ინტელის პროექტი



   სასწავლო პროექტის "როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი" პორტფოლიო.



   მეცხრე დღის რეფლექსია
   განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.შევქმენით პრეზენტაციები, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად,მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას,შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, შევქმენით მასალები და გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე,განვათავსეთ ბლოგზე სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენ მიერ შექმნილი სხვა რესურსები.
    საინტერესო იყო ბატონი ავთოს მიერ ჩატარებული ტრენინგი, დატვირთული და საქმიანი იყო ყოველი საათი, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მიზნით, რომ  უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა და  სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.
  უკვე დავიწყე იმ სასწავლო  პროექტის განხორციელება, რომლის გეგმაც ინტელის ტრენინგზე  შევიმუშავე, ჩავატარე გაკვეთილი- კონკურსი:,, ვინ უფრო კარგად იცნობს გალაკტიონის  ცხოვრებას და შემოქმედებას"გადავიღეთ ფოტოები და ავტვირთეთ ჩემს ბლოგზე.ჩემმა მოსწავლეებმა გამომიგზავნეს მეილზე პრეზენტაციები, რომლებიც განვათავსე ბლოგის გვერდზე- მოსწავლეთა პრეზენტაციები.
     მადლობა ტრენერს იმისათვის რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა გაგვიზიარა.
                                             






      მერვე დღის რეფლექსია
    დღეს  გამორჩეული დღე გვქონდა, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი და ვისწავლეთ , თუ როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ჩვენი ნაშრომები, ფოტომასალა, ვიდეოები და ასე შემდეგ. გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები.წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელ-ის პროექტის მასალები, გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს  და შევარჩიეთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისათვის.
  მინდა აღვნიშნო, რომ დაუზარებელი და მეტად აქტიური ადამიანია ჩვენი ტრენერი, რომელიც მუდამ ითხოვს ჩვენგან , თუ რა გვაინტერესებს და რა შეკითხვაზე ვისურვებთ პასუხი გაგვცეს, მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისათვის.




   

მეშვიდე  დღის რეფლექსია
    დღეს შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი,დავადგინეთ თუ რა უნდა გაგვეკეთებინა პროექტის დაწყებამდე, რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ მოსწავლეებს პროექტის მსვლელობის პროცესში და რას წარმოადგენდნენ პროექტის მონაწილენი სასწავლო პროექტის დასრულების შემდეგ,ავტვირთეთ ბლოგზე დასრულებული  პრეზენტაციები .
   საინტერესო საათები გვისახსოვრა ჩვენმა ტრენერმა, მადლობა მას.


2014 წლის 9 აპრილი
მეექვსე დღის რეფლექსია
   დღეს შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ   მასალები,   განვათავსეთ ბლოგზე ჩვენ მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციები .გავაკეთეთ მოსწავლის საპრეზენტაციო სლაიდ-შოუ და გამოვაქვეყნეთ.
    მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.


                                                                                                                                                                                                         
 


მეხუთე დღის რეფლექსია
   დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა ერთმანეთს გავუგზავნეთ ჩვენი ნამუშევრები და წერილები.ვისწავლეთ ანიმაციური ფოტოების ჩასმა საპრეზენტაციო სლაიდში.
   მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.



2014 წლის 2 აპრილი.

მეოთხე დრის რეფლექსია

     შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი თემისათვის,ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე , გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და დავიწყეთ  მუშაობა ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.
    მადლობა ჩვენს ტრენერს კიდევ ერთი საინტერესო დღისათვის.
    
მესამე დღის რეფლექსია

    2014 წლის 31 მარტი
საინტერესო იყო  ტრენინგი , ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები  და ბლუმის ტაქსონომია, გავიაზრეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები, მოვიფიქეთ კითხვები ჩვენი სასწავლო პროექტისათვის, ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.
    მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო, შინაარსიანი და  და საქმიანი ტრენინგისათვის







მეორე დღის რეფლექსია



     გავეცანით სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა  და პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, შევქმენით ბუკლეტი და მოვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.
   მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.
    2014 წლის 26 მარტი.




პირველი დღის რეფლექსია


    პირველი მეცადინეობა.საინტერესო და შინაარსიანი  იყო ჩვენთვის  ეს დღე.ვისაუბრეთ იმის შესახებ,თუ როგორ დაეხმარება პროექტი ჩვენს  მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.შევქმენით საქაღალდეები, განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, დაგვავალეს, მოვიფიქროთ საინტერესო სასწავლო პროექტი და წარმოვადგინოთ მომდევნო მეცადინეობაზე. 
  მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს, ბატონ ავთოს საინტერესო საუბრისათვის.










Комментариев нет:

Отправить комментарий