შეფასება
შეფასების მიზნები
,,საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე , მისი განვითარების პროეცესი და მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას , არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას”
შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი, რომელიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული;
შეფასების მიზანია-რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :
- მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
- მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
- სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება
- სასწავლო პროეცესში მოსწავლის შეფასება ;
- მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში (კომუნიკაცია)
შეფასებაში გააჩნია ორი განსხვავებული ფუნქცია:
- მიმდინარე შეფასება
- შედეგების/მიღწევების შეფასება;
შეფასების კომპონენტები:
- საშინაო დავალება;
- საკლასო დავალება;
- შემაჯამებელი დავალება;
შეფასების ტიპები :
- განმსაზღვრელი, რომელიც აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ამ დროს ჩვენ ვწერთ ქულას (10 ქულიანი შეფასება )
- განმავითარებელი შეფასება;ამ დროს უმჯობესია შევქმნათ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები, მივცეთ მოსწავლეებს რჩევა-დარიგება, ვაწარმოოთ დაკვირვების ფურცელი, და ა.შ.
ესგ-ში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების აღწერილობა ასეთია :
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
| |
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების
ხელშეწყობა;
|
სწავლის ხარისხის გაკონტროლება ;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ესგ-ითგანსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური სწავლების დონის განსაზღვრა;
|
შეფასების საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის სედეგი
|
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა -დარიგების მიცემა და სხვა.
|
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეზურზე)დაშვება/არდაშვება
|
წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა
|
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე(რა დონეს ფლობდა-რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე , თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს
|
შეფასების საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;კითხვარი;სიტყვიერი,კომენტარი, უნარის განვითარების აღწერა
|
ქულა
|
შეფასების სქემის შექმნა და გამოყენება ;
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს კავშირი სასწავლო მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის, რადგან სწავლის შედეგი რომ გაიზომოს აუცილებელია ჩამოყალიბდეს კრიტერიუმი, კრიტერიუმი კი ყალიბდება გაკვეთილის სასწავლო მიზნის შესაბამისად;
სასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებ ჰოლისტურ შეფასების სქემას, რადგა კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი , ან თუნდაც სამი მახასიათებელით . ჩემს მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია თითქმის ყველა კრიტერიუმი და ყველა მახასიათებელი , რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას;
შეფასება ჯგუფური მუშაობის დროს
მონაწილეობას იღებს პროექტის თემის შერჩევაში, ასაბუთებს თემის აქტუალურობას
|
1
|
სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეძებს საინტერესო მასალას, აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას,
|
1
|
ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ;
|
1
|
გამოყოფს საკვლევ ობიექტს ,იწყებს კვლევას და ”გადის” დასახული მიზნის შედეგზე
|
2
|
აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობს
|
1
|
ასაბუთებს მოკვლეული მასალის აქტუალურობას , ადარებს წინარე ცოდნას და გამოყოფს ახლის აქტუალურობას;
| |
შემოიფარგლება კონკრეტული თემით , ერთი მასალის შესრულების შემდეგ აქტიურად ერთვება ახალი მასალის მოძიებაში
|
1
|
თანაგუნდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად ქმნის თვალსაჩინოებებს, შეხვედრების დროს აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში
|
2
|
შეფასება ჯგუფური მუშაობის დროს
განმავითარებელი | განმსაზღვრელი | |
მიზანი | მოსწავლისგანვითარებისხელშეწყობა; მოსწავლისსწავლებისხარისხისგაუმჯობესება; | ეროვნულის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა; მოსწავლის სწავლების ხარისხის გაკონტროლება; |
შეფასების საგანი | სწავლის პროცესი; | სწავლის შედეგი; |
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება | მოსწავლეების წახალისება; | 10 ქულიანი სისტემით მოსწავლეების შეფასება; |
წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა | მოსწავლეებთან ერთად გამჭირვალე გავხადოთ სწავლების დროს წარმოქმნილი პრობლემები და მოვიძიოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად; შევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე შევქმნათ უკუკავშირისთვის ე.წ. უსაფრთხო სივრცე ამ მეთოდითმუშაობა ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია, ჯგუფში შეიქმნა ნდობის ატმოსფერო. შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ., თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად | სასწავლო ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრული სტანდარტები ჩატრებულმა გაკვეთილმა დააკმაყოფილა; |
შეფასების საშუალებები | ურთიერთ შეფასების რუბრიკა; სიტყვიერი კომენტარები; უნარის განვითარების დონის აღწერა; | ქულა (10 ქულიანი შეფასება) |
პრეზენტატორის შეფასების კრიტერიუმი
კრიტერიუმები
|
ქულები
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
| |
საუბარი არგუმენტებულია
| |
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
| |
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
| |
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს
|
დისკუსიაში მონაწილე მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი
კრიტერიუმები
|
ქულები
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
| |
საუბარი არგუმენტირებულია
| |
იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია
| |
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს
|
შეფასების სქემა
კრიტერიუმი | საუკეთესო 9-10 ქულა | კარგი 7-8 ქულა | საშუალო 4-6 ქულა | დაბალი 1-3 ქულა |
გამართული და სწორი მეტყველება | აქვს გამართული მეტყველება, მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს. | გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ კონსტრუქციებს. | იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. საუბრობს დამაკმაყოფილებლად. | არ იცავს მართლმეტყველების წესებს; უჭირს გამართულად საუბარი. |
სათქმელის ნათლად გადმოცემა; მსჯელობის უნარი | სათქმელს გადმოსცემს ნათლად; საკითხს აშუქებს ამომწურავად. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით. | სათქმელს გადმოსცემს ნათლად. საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად. მსჯელობს არგუმენტებით. | სათქმელს გადმოსცემს გასაგებად; მსჯელობს დამაკმაყოფილებლად.მოჰყავს არგუმენტებიო, მაგრამ ვერ ამყარებენ თეზისს. | უჭირს სათქმელის ნათლად გადმოცემა და მსჯელობა. |
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოების გამოყენება | მოსწავლე წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს, აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს. | ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს; ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს. | მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს. | ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს. |
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა | ამომწურავად პასუხობს კითხვებს. | ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. | პასუხობს კითხვებს. | ვერ პასუხობს კითხვებს. |
ჩართულობა | საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არის ჩართული. | ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობას. | ცდილობს მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ შეცდომას უშვებს. | უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. |
ჯგუფური მუშაობა | მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან; ითვალისწინებს მათ აზრს; აქვს ლიდერის უნარ-ჩვევები,ჯგუფის წევრების ნდობა და პატივისცემა. | მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფთან. შეულია მათი მოსმენა. | მოსწავლე, შეძლებისამებრ, ახერხებს ჯგუფთან მუშაობას; პასუხობს , მაგრამ არ არის დარწმუნებული თავის თავში. | ვერ ახერხებს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას; არ იღებს მონაწილეობას მუშაობაში. |
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить