეტის საშუალებით    მოვასმენინებ მათ გოგლა ლეონიძის მიერ წაკითხულ ლექსს.
შემდეგ ერთი მოსწავლე მხატრულად კითხულობს „ყივჩაღის პაემანს“
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური
აქტივობა მე–2 კითხვებზე პასუხის გაცემა (დრო 10 წთ)
თქვენი აზრით, რატომ იწყება ლექსი სიტყვა „ყურღანებით“ რა კავშირი აქვს ამას ლექსის შინაარსთან .
როგორ ფიქრობთ რატომ არის ლექსში საუბარი ყაბარდოს ველზე
როგორ იხატება ბუნება და როგორ უკავშირდება ეს სიყვარულის გრძნობას
რას მატებს ამ გრძნობის გამოხატვას რუსთაველის პოემაზე მითითება
როგორ წარმოჩნდება ლირიკული გმირის ბუნება მის ქმედებებში
როგორ გესმით გამოთქმა:“მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად“
თქვენი აზრით, რატომ არის ნისლში გახვეული ყივჩაღის მიერ აღქმული ქართლის პეიზაჟი
როგორ გგონიათ, რით არის ბუნებრივი ყივჩაღის სახესთან დაკავშირებული შედარება, რომელიც ამ ხილვას ახლავს
რომელ ნაწარმოებზე მიგვანიშნებს „ვარდის ფურცლობის ნიშანი“ და „ დრო ახალი პაემანისა“
რა არის ის მთავარი რამ, რასაც ლექსი გვაუწყებს
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა მე–3 (დრო 5 წთ) მოსწავლეები მუშაობენ კოგნიტურ სქემებზე მათ უნდა ჩაწერონ გრაფებში ლექსის თემა და იდეა შესაბამისი არგუმენტებით და უნდა გააკეთონ საკუთარი ინტერპრეტაცია
ორგანიზება: წყვილებში მუშაობა
აქტივობა მე–4 (დრო 5 წთ) პრეზენტაცია. შევსებული სქემები გაიკვრება დაფაზე და მოსწავლეები გააკეთებენ ნაშრომების პრეზენტაციას
აქტივობა მე–5 (დრო 10 წთ) ლიტერატურის არსენალის წაკითხვა და მსჯელობა ლექსის მხატრულობის შესახებ
 მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო, ყურადღებით წაიკითხონ ლიტერატურის არსენალი და იმსჯელონ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები
ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა
აქტივობა მე–6 (დრო 3–3 წთ) პრეზენტაციას აკეთებენ ჯგუფების ლიდერები
საშინაო დავალება:(დრო 2წთ)  წაიკითხეთ ხალხური „შემომეყარა ყივჩაღი,“ ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, გოდერძი ჩოხელის „მე და ყივჩაღი“ შეადარეთ ეს სამი ლექსი ერთმანეთს, გაარკვიეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის და იმსჯელეთ ყივჩაღის მხატვრული სახის შესახებ.
                                              გაკვეთილის შეჯამება (დრო 2წთ)
     
               მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს რა გააკეთეს აღნიშნავს და შეაქებს ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს, საუკეთესო პრეზენტატორს
                                         მოსწავლეთა შეფასება (დრო 2 წთ)
1 შეფასდება მხატვრული კითხვის უნარი
  შეფასების ხერხი : დაკვირვება.     შეფასდება ერთი მოსწავლე
2შეფასდება დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.
  შეფასდებიან ყველაზე აქტიური მოსწავლეები
3 შეფასდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი
  შეფასდებიან წყვილებიდან და ჯგუფებიდან პრეზენტატორები
4 შეფასდებიან ის მოსწავლეები,რომლებიც ყურადღებით წაიკითხავენ ლიტერატურის არსენალს და მასზე დაყრდნობით სწორად იმსჯელებენ, თუ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები.

                                                  

                            გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
სიყვარული და ტრაგიზმი-ტიციან ტაბიძე, ლექსიანანურთან
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა, მადიმი დოლაკიძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო/XII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
           გაკვეთილი აქტუალურია, რადგან ხელს უწყობს კვლევა-ძიების, თავისუფალი აზროვნების, უნივერსალური სახე-სიმბოლოების ამოცნობისა და ახსნის უნარ-ჩვევების განმტკიცებას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
          ლექსის ანალიზის უნარ-ჩვევის განმტკიცება;
           კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განმტკიცება;
           პოეტური ლოგიკის სპეციფიურობის გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება;
           კვლევა-ძიების, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება;

             
 ქართ. XII.8 .მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების  გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა ავტორისეულ, სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
  • გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
  • გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიურობას;
ქართ. XII.9 . მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი წამკითხველზე;
  • განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს.
ქართ. XII.13. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • თავისუფლად ახერხებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
  • აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს;
წინარე ცოდნა
ტიციან ტაბიძის ბიოგრაფია, ეპოქა, ლიტერეტურული მიმდინარეობა და რამდენიმე ლექსი.
შეფასების საგანი და პროცედურები
დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის შეფასება.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
 1. სახელმძღვანელო
2. ტიციან ტაბიძე-ქართველი მწერლები სკოლაში;
3. პორტრეტი  პოეტისა;
4. სურათები ანანურისა დამოდი-ნახესისტორიული ძეგლებისა.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება, კლასის ორგანიზება 2 წთ.
 გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა I _  გონებრივი იერიში - 5 წთ.
კითხვა- პასუხის საშუალებით იხსენებენ პოეტის შემოქმედებსა და ლიტერატურულ მიმდინარეობას:
1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია ტიციან ტაბიძე?
2.ზოგადად ჩამოაყალიბეთ სიმბოლისტთა თეორიულ და კრიტიკულ ნააზრევში გადმოცემული შეხედულებები.
3.რა არის სიმბოლო?
4.რომელი წლიდან დაიწყო საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია?
5.ვინ შედიოდაცისფერყანწელთა შემადგენლობაში?
6.რა იყო ქართველ სიმბოლისტთა წარმოსახვის საგანი?
7. ტიციან ტაბიძის პოეზიის რომელ თვისებაზე ამახვილებენ  ყურადღებას კრიტიკოსები?
 გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
  აქტივობა   II _ მინი-ლექცია ელექტრონული პრეზენტაციით _ 5 წთ.
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნებს. ლექსის შესახებ ვაწვდი მცირე ინფორმაციას. მიწიერ ვნებათაგან განწმენდილ პოეტში თუ როგორ დაიბადა უჩვეულო  სიყვარულის წყურვილი, რომელიც მისი პოეზიის მუზა გახდა, რა ტრაგედია დატრიალდა და სხვა.
აქტივობა III    5 წთ.
მოსწავლეებს   ვავალებ: 
    1. წაიკითხონ ლექსი და რუბრიკა-ეს საინტერესოა! (ინფორმაცია თამუნია წერეთლის შესახებ). 
აქტივობა IV ჯგუფური მუშაობა_ 15 წთ.
        კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს ვავალებ,  გააანალიზონ   ლექსის იდეური  მხარე თემაზე: სიყვარული და ტრაგიზმი.
   მეორე ჯგუფი მსჯელობს ლექსის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე: სახე-სიმბოლოების ამოცნობასა და ახსნაზე.
 გაკვეთილის C ფაზა-ცოდნის რეფლექსია
 აქტივობა V _ ჯგუფების პრეზენტაცია 10 წთ.
თითოეული ჯგუფი ახდენს პრეზენტაციას ჯგუფის ნამუშევრისა და გამოთქვამენ თავიან განსხვავებულ აზრს საკითხის შესახებ.
1.                             შეფასება 3 წუთი
2.                             საშინაო დავალება 2 წუთი
1.      ლექსი ზეპირად;
2.       წერითი დავალებაესესიყვარული და ტრაგიზმი;
ტიციან ტაბიძის ლესები თამუნია წერეთლის შესახებ -გაცნობა.

გაკვეთილის თემა:
ერთი ლექსის ანალიზი და მასში გამოყენებული ზმნის დროის ფორმები. გიორგი ლეონიძის ,,პატარძეული,,
მასწავლებელი:
სწავლების საფეხური და კლასი:
მადიმი დოლაკიძე.
პირველი საფეხური, მე–5 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა.
15
განსაკუთრებული მიდგომების,საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი.
      განსაკუთრებული მიდგომების ,საჭიროებების მქონე   
     მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის  სასწავლო მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები /ინდიკატორები.
        მოსწალეები  მოისმენენ და ერთმანეთთან დააკავშირებენ ლექსის ნაწილებს,აღიქვამენ და გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს; განსაზღვრავენ ლექსის თემას; გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; განარჩევენ ზმნის უმთავრეს კატეგორიებს;შექმნიან მოკლე აღწერითი ხასიათის ტექსტს;დაეუფლებიან კითხვისა და წერის სტრატეგიებს.
          მოსწავლეებს    განუვითარდებათ სასიცოცხლო , კომუნიკაციური, ენობრივი და შემოქმედებითი  უნარჩვევები.

მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
                                                                                                                    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. V. 10.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განარჩევს ზმნის უმთავრეს კატეგორიებს (პირს, რიცხვს, დროს...);
ქართ. V. 12მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვის დასმით, ლექსიკონით) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
მიმართულება:წერა
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამა თუ იმ ჟანრის ტექსტის შექმნისას იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხს (ეპითეტს, შედარებას, გაპიროვნებას, რითმასა და სხვ.);
ქართ. V. 15მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
პრაქტიკულად იყენებს სახელთა შეწყობას ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით, ზმნური კონსტრუქციების ცვლილებების გათვალისწინებით;
ასწორებს გრამატიკულ შეცდომებს






   
წინარე  ცოდნა
მოსწავლეებმა იციან გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია.მოძიებული აქვთ ინტერნეტში ინფორმაცია პატარძეულის შესახებ.ერთ მოსწავლეს მომზადებული აქვს სლაიდშოუ ,,poverpoint,,ში
შეფასების საგანი და  პროცედურები
   
   შეფასდება: 1. კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა,
   2. პრეზენტაცია, 
   3. ჯგუფში ეფექტური მუშაობა;
   4.მხატვრული კითხვის უნარი;
   5.საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
                 
             
                   
                           
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ინტერნეტი, პროექტორი,  კომპიუტერი, ფურცლები, კალმები, პრეზენტაცია, Google-   საძიებო  სისტემა
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო  მენეჯმენტი
აქტივობა 1  : პროვოცირების მიზნით მოსწავლეებს მოვასმენინებ  გოგლას მიერ წაკითხულ ლექსს  და  დავსვამ  კითხვასრა იცით  გიორგი ლეონიძისა და პატარძეულის შესახებ?   (მოსწავლეები გაიხსენებენ , რაც იციან გოგლა ლეონიძისა და მისი მშობლიური სოფლის შესახებ, ვაჩვენებს სლაიდშოუს
 https://docs.google.com/presentation/d/1LMU-xzTsR4j2f7t0CbHHLgQFEeWN_zOuSXxX9dvvU_Y/edit#slide=id.ga9b997_1_42      )
 მოსწავლეთა  ორგანიზების ფორმა- მუშაობა ფორუმში.
 დრო - 7 წთ .
აქტივობა 2:  ლექსის ტექსტის აწყობა.შემაქვს კლასში დაჭრილი ტექსტი . მოსწავლეები ააწყობენ ტექსტს.გააფორმებენ პოსტერებს, აწყობილ ტექსტს მიაკრავენ პოსტერებზე და თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმაჯგუფური . (მუშაობს სამი ჯგუფი)
 დრო 7 წუთი. პრეზენტაციები 4–4 წუთი(12წთ)
აქტივობა 3:  ტექსტის  მხატვრული კითხვა.ერთი მოსწავლე ლექსს წაიკითხავს მხატვრულად, შემდეგ ვაჩვენებთ სლაიდებს პროექტორით  http://www.myvideo.ge/?video_id=659007
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, მუშაობა ფორუმში.
დრო: 5 წუთი.
აქტივობა 4:   ლექსის ტექსტის გააზრება. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებზე:
1.რა ჰქვია გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელს? 
2.ვის და რას თვლის პოეტი თავის აღმზრდელად?დაიმოწმეტთ ტექსტი
 3. რა იგულისხმება სიტყვებში ,,ხალხის ფიქრი ათასწლეული,,
                    ) ათასი წლის ისტორია
                   ) ათასი წლის წინ გადახდილ ბრძოლაზე
                   ფიქრი
                   ) ხალხის ისტორა,მისი ტრადიციები და
                   ზნეჩვეულებები.                     
     5 მოძებნეთ ლექსში ადგილი,რომელშიც ჩანს,რომ ლექსის ავტორს       მრავალი  დიდი ქალაქი უნახავს,მაგრამ მშობლიური კერა ყველაზე ძვირფასად მიაჩნია.     
 6 რას გულისხმობს პოეტი  სიტყვებში: ,,ჯერ შუადღე მაქვს არდალეული’’
                   ) დღის მონაკვეთს
                   ) ცხოვრების შუაგზას 
                   ) მზიან შუადღეს
  7 თქვენი აზრით,რატომ არის განუმეორებელი ის
                    ადგილი,სადაც ადამიანი ბავშვობას ატარებს?
   8 რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: ,,იქ მზრდიდა
                   ხალხი, იქ მზრდიდა დედა და ხალხის ფიქრიათას
                   წლეული’’?
    9 თქვენი აზრით , რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჩამოყალიბებაში ერის ისტორიას, ტრადიციებსა და ზნეჩვეულებებს?            
 10 როგორ გგონიათ, შეიძლება ადამიანმა მშობლიური  კერა დაივიწყოს? ჩანს თუ არა ტექსტში ლექსის ავტორის შეხედულება ამ საკითხზე ? პასუხი  დაასაბუთეთ
 ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
დრო: 10 წუთი
აქტივობა 5: . რითმაზე დაკვირვება.მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გადაიკითხონ ლექსი და ამოიწერონ მსგავსი ჟღერადობის სიტყვები.
  მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური
   დრო:5 წუთი           
აქტივობა 6:  ენობრივ მასალაზე დაკვირვება, ზმნის  დრო. 
ორგანიზებაინდივიდუალური დრო - 5წთ;
აქტივობა 7:  გაკვეთილის შეჯამება–შეფასება
ორგანიზება - მთელი  კლასი. დრო5 წუთი.
  აქტივობა 10:    საშინაო დავალების მიცემა.
დაწერეთ თხზულება ,,ჩემი სოფელი,,
  ორგანიზება  მთელ  კლასთან  - 1 წთ.

                         
                          გაკვეთილის რეფლექსია
  ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მეხუთე კლასში. გაკვეთილის თემა იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი  ,,გლახაკი და ქილა ერბო,, .  კლასში  13 მოსწავლიდან  ერთი სსსმ მოსწავლეა, რომელიც სწავლაშიც ჩამორჩება და ამავე დროს არის ჰიპერაქტიური, მასთან ვმუშაობ ინდივიდუალური სამუშაო გეგმით, მისთვის  ყოველთვის მომზადებული  მაქვს აქტივობების შესაბამისი  გამარტივებული დავალებები. ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ორიენტირებული იყო გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე. გაკვეთილის მიზნები შესაბამებოდა  სამოდელო გაკვეთილის ტიპსა და  ესგ -ის მისაღწევ შედეგებს.
გაკვეთილის მიზნები იყო შემდეგი:მოსწავლეები  შეძლებენ ამბის თხრობას სხვადასხვა ინტერპრეტაციით .დაახასიათებენ იგავის პერსონაჟებს  და განსაზღვრავენ მათ პოზიციებს,შეადარებენ და შეაფასებენ   პერსონაჟების ქმედებებს,დაუკავშირებენ მას საკუთარ გამოცდილებას.წაიკითხავენ და გაიაზრებენ ტექსტს, გამოიტანენ დასკვნებს, დააკვირდებიან მწერლის ენას.დაადგენენ მსგავსება- განსხვავებას სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტსა და მედიარესურსს შორის.
     მოსწავლეებს  განუვითარდებათ  საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა  და დაცვის,განსხვავებული აზრის  პატივისცემის , თანამშრომლობის,არგუმენტირებული მსჯელობის მოსაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის,კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების  საწყისი უნარ–ჩვევები.
 ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები იყო შემდეგი:
მიმართულება :ზეპირმეტყველება.
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ისმენს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის;
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას   ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
·        მიმართულება:კითხვა

ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი  ტექსტიდან;
ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
·        განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;
·        საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;

ქარ. V. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        აკვირდება ტექსტზე დართულ ილუსტრაციებს და მსჯელობს, რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის განწყობას, რას გვეუბნება იგი ტექსტში აღწერილი ადგილის, დროის, ამბის შესახებ;
ქართ. V. 12.  მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        კონტექსტის გათვალისწინებით ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას.
     მოსწავლეებს მოძიებული აქვთ ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ  და  შესწავლილი  აქვთ იგავები:,,იხვი და მყვარი,,  ,მეფე და მისი შვილი,,იციან როგორი ჟანრის ნაწარმოებია იგავი.
  მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით და  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე ჩემ მიერ  pover point-ში მომზადებული პრეზენტაცია. ილუსტრაციების გამოყენებით მოსწავლეებმა უპასუხეს  ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე  სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიიდან  და შემდეგ შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა იგავ-არაკის მახასიათებლებთან დაკავშირებით.
       მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში იმუშავეს  ჩემ მიერ  მიერ მიწოდებულ  სქემებზე  და წარმოადგინეს  პრეზენტაციები.  დაახასიათეს  სულხან-საბა ორბელიანის იგავების პერსონაჟები,(იხვი , ბაყაყი , მეფე და მეფისწული) მოიყვანეს   პერსონაჟის თვისების დამადასტურებელი არგუმენტები ტექსტიდან,  გამოხატეს თავიანთი  დამოკიდებულება პერსონაჟების ქცევის მიმართ. 
სსსმ მოსწავლემ   შეასრულა  მოდიფიცირებული დავალებ მას მიეცა იგავის პერსონაჟების დახასიათებები და ამოიცნო  პერსონაჟები .ამავე დროს უპასუხა პირველი აქტივობიდან ფაქტობრივ შეკითხვებზე.
 შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით , მოირგეს როლები წარმოიდგინეს თავი იგავის პერსონაჟების ადგილზე და  გადმოგვცეს პირველ პირში თავს გადახდენილი ამბები .
  გაკვეთილის მეორე ფაზაზე  დავასახელე ახალი იგავის სათაური და დავიწყე  ტექსტის კითხვა  . პირველი აბზაცის ჩაკითხვის შემდეგ გამოვათქმევინე  მოსწავლეებს ვარაუდები . რაზე დაფიქრდებოდა კაცი , ერთი ქილა ერბოს ნახვის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და  განაგრძობენ  იგავ -არაკის კითხვას.
 ყურადღებას ვამახვილებინებს მოსწავლეებს ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელ ლექსიკურ ერთეულებზე  და გრამატიკულ ფორმებზე.ფუძეგაორკეცებული რიცხვითი სახელის მართლწერაზე.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რაზე ოცნებობდა ღარიბი?
როგორ ფიქრობდა იგი გამდიდრებას?
თქვენი აზრით , რამდენად ახლოს იყო ღარიბი კაცის ოცნებები სინამდვილესთან?
რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ გზით გამდიდრება?
სად არის ამ იგავ-რაკებში ,,სიბრძნე,,?,,სიცრუე,,?
 შემდეგ ვაჩვენებ მოსწავლეებს  მედიარესურსს მოცემულ საკითხზე https://youtu.be/pXEzCnrxloE  რესირსის ნახვისა და მოსმენის შემდეგ ვსვამ შეკითხვას:რა განსხვავებული ინფორმაცია მიიღეთ ღარიბი კაცის შესახებ მედიარესურსიდან. რა მსგავსება და განსხვავებაა მოცემულ ტექსტებს შორის?  კითხვაზე პასუხის შემდეგ მოსწავლეების  მონაწილეობით ივსება სიტყვის პირამიდა. პირამიდის წვეროზე იწერება სიტყვა ,,გლახაკი, შემდეგ -სიტყვის განმარტება , შემდეგ კი მოცემული სიტყვის  სინონიმები: ღარიბი , ღატაკი , უპოვარი.  ბოლო ეტაპზე მოსწავლეები შეადგენენ წინადადებას ამ სიტყვის გამოყენებით.
 გაიმართება მინი დისკუსია:,,ქარის მოტანილს ქარი წაიღებს..,,
     მესამე ფაზაზე შეჯამდება გაკვეთილი. ამჯერად მოსწავლეები   აკვირდებიან მონიტორზე  სლაიდებით ნაჩვენებ ილუსტრაციებს   და იხსენებენ ტექსტში აღწერილ ამბავს, გლახაკის ფიქრებს, ახასიათებენ პერსონაჟს  და გამოაქვთ დასკვნა , რომ ოცნებამ რეალობას არ უნდა მოსწყვიტოს ადამიანი, რომ მხოლოდ ფიქრებით საქმე არ გაკეთდება, მხოლოდ შრომითა და პრაქტიკული ქმედებით შეიძლება მიაღწიოს მიზანს ადამიანმა.მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდნენ თვითონ მოცემულ სიტუაციაში.   კიდევ ერთხელ იხსენებენ მედიარესურსიდან მოსმენილ განსხვავებულ ინფორმაციას გლახაკის შესახებ და ასკვნიან, რომ  სიზარმაცე და უსაქმურობა  სიღარიბის საფუძველია. საუბრობენ იგავში გადმოცემულ      სიცრუესა        და       სიბრძნეზე.იხსენებენ ილას სიტყვებს,რომ ,,სიცრუე ამბავია , ხოლო სიბრძნე -შიგ ჩაქსოვილი აზრი,
     მოსწავლეებს მიეცათ საშინაო დავალებები: მისწერე წერილი ღარიბ კაცს. ესაუბრე მისი ქმედებებისა და ფიქრების შესახებ .
  შეასრულე აქტივობების რვეულში მოცემული დავალებები
სსსმ მოსწავლეს მიეცა მისი შესაძლებლობების შესაბამისი დავალება.
მოსწავლეები შევაფასე წინასწარ დასახელებული კრიტერიუმების მიხედვით 1.საგაკვეთილო პროცესში   ჩართულობა                  
  2. პრეზენტაცია
 3. დისკუსიაში მონაწილეობა
შეფასების რუბრიკები თან ახლავს გაკვეთილის გეგმას .
 ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის აქტივობები, სტრატეგიები და კლასის ორგანიზების ფორმები  შეესაბამებოდა ერთმანეთს და ხელს უწყობდა მიზნის მიღწევა
რესურსები მრავალფეროვანი იყო  (მათ შორის, ჩემ მიერ  მიერ შექმნილი) და სრულად შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას, მიზანსა და აქტივობებს; საინტერესო იყო  მოსწავლეებისთვის;  მივეცი  მოსწავლეებს ინსტრუქციები რესურსის გამოსაყენებლად .
 შეფასების მეთოდები სრულად შეესაბამებოდა სტანდარტს და სასწავლო მიზანს, მეთოდები მრავალფეროვანი იყო  და კარგად იყო  მორგებული აქტივობებს,  მოსწავლეებს   ვაძლევდი  სათანადო უკუკავშირს
 მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ მასალის ახსნა - გაგება.  ჩემ მიერ გამოყენებული ლექსიკა მორგებული იყო მოსწავლ;ეთა ასაკობრივ თავისებურებებზე.
   დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანი იყო  და სრულად უწყობდა  ხელს განზრახული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში; გაკვეთილი სრულად უწყობდა ხელს შედეგების მიღწევას.
   ვფიქრობ ,გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში, მასწავლებლები საკუთარ პრაქტიკაშიც გამოიყენებენ  დაგეგმილ აქტივობებს   სიახლეებს დანერგავენ თავიანთ პრაქტიკაში .
   

                                                                  მადიმი                                                                            დოლაკიძე