ბედი ქართლისა”
,,ბედი ქართლისას” ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფლებას როგორც დიდ, შეუცვლელ ფასეულობას უპირისპირდება მისი განადგურების ფატალური აუცილებლობა.
ძალა, რომელიც თავისუფლებას ახშობს, არ არის ისტორიული განვითარების გარდაუვალი კანონზომიერება, ბედისწერა ან ღვთიური განგება. ქვეყანას დამოუკიდებლობას გარდაუვალად აკარგვინებს თვით ერის დემორალიზაცია, რომელიც ბედისწერასავით დაუძლეველი გამხდარა.
ღალატის შედეგად კრწანისის ომის წაგების შემდეგ ერეკლე მტკივნეულად აცნობიერებს, რომ ეს მარცხი მთავარ ბრძოლაში მის მიერ განცდილი დამარცხების გამოხატულებაა – ამაო გამოდგა ბრძოლა ქართველების სულიერი და მორალური გამთლიანებისთვის, მათ ,,გასაერთიანებლად”, განკერძოებისკენ მათი მიდრეკილების აღსაკვეთად. ეს მიდრეკილება ფატალურად მტკიცე აღმოჩნდა, ქვეყანას ბოროტ ფატუმად ექცა. ამის გამო უკვე შეუძლებელი ხდება ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნება თუნდაც უბედურების და ტანჯვის ფასად. ამ ფატალური ძალის მოქმედება იწვევს ,,დარღვევის” შეუკავებელ პროცესს – ქართული სახელმწიფო ინგრევა, მძლავრობს შიდა დაპირისპირება, მიმდინარეობს ერის სულიერი, მორალური დეგრადიერება.
ერეკლეს აზრს, რომ საქართველო გარდაუვლად შეუერთდება რუსეთს, აღმოაცენებს ის, რაც მან კრწანისის ომის დროს მომხდარ გამცემლობაში განჭვრეტა – თავისი ქვეშევრდომების მანკიერ თვისებათა აღმოუფხვრელობა. მრავლისმთქმელია, რომ ლეონიძესთან კამათის ბოლოს ერეკლე დამთმობია, უარს ამბობს თავის გადაწყვეტილებაზე, რუსეთს შეუერთოს საკუთარი ქვეყანა – იგი ფიქრობს, რომ იმის მიუხედავად, თვითონ რას იტყვის, განიზრახავს და გააკეთებს, საქართველოს რუსეთთან შეერთება გარდაუვალია, ეს მაინც ყველა შემთხვევაში აუცილებლად მოხდება. მან იცის, რომ მორალურად დაცემული ხალხი თავისუფლების აუცილებლად გამოეთხოვება და ამ აზრს ვერ აცვლევინებს მის მიერვე შემდგომ მოპოვებული სამხედრო წარმატებები. ასე რომ, ერეკლე საქართველოს აუცდენელი მომავლის გამომცნობია. პოემის ფინალური ფრაზაც იმას გვეუბნება, რომ ერეკლემ შეიცნო, გაიგო საქართველოს ბედი და არა იმას, რომ საქართველოს ბედი ერეკლემ განსაზღვრა: ,,დიდი ხანია გულს ირაკლისა გარდუწყვეტია ბედი ქართლისა”. ქვეყნის ბედი გადაწყვიტა არა ერეკლემ, არამედ ქართული საზოგადოების სულიერმა, ზნეობრივმა კრიზისმა. მან მხოლოდ განჭვრიტა ის, რაც ამ კრიზისს გარსაუვლად მოყვებოდა.
ბარათაშვილი ერეკლეს წარმოსახავს როგორც ბედისწერასთან ბრძოლის უნაყოფობით – ,,მოყმეთა თვისთა ესდენ დამცრობით” ღრმად იმედგაცრუებულ, ილუზიებდამსხვრეულ რომანტიკულ გმირს. ,,ბედი ქართლისაში” ერეკლე ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა, რადგან მან – თუნდაც როგორც მეფემ, ყველაზე მეტი უფლებების მქონე ადამიანმა – ყველაზე უკეთესად იცის თავისუფლების ფასი. ის, რომ თავისუფლების დაკარგვა და სხვათა გამგებლობაში ყოფნა მტკივნეული იქნება ქვეყანაში მშვიდობის დამყარების და ქრისტიანობის გადარჩენის მიუხედავად, მას ლეონიძეზე ნაკლებად არ ესმის. მაგრამ იგი ლეონიძისგან განსხვავებით ხედავს თავისუფლების დაკარგვის ფატალურ გარდაუვალობას, რაც მით უფრო მწარეა მისთვის, რომ ეს გარდაუვალობა მის მიერ ვერაფრით დაძლეულმა ქართველთა თავკერძობამ განსაზღვრა.
თავისუფლება, რომელიც ,,ბედი ქართლისაში” ტრაგიკულად განწირულია, მეტად ძვირფასია პოემის ავტორისთვის და ყველა პერსონაჟისთვის. ის ძვირფასია კრწანისში დაღუპულთათვის და საერთოდ, სულიერად და მორალურად ჯანსაღი ქართველებისთვის, რომელთა კრებით, განზოგადებულ სახეს ,,არაგვის ლექსში” ვხედავთ. აქ განცდილი და ნაჩვენებია, თუ როგორ განუყოფელია ქართველი ადამიანი თავისი ქვეყნისგან, მისი მშვენიერი ბუნებისგან, რომელიც მის ხასიათს აყალიბებს – ქართველიც არაგვივით ლაღია. მაგრამ რაც უფრო ღრმაა ქართველის და მისი ბენებრივი გარემოს ერთიანობა, მითუფრო ტრაგიკულ გრძნობას ბადებს ის, რომ ქართველის კუთვნილი ეს ბუნება, მიწა-წყალი, ქვეყანა სხვისი საკუთრება უნდა გახდეს. არაგვის საქართველოს კონკრეტული ხატია, განსახიერებაა ქვეყნის, რომლის ბედიც ტრაგიკულად წყდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий