სასწავლო პროექტი
პროექტის მიზანი:
1.ღვანკითის საჯარო სკოლის
მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება
პროექტის ამოცანები:
1.ღვანკითის საჯარო სკოლის
მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება
2.მოსწავლე- ახალგაზრდობის
მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა სკოლის დონეზე.
3.ღვანკითის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ერთმანეთთან დაახლოება
4.ინტელექტუალური განვითარების
პროპაგანდა და მოსწავლე- ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა.
5 სასკოლო ცხოვრებაში
თემისა და მშობლების ჩართულობის გაზრდა
კონკურსის ჩატარების დრო:
კონკურსი ჩატარდება
2014 წლის 15 თებერვალს .
კონკურსის მონაწილეები:
კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად დაიშვებიან
ღვანკითის საჯარო სკოლის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე
კლასის მოსწავლეების გუნდები პრინციპით ერთი კლასი ორი გუნდი
კონკურსში მონაწილეობა
ნებაყოფლობითია
გუნდების დაკომპლექტება
მოხდება მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით.
გუნდები განაცხადებს წარმოადგენენ
10 თებერვლამდე პროექტის კოორდინატორთან
განაცხადში შეყვანილი
უნდა იყოს გუნდის 6 მონაწილე
კონკურსის წესები:
ყველა გუნდი თამაშობს
ერთდროულად, გუნდის წევრები განლაგებული არიან საკუთარ მაგიდებთან .კონკურსს უძღვება
წამყვანი.
გუნდის ამოცანაა გასცეს
სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებზე.თითოეული სწორი
პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.
პასუხი იწერება სპეციალურ
ფურცლებზე, რომლებიც კონკურსის დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.
წამყვანი აცხადებს შეკითხვის
ნომერს,სვამს შეკითხვას და იწყებს დროის ათვლას, რომელიც უდრის 1 წუთს.
1 წუთის შემდეგ ასისტენტი
აკრეფს გუნდების პასუხებს.
დროის ამოწურვის მომენტიდან
10 წამის განმავლობაში პასუხები ჩაბარებული უნდა იყოს
მას შემდეგ, რაც გუნდებმა
ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, წამყვანი კითხულობს სწორ პასუხს და გადადის
შემდეგ შეკითხვაზე
კონკურსის შედეგები ცხადდება
კონკურსის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ.
გამარჯვებულის გამოვლენა
გუნდი, რომელიც დასმული 20 შეკითხვიდან მოაგროვებს
ყველაზე მეტ ქულას, გამოცხადდება გამარჯვებულად.
კონკურსის ორგანიზატორი , განმახორციელებელი და წამყვანი
ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
მ ა დ ი მ ი დ ო ლ ა კ ი ძ ე.
ინტელექტუალური შოუ-კონკურსი ,, ვინ უფრო კარგად იცნობს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებას და შემოქმედებას"
თხზულებების კონკურსი: ,, ჩემი ცხოვრების მიზანი"
კონკურსის მიზანი:მოსწავლეებმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიაზრონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი ცხოვრების მიზანი, რადგან მათ ზუსტად უნდა ჰქონდეთ გააზრებული
საკუთარი მისწრაფებები,მიზნები და შესაძლებლობები.
კონკურსის მონაწილეები: ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდე- მეთორმეტე კლასების მოსწავლეები.
ს ა კ ო ნ კ უ რ ს ო პ ი რ ო ბ ე ბ ი :თხზულება შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი და საკონტაქტო ინფორმაცია.ნაშრომები უნდა წარმოადგინოთ კონკურსის კოორდინატორთან, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს და გამოავლენს საუკეთესო თხზულებებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და დიპლომებით
თხზულებების წარმოდგენის ბოლო ვადა 5 თებერვალი 2014 წელი. გამარჯვებულების დაჯილდოება 20 თებერვალი 2014 წელი.
კონკურსის კოორდინატორი მადიმი დოლაკიძე
კონკურსში გამარჯვებული თემა
ჩემი ცხოვრების მიზანი
ადამიანები დააბიჯებენ ჩემს ირგვლივ და ფიქრობენ. მეც დავდივარ და ვფიქრობ. რა გამომილევს ამ დალოცვილი მზის ქვეშ საფიქრალსა და საოცნებოს.
ფიქრები მეტწილად ერთმანეთს ენაცვლებიან, მდინარებენ ხან მოწესრიგებული წყობით, ხან ქაოსურად. ათასი ფიქრი გამიჩინა თხზულებამ ,, ჩემი ცხოვრების მიზანი". არც ისე ადვილია, ჯერ კიდევ მოსწავლემ, ზუსტად გაიაზრო საკუთრი მისწრაფებები, მიზნები და შესაძლებლობები. თუმცა მაინც შევეცდები გაგანდოთ ჩემი სათქმელი.
ყველა ადამიანს შეუძლია იოცნებოს, მაგრამ შეძლებს კი ყველა ოცნების სინამდვილეში ახდენას?
ვიდრე ადამიანი ბავშვობის ასაკშია, საკუთარ თავსაც და გარესამყაროსაც ერთ მთლიანობად აღიქვამს, ამიტომ ყოველი ადამიანი მტკივნეულად განიცდის ბავშვობასთან დამშვიდობებას, ყოველი კაცი მისტირის დაკარგულ ჰარმონიას, დაკარგულ მთლიანობას. ბავშვური ოცნებების მსხვრევა დიდ ტკივილს იწვევს.
რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?
ბედნიერად ვიგრძნობ თავს, თუ ჩემს მიზნებს ფრთები არ შეეკვეცება და ჩემი ოცნება სინამდვილეში ახდება... მაგრამ მაშინ რა ჰქნას გულმა, თუ სამუდამოდ გაწყდა კავშირი სინამდვილესა და ოცნებას შორის?
ბავშვობიდან დაწყებული გზა ადამიანმა ისე უნდა გაიაროს, რომ უკან მოხედვის არ შეეშინდეს. ამ ცხოვრების ღელვა-ტორტმანში შენი ტვირთი ისე უნდა გაატარო, რომ არც ხელი და არც ფეხი არ დაისვარო. ცრემლი რომ ცრემლია, ერთი წვეთი ცრემლი თუ არ დაეცა შენს ცხედარს, ჩათვალე, უაზროდ გიცხოვრია.
ყველას არ ეღირსება, თორემ ბედნიერებაა ილიასთვის ნასროლ ტყვიას შუბლი შეუშვირო, სამასი არაგველის საფლავში ჩაწვე, თევდორე მღვდელი შეცვალო, პაატას ხვედრი გაიზიარო.
დავით აღმაშენებლის მსგავსად მკერდზე ლოდი დაიდო და მრევლს შეჰღაღადო: ,, ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან წყალობა ჰყავით"
გალაკტიონივით თავი გაიმეტო, მაგრამ უკან მოხედვის არ შეგეშინდეს, რუსთაველივით საფლავი დაკარგო და მაინც ერის გულში დაიმარხო, ხატად იქცე.
სიცოცოხლის წერტილი უკანასკნელი საჩუქარია წუთისოფლისა. მანამდე კი წინააღმდეგობებით აღსავსე ლამაზი გზა თუ ვერ გავიარე, ამქვეყნად მოსვლას აზრი არ ექნება.
ღმერთო, ნუ შემიმიკლებ ამ გზას, ნუ წამართმევ იმის საშუალებას, რომ ჩემი ოცნება განვახორციელო, რომ მთლიანად და ლამაზად დავიხარჯო წუთისოფელში.
ვფიქრობ, ვაზროვნებ, ვოცნებობ, ვისწრაფვი მწვერვალებისკენ. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველ ადამიანში არის თანდაყოლილი სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობებისა და მონაცემების მაქსიმალური გახსნისთვის, რაც უმაღლეს ადამიანურ მოთხოვნილებას წარმოადგენს.
მშვენიერია მიზანსწრაფული ადამიანი. მიზანი ხომ სიცოცხლეზე მეტია.
,,ადამიანები მოტივირებული არიან პირადი მიზნების ძიებისთვის და ეს მათ ცხოვრებას მნიშვნელოვანსა და გააზრებულს ხდის"-ამბობს მასლოუ.
ჩემი უპირველესი პირადი მიზანია წარჩინებით დავამთავრო სკოლა, შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გავხდე ინგლისური ენის სპეციალისტი.
ვოცნებობ მოვხვდე ისეთ ზღაპრულ ქვეყანაში, როგორიცაა ა.შ.შ. მე ხომ ინგლისური ენის შესწავლაში დიდი დახმარება გამიწია კეთილი ნების ელჩმა ამერიკის შეერთბული შტატებიდან. craig filipowicz იყო ჩემი მასწავლებელი. მე მასთან ერთდ ვთანამშრომლობდი ერთი წლის განმავლობაში და ამ წელს ჩემი ბავშვობის საუკეთესო წელი ვუწოდე.
სკოლის დამთავრებამდე კი ჩემი მიზანია ფეხდაფეხ მოვიარო საქართველოს ყოველი კუთხე. მისი ძირძველი მიწა-წყალი, რადგან ნამდვილ ქართველად არ მიმაჩნია ის ქართველი, რომელიც ჯერ თავის მამულს არ გასცნობია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიწევს.
მინდა ვიყო თავისუფალი, გონიერი, განათლებული, სამართლიანი და მიზანსწრაფული ადამიანი. მე მუდამ მახსოვს ვაჟას სიტყვები: ,,რომელი ადამიანიც ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელ კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას...
ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს. მთელი თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისთვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის."
ბათაშვილსაც მოუსმინოთ: ,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს".
მე მომავალი დედა ვარ და მამულს უნდა აღუზარდო ზნეფაქიზი და პატრიოტი შთამომავლობა. თუ ჩვენ და შემდეგ ჩვენმა დაზრდილმა მართვებმა არა, სხვამ ვინ უნდა მოუაროს ჩვენს ენას, მამულს, ზღვას, ვაზს?
განა მარტო მტერთან ბრძოლაა საპატიო და პატრიოტული საქმე?
ერი უნდა ამრავლო, მშობელი უნდა იყო ხვალინდელი დღისა და მაშინ ხარ გმირი.
ჩემი მიზანიც ესაა, რომ ჩემი საქმით ჩემს ერს და მთელ კაცობრიობას ვემსახურო. შეურცხვენლად განვლო ჩემი ცხოვრების გზა, აღვასრულო ჩემი მისია და რადგან საზოგადოებას ვეკუთვნით, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს.", ეს არის ჩემი ,, დანიშნულება და საღმრთო ვალი."
ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი.
დიადი მიზანი დიდ ენეგიას ბადებსო,-უთქვამთ ბრძენთ და სავსებით მართალია. მეც მინდა ჩემი ენერგია მიზნის განხორციელებისთვის დავხარჯო.
,,თავის თავის პოვნისთვის“ კი აუცილებელია ნებისყოფა. ღრმად მაქვს გააზრებული რომ სწავლა შრომის ერთ-ერთი უმთავრესი სახეობაა, რომელსაც დიდი ნებისყოფა ესაჭიროება.
კონკურსის ამსახველი ფოტო-მასალა
ინტელექტუალური შოუ-კონკურსი ,, ვინ უფრო კარგად იცნობს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებას და შემოქმედებას"
კონკურსის მიზანი:მოსწავლეთა დაინტერესება გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებით . გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.
ინტელექტუალური დონის ამაღლება. პოეზიისადმი სიყვარულის გაღვივება.ქართული ლექსის რითმის, რიტმის, მუსიკალურობის შეგრძნება,სულიერი ამაღლება.
კონკურსის პირობები:კონკურსი ჩატარდება სამ ტურად, ქულების ათვლა დაიწყება პირველი ტურიდან და საბოლოოდ გამარჯვებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც სამივე ტურში ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს .
პირველ ტურში მონაწილეები პასუხს გასცემენ 10 შეკითხვას. თითოეულ შეკითხვას ექნება 3 სავარაუდო პასუხი, დრო მოფიქრებისათვის 10 წამი.
მეორე ტურში გადავა საუკეთესო შედეგების მქონე 10 მოსწავლე, მესამე ტურში კი გადავა საუკეთესო შედეგების მქონე 5 მოსწავლე.საბოლოოდ დაჯამდება სამივე ტურში მიღებული ქულები და დასახელდებიან გამარჯვებულები. განაწილდება პირველი, მეორე და მესამე ადგილები, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
პირველი ტურის პირველი შეკითხვა:
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა,
როგორ დავბადოთ კაცი, ყველაზე ბედნიერიც და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჟი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს ,
ულამაზესი იყოს მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ- დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი
პირველი ტურის პირველი შეკითხვა:
ვ ი ს ე კ უ თ ვ ნ ი ს ეს ლექსი? ა)მუხრან მაჭავარიანს, ბ)მურმან ლებანიძეს, გ)შოთა ნიშნიანიძეს
პირველი ტურის მეორე შეკითხვა:
2. რომელ წელს და სად დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე? ა)ვანის რაიონში, შუამთის ძირას გაშენებულ სოფელ ჭყვიშში 1891წლის 5(17) ნოემბერს.
ბ)სოფელ ჭყვიშში 1893 წლის 5(17) ნოემბერს
გ)სოფელ ორპირში1891 წლის 5(17) ნოემბერს
პირველი ტურის მესამე შეკითხვა:
3.რომელ რაიონს ეკუთვნოდა გალაკტიონის მშობლიური სოფელი?ა)ბაღდადის, ბ)სამტრედიის, გ)ზესტაფონის.
პირველი ტურის მეოთხე შეკითხვა:
4.გალაკტიონის წინაპრები 5 ძმა ტაბიძეები, სოლომონ მეორის მეფობის დროს გადმოსახლებულან სოფელ ჭყვიშში. მიზეზი გადმოსახლებისა იყო ის, რომ 5ძმიდან გიორგი ტაბიძე დაუნიშნავთ სოფელ ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად. სოლომონ მეფეს გიორგი ტაბიძისათვის ტყავზე დაწერილი სიგელი უბოძებია.. რომელი სოფლიდან გადმოსულან ტაბიძეები ჭყვიშში საცხოვრებლად?ა)ხონის რაიონის სოფელ ივანდიდიდან, ბ)სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშიდან, გ)ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითიდან.
პირველი ტურის მეხუთე შეკითხვა:
ვის შესახებ წერს გალაკტიონი:,,გარდაიცვალა ძლიერ ახალგაზრდა, მე არ მახსოვს ის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დავიბადე მისი გარდაცვალებიდან 7 თვის შემდეგ.მან დაგვიტოვა ჩვენ სახლი მდინარის პირად, ,, მეფის ჭალა“ მდინარე რიონის გაღმა და საკმაოდ ვრცელი წიგნთსაცავი მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების წიგნებით.
ა)ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძის შესახებ.ბ)იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძის შესახებ, გ)ნიკოლოზ ივანეს ძე ტაბიძის შესახებ .
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა
ერთი მოსწავლე მხატვრულად კითხულობს გალაკტიონის ლექსს
პირველი ტურის მეექვსე შეკითხვა:
6.პატარა გალაკტიონს წერა-კითხვა დედამ შეასწავლა , ის დინჯი, თავაზიანი , კეთილშობილი და ჰუმანური ადამიანი ყოფილა , ახალგაზრდა დაქვრივდა, ერთი შვილი
2 წლისაც არ ჰყავდა , მეორე 7 თვის შემდეგ შეეძინა. შესანიშნავად გაუძღვა ოჯახს . კერავდა საუკეთესო ჩოხა-ახალუხს. ის კულტურული ოჯახიდან იყო და შესანიშნავად იცოდა ოჯახური საქმეები.
ვინ იყო გალაკტიონის დედა? ა) სოფიო გულისაშვილი, ბ)მაკრინე ადეიშვილი გ)ეკატერინე აბაშიძე
პირველი ტურის მეშვიდე შეკითხვა:რომელ წელს დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსების პირველი წიგნი და რა უწოდა მას ტიციანმა ამ წიგნის საფუძველზე?ა)დაიბეჭდა1914 წელს და ტიციანმა უწოდა ,, მარტოობის ორდენის კავალერი“ ბ)დაიბეჭდა 1914 წელს და ტიციანმა უწოდა ,, პოეტების მეფე“გ) დაიბეჭდა 1914 წელს და ტიციანმა უწოდა ,,უცნობი“
პირველი ტურის მერვე შეკითხვა:1919 წელს გამოცემულმა წიგნმა გალაკტიონს სახელი და დიდება მოუპოვა რა იყო ამ წიგნის სახელწოდება? ა),, არტისტული ყვავილები“ ბ),, ცისფერი ყანწები“, ,, უცნობი“
პირველი ტურის მეცხრე შეკითხვა:ვინ ვის სწერს:,,მას ისე ვერ გავზომავთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ,, პოეზია უპირველეს ყოვლისა „ და გარეშე პოეზიისა , ოცნებისა და მაღლა-მაღლა ფრენისა მას არაფერი აინტერესებს. დიდებულია იგი, როცა მაღლა დაფრინავს, მხოლოდ სასაცილოა , როდესაც ძირს ეშვება და ჩვეულებრივი ადამიანის სახეს იღებს , ამიტომ ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ, თუ იგი გვიყვარს,მაინც ლმობიერი უნდა ვიქნეთ, მაინც უნდა გვიყვარდეს ეს უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ადამიანი და გულუბრყვილო ბავშვი.“ ა მ წერილს სწერს ა)გალაკტიონის ძმა აბესალომი ოლია ოკუჯავას. ბ)ტიციან ტაბიძე გალაკტიონის მეუღლეს.გ)კონსტანტინე გამსახურდია ოლია ოკუჯავას
პირველი ტურის მეათე შეკითხვა:რომელ წელს აღიარეს გალაკტიონი პოეტების მეფედ? ა)1921 წ., ბ)1914წ. ,გ)1917წ.
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა
ერთი მოსწავლე მხატვრულად კითხულობს გალაკტიონის ლექსს. მონიტორით ვაჩვენებთ ეკრანზე გალაკტიონის ფოტოებს ( წინასწარ მომზადებულ სლაიდ-შოუს)
მეორე ტურში გადადის საუკეთესო შედეგების მქონე 5 მოსწავლე
მეორე ტურის პირველი შეკითხვა:,, ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნებულ გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსში ორი ზედმეტი სტრიქონია :,, ვით ეფრქვევა ეს ჩანჩქერი ტბის ნაპირს და ტყეებს, და ვით ახვევს კვდომის ბურუსს ვერცხლის მდინარეებს“ რომელია ეს ლექსი?ა),,ლურჯა ცხენები,“ ბ),,მთაწმინდის მთვარე“,გ),,ეფემერა“დ) ,,ჩანჩქერი“
მეორე ტურის მეორე შეკითხვა:გალაკტიონი წერს:,,მზეოთიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები“ რა არის გრაალი?ა)ძელი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი, ბ)ღვთისმშობლის ხატი გ),მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, დ)თასი, რომელშიც მაცხოვრის სისხლი მოაგროვეს.
მეორე ტურის მესამე შეკითხვა:გალაკტიონის რომელი ლექსის სტრიქონებია:,,შეხავსებია კლდეები კლდეებს,იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია, ,,ამირანია?-“ მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,, ამირანია“ა) მას გახელილი დარჩა თვალები. ბ),, მშობლიური ეფემერა“, გ),, ომნიბუსით“, დ) წელიწადები წავლიან ძველნი“
მეორე ტურის მეოთხე შეკითხვა:,, ვერლენს მაისის სიზმრების ხილვით ესარკებოდა პარიზის რკალი, მაგრამ უეცრად ქარტეხილივით მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი“,-წერს გალაკტიონი ვინ არის ვერლენი?ა) სიმბოლისტი პოეტი, ბ)იმპრესიონისტი მხატვარი, გ)რომანტიკოსი მუსიკოსი,დ)ექსპრესიონისტი მწერალი.
მეორე ტურის მეხუთე შეკითხვა:,, ჭაბუკობისას არავისთვის გაუმჟღავნებია მას ის ბედისწერა სადაც ანათებს აზრის ბრწყინვალება ,რომელიც სამუდამოდ აღბეჭდილია მის მკერდზე მარტოობის ორდენის ბრილიანტივით“-ამბობდა მალარმე გრაფ ვილიე დე ლილა დანზე. ვინ და ვისთან დაკავშირებით იხმარა ანალოგიური გამოთქმა?ა) კონსტანტინე გამსახურდიამ -ტიციან ტაბიძესთან.ბ)გალაკტიონმა-ტერენტი გრანელთანგ) ტიციანმა გალაკტიონთან .
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა.
ერთი მოსწავლე კითხულობს გალაკტიონის ლექსს.
საუკეთესო შედეგების მქონე 3 მოსწავლე გადადის მესამე ტურში.
მესამე ტურის პირველი შეკითხვა:რომელი ლექსის შესახებ წერდა გალაკტიონი?:,, ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფიცი?“ა),, მე და ღამე“ბ),, მთაწმინდის მთვარე“, გ),, რომელი საათია“.
მესამე ტურის მეორე შეკითხვა:დაასახელეთ ნაწარმოები, რომელშიც არის მსგავსება ფსალმუნის ფრაზისა :,, ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრე ჰსურიან სულსა შენსა შენდამი, ღმერთო“ა) ხალხური ,, ირემო მთასა მყვირალო“ ბ)გიორგი ლეონიძე,, როგორც ირემი გამოვარდნილი“, გ)გ. ტაბიძე ,, დროშები ჩქარა“
მესამე ტურის მესამე შეკითხვა:ვინ არის ალიგიერი გალაკტიონ ტაბიძის სტრიქონებში:,, ვით სამოთხიდან ალიგიერი , მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული“?ა) ,, ალიგიერი“ შარლ ბოდლერის ფსევდონიმია. ბ) ,, ალიგიერი“ ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც სამოთხე მოიხილა გ),, ღვთაებრივი კომედიის“ ავტორია.
მესამე ტურის მეოთხე შეკითხვა:რას გადმოგვცემს გალაკტიონი ამ სტრიქონებით:,, და ღამით, ოდეს სძინავდა ყოველს, ზარით , ებანით, ხმა ისმა:აჰა, ესერა მოვალს , მიეგებენით“?ა)მაცხოვრის მეორედ მოსვლას, (სახარებისეული იგავი)ბ)იესოს დაბადების წინასწარმეტყველებას,(ფსალმუნი) გ)ადამის შექმნას ( შესაქმე), დ)უფლის გამოცხადებას სინაზე.
მესამე ტურის მეხუთე შეკითხვა:რომელი მკვლევარი წერს ,, მზეო თიბათვისას: ანალიზისას-,, გრაალის თასი ბარძიმია , რომელიც სიმბოლურად გამომხატველია სიწმინდის. სულიერების, , გრაალი სიმბოლოა ღვთისმშობელისა , გრაალის მცველნი იცავენ ქვეყნის სულიერებას , გრაალი თავის მხრივ მფარველია ქვეყნისა. როგორც ოჯახისათვის კერია, კერიის ქვა არის სიმბოლო სითბოსი, სიყვარულის, ბედნიერების და მისი დაკარგვა ოჯახის იავარქმნის მაუწყებელია, აგგრეთვე გრაალი მთელი ერის კერიის ქვაა. „ ა) ვახტანგ ჯავახაძე.
ბ)ნ. გრიგალაშვილი. გ)რ. თვარაძე
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა.
ერთი მოსწავლე კითხულობს გალაკტიონის ლექსს.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები.
ინტელექტუალური შოუ-კონკურსის ორგანიზატორი და წამყვანი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე
კონკურსის მიზანი:მოსწავლეებმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიაზრონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი ცხოვრების მიზანი, რადგან მათ ზუსტად უნდა ჰქონდეთ გააზრებული
საკუთარი მისწრაფებები,მიზნები და შესაძლებლობები.
კონკურსის მონაწილეები: ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდე- მეთორმეტე კლასების მოსწავლეები.
ს ა კ ო ნ კ უ რ ს ო პ ი რ ო ბ ე ბ ი :თხზულება შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი და საკონტაქტო ინფორმაცია.ნაშრომები უნდა წარმოადგინოთ კონკურსის კოორდინატორთან, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს და გამოავლენს საუკეთესო თხზულებებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და დიპლომებით
თხზულებების წარმოდგენის ბოლო ვადა 5 თებერვალი 2014 წელი. გამარჯვებულების დაჯილდოება 20 თებერვალი 2014 წელი.
კონკურსის კოორდინატორი მადიმი დოლაკიძე
კონკურსში გამარჯვებული თემა
ჩემი ცხოვრების მიზანი
ადამიანები დააბიჯებენ ჩემს ირგვლივ და ფიქრობენ. მეც დავდივარ და ვფიქრობ. რა გამომილევს ამ დალოცვილი მზის ქვეშ საფიქრალსა და საოცნებოს.
ფიქრები მეტწილად ერთმანეთს ენაცვლებიან, მდინარებენ ხან მოწესრიგებული წყობით, ხან ქაოსურად. ათასი ფიქრი გამიჩინა თხზულებამ ,, ჩემი ცხოვრების მიზანი". არც ისე ადვილია, ჯერ კიდევ მოსწავლემ, ზუსტად გაიაზრო საკუთრი მისწრაფებები, მიზნები და შესაძლებლობები. თუმცა მაინც შევეცდები გაგანდოთ ჩემი სათქმელი.
ყველა ადამიანს შეუძლია იოცნებოს, მაგრამ შეძლებს კი ყველა ოცნების სინამდვილეში ახდენას?
ვიდრე ადამიანი ბავშვობის ასაკშია, საკუთარ თავსაც და გარესამყაროსაც ერთ მთლიანობად აღიქვამს, ამიტომ ყოველი ადამიანი მტკივნეულად განიცდის ბავშვობასთან დამშვიდობებას, ყოველი კაცი მისტირის დაკარგულ ჰარმონიას, დაკარგულ მთლიანობას. ბავშვური ოცნებების მსხვრევა დიდ ტკივილს იწვევს.
რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?
ბედნიერად ვიგრძნობ თავს, თუ ჩემს მიზნებს ფრთები არ შეეკვეცება და ჩემი ოცნება სინამდვილეში ახდება... მაგრამ მაშინ რა ჰქნას გულმა, თუ სამუდამოდ გაწყდა კავშირი სინამდვილესა და ოცნებას შორის?
ბავშვობიდან დაწყებული გზა ადამიანმა ისე უნდა გაიაროს, რომ უკან მოხედვის არ შეეშინდეს. ამ ცხოვრების ღელვა-ტორტმანში შენი ტვირთი ისე უნდა გაატარო, რომ არც ხელი და არც ფეხი არ დაისვარო. ცრემლი რომ ცრემლია, ერთი წვეთი ცრემლი თუ არ დაეცა შენს ცხედარს, ჩათვალე, უაზროდ გიცხოვრია.
ყველას არ ეღირსება, თორემ ბედნიერებაა ილიასთვის ნასროლ ტყვიას შუბლი შეუშვირო, სამასი არაგველის საფლავში ჩაწვე, თევდორე მღვდელი შეცვალო, პაატას ხვედრი გაიზიარო.
დავით აღმაშენებლის მსგავსად მკერდზე ლოდი დაიდო და მრევლს შეჰღაღადო: ,, ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან წყალობა ჰყავით"
გალაკტიონივით თავი გაიმეტო, მაგრამ უკან მოხედვის არ შეგეშინდეს, რუსთაველივით საფლავი დაკარგო და მაინც ერის გულში დაიმარხო, ხატად იქცე.
სიცოცოხლის წერტილი უკანასკნელი საჩუქარია წუთისოფლისა. მანამდე კი წინააღმდეგობებით აღსავსე ლამაზი გზა თუ ვერ გავიარე, ამქვეყნად მოსვლას აზრი არ ექნება.
ღმერთო, ნუ შემიმიკლებ ამ გზას, ნუ წამართმევ იმის საშუალებას, რომ ჩემი ოცნება განვახორციელო, რომ მთლიანად და ლამაზად დავიხარჯო წუთისოფელში.
ვფიქრობ, ვაზროვნებ, ვოცნებობ, ვისწრაფვი მწვერვალებისკენ. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველ ადამიანში არის თანდაყოლილი სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობებისა და მონაცემების მაქსიმალური გახსნისთვის, რაც უმაღლეს ადამიანურ მოთხოვნილებას წარმოადგენს.
მშვენიერია მიზანსწრაფული ადამიანი. მიზანი ხომ სიცოცხლეზე მეტია.
,,ადამიანები მოტივირებული არიან პირადი მიზნების ძიებისთვის და ეს მათ ცხოვრებას მნიშვნელოვანსა და გააზრებულს ხდის"-ამბობს მასლოუ.
ჩემი უპირველესი პირადი მიზანია წარჩინებით დავამთავრო სკოლა, შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გავხდე ინგლისური ენის სპეციალისტი.
ვოცნებობ მოვხვდე ისეთ ზღაპრულ ქვეყანაში, როგორიცაა ა.შ.შ. მე ხომ ინგლისური ენის შესწავლაში დიდი დახმარება გამიწია კეთილი ნების ელჩმა ამერიკის შეერთბული შტატებიდან. craig filipowicz იყო ჩემი მასწავლებელი. მე მასთან ერთდ ვთანამშრომლობდი ერთი წლის განმავლობაში და ამ წელს ჩემი ბავშვობის საუკეთესო წელი ვუწოდე.
სკოლის დამთავრებამდე კი ჩემი მიზანია ფეხდაფეხ მოვიარო საქართველოს ყოველი კუთხე. მისი ძირძველი მიწა-წყალი, რადგან ნამდვილ ქართველად არ მიმაჩნია ის ქართველი, რომელიც ჯერ თავის მამულს არ გასცნობია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიწევს.
მინდა ვიყო თავისუფალი, გონიერი, განათლებული, სამართლიანი და მიზანსწრაფული ადამიანი. მე მუდამ მახსოვს ვაჟას სიტყვები: ,,რომელი ადამიანიც ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელ კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას...
ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს. მთელი თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისთვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის."
ბათაშვილსაც მოუსმინოთ: ,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს".
მე მომავალი დედა ვარ და მამულს უნდა აღუზარდო ზნეფაქიზი და პატრიოტი შთამომავლობა. თუ ჩვენ და შემდეგ ჩვენმა დაზრდილმა მართვებმა არა, სხვამ ვინ უნდა მოუაროს ჩვენს ენას, მამულს, ზღვას, ვაზს?
განა მარტო მტერთან ბრძოლაა საპატიო და პატრიოტული საქმე?
ერი უნდა ამრავლო, მშობელი უნდა იყო ხვალინდელი დღისა და მაშინ ხარ გმირი.
ჩემი მიზანიც ესაა, რომ ჩემი საქმით ჩემს ერს და მთელ კაცობრიობას ვემსახურო. შეურცხვენლად განვლო ჩემი ცხოვრების გზა, აღვასრულო ჩემი მისია და რადგან საზოგადოებას ვეკუთვნით, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს.", ეს არის ჩემი ,, დანიშნულება და საღმრთო ვალი."
ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი.
დიადი მიზანი დიდ ენეგიას ბადებსო,-უთქვამთ ბრძენთ და სავსებით მართალია. მეც მინდა ჩემი ენერგია მიზნის განხორციელებისთვის დავხარჯო.
,,თავის თავის პოვნისთვის“ კი აუცილებელია ნებისყოფა. ღრმად მაქვს გააზრებული რომ სწავლა შრომის ერთ-ერთი უმთავრესი სახეობაა, რომელსაც დიდი ნებისყოფა ესაჭიროება.
კონკურსის ამსახველი ფოტო-მასალა
Комментариев нет:
Отправить комментарий