1.ვის ეკუთვნის ლექსი ,,გოგჩა,,? (1)
ა)ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ბ)გრიგოლ ორბელიანს, გ) ნიკოლოზ
ბარათაშვილს
2. რისი სიმბოლოა მერანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში? (1)
ა) დაუმორჩილებელი სულის, ბ)ისტორიის ძნელბედობის, გ)ბედისწერის
3.ვის ეკუთვნის სიტყვები,, არს მწუხარება სულისა , არ
აქვს ნუგეში რომელსა,,. (1)
ა) გრიგოლ ორბელიანს, ბ)ნიკოლოზ ბარათაშვილს, გ)ალერქსანდრე
ჭავჭავაძეს
4. რომელ რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვა ოთარაანთ ქვრივის გარდაცვალება? (1)
ა)აღდგომას, ბ)გიორგობას,გ)შობას .
5,, მგზავრის წერილების,, მიხედვით რატომ არ მოსწონდა
ხალხს თერგდალეულები? (1)
ა)ისინი გარუსებულები იყვნენ, ბ)ისინი გაუნათლებლები
იყვნენ, გ)უმიზეზოდ
6.ჩამოთვლილთაგან რომელ პრობლემას არ შეხებია ილია ჭავჭავაძე
,,ოთარაანთ ქვრივში,,(1)
ა)გაუცხოებას ადამიანსა და ბუნებას შორის,ბ)გაუცხოებას
დედა-შვილს შორის, გ)გაუცხოებას სოციალურ ფენებს შორის.
7.რატომ ეჯავრებოდა ლუარსაბს სტუმრის მოსვლა? (1)
ა)ადამიანებთან ურთიერთობა არ უყვარდა.
ბ)არ უნდოდა მისი სახლი ვინმეს ენახა
გ)ტანთ ჩაცმა ეზარებოდა.
8 .რას ადარებს ლუარსაბი ადამიანს? (1)
ა)ძირგავარდნილ ფიალას, ბ) ძირგავარდნილ ჯამს, გ)ძირგავარდნილ
ქვევრს.
9.ვის უძღვნა აკაკიმ ლექსი ,, განთიადი,,? (1)
ა)გიორგი ერისთავს, ბ) დიმიტრი ყიფიანს, გ)ივანე მაჩაბელს.
10.რატომ იტვირთა ბათუ აფხაზმა ზია- ხანუმის დავალების
შესრულება? (1)
ა)საფარ-ბეგმა სთხოვა, მის მაგივრად წასულიყო.
ბ)ზია- ხანუმს ეტრფოდა
გ)ძუძუმტეს გაუფრთხილდა
11.საფარ-ბეგის უკადრისი საქციელით თავზარდაცემულმა
ბათუმ სტუმართან არ გამოხატა თავისი სულიერი მდგომარეობა.. ბათუს ხასიათის რა თვისება
ჩანს ამ ეპიზოდში? (1)
ა)თავშეკავებულობა, ბ)ლაჩრობა. გ)უნიათობა
12. რატომ მოიკლა გამზრდელმა თავი? (1)
ა)ვაჟკაცობის დასამტკიცებლად, ბ)ნამუსის განსაწმენდად.გ)გაზრდილის
დასატანჯად.
13. ილიას ,,პოეტის ,, მიხედვით, რა არის პოეტის დანიშნულება? (1)
ა)ერის წინამძღოლობა, ბ)საკუთარი გრძნობების ასახვა.
გ)ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება
14.გაიხსენეთ პოემა ,,განდეგილი,, და უპასუხეთ შეკითხვებს.
(2)
ა)რატომ განერიდა მწირი წუთისოფელს?
ბ)ვინ წარმოუდგება აფორიაქებულ განდეგილს მწყემსი ქალის
სახით?
15. შეაფასეთ საფარ- ბეგის ქმედება. ის
ორჯერ ინანიებს შეცდომას. უნდა მიეტევოს თუ არა მას? რატომ? (3)
16. .რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი? შეაფასეთ მისი ქმედება . თქვენ როგორ მოიქცეოდით?(3)
17. როგორ მოიქცა ონისე, შეაფასეთ მისი ქმედება (2)
18.გაასწორეთ ტექსტში დაშვებული შეცდომები (17)
ალექსანდრეს
ბაღის ტერიტორიაზე ბევრი ხნის განმავლობაში ყაბახი იყო.მე-19-ე საუკუნის 40-ან წლებში
აქ სამხედრო ობიექტი განათავსეს, მოგვიანებით კი ამ ადგილას ბაღის გაშენება გადაწყდა.
1865 წელს
თბილისში საზეიმოდ გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ბაღი რომელსაც ალექსანდრეს სახელი უწოდეს.ბაღი გაშენდა
არქიტექტორი ოტო სიმონსონის პროექტით.სიმონსონი პეტერგურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი
იყო.მისი დაპროექტებულია არაერთი შენობა, რომელიც დღესაც დგას და ამშვენებს ჩვენ დედაქალაქს. მარტო მოსწავლეთა რესპუბლიკური
სასახლის დასახელებაც საკმარისია, რადგან მისი დამსახურება წარმოვაჩინოთ.საგანგებოთ
ბაღისათვის დაპროექტებული საგამოფენო პავილიონები
რესტორანი შადრევანები განსაკუთრებულ ელფერს ძენდა მას.ის
როგორც ევროპული ყაიდის ბაღი რეგულარული
დაგეგმარებისა იყო და მანამდე არსებულ
თავ-შეყრის ადგილებს არ გავდა.
19 . შეარჩიეთ
და დაწერეთ ერთ- ერთი თხზულება :(10)
1.
ოთარაანთ ქვრივის დახასიათება
2.
ხევისბერი გოჩას დახასიათება
3.
დაახასიათეთ გუგუა
დაახასიათეთ ძიძია
როგორია ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის ,რა განაპირობებს ასეთ ურთიერთობას შეაფასეთ მათი ქმედება , იმსჯელეთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
ტესტი მომზადებულია ჩემ მიერ სადირექციო წერისათვის
ОтветитьУдалить