четверг, 3 апреля 2014 г.

სადამრიგებლო პროგრამა

 სადამრიგებლო პროგრამა                                                   თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ღვანკითის საჯარო სკოლის  მეთერთმეტე   კლასის   ხელმძღვანელი  მადიმი დოლაკიძე
დამრიგებელი  მოსწავლის  მრჩევლად  მოიაზრება.  მისი  მუშაობა  უნდა  ემყარებოდეს  ზოგადი  განათლების    ეროვნულ  მიზნებს  და  ხელს  უწყობდეს  მოსწავლეებში  გონებრივი და ფიზიკური   უნარების  განვითარებას,  მათ  ჩაბმას  სხვადასხვა  კლუბსა  თუ  წრეში;  ასევე,  უნდა  უწყობდეს  ხელს  მოსწავლეებში  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრებას, უნდა  უვითარებდეს  ლიბერალურ  და  დემოკრატიულ  ღირებულებებზე  დამყარებულ  სამოქალაქო  ცნობიერებას  და  ეხმარებოდეს  მათ  ოჯახის,  საზოგადოებისა  და  სახელმწიფოს  წინაშე  საკუთარი  უფლება - მოვალეობების  გაცნობიერებაში.
დამრიგებლის  მოვალეობები
ყველა  კლასს  თავისი  დამრიგებელი  უნდა  ჰყავდეს. სასურველია  დამრიგებელი   ასწავლიდეს  თავის  სადამრიგებლო  კლასს.
დამრიგებელს  ევალება:
სადამრიგებლო  საათის  ჩატარება  თვეში  მინიმუმ  4-ჯერ;
მოსწავლის  დახმარება  აკადემიური  თუ  სხვა  პრობლემის  გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა  და  მასწავლებლებს  შორის  შუამავლობა  პრობლემების  წარმოქმნის  შემთხვევაში;
მშობლებისათვის  შვილის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  გაცნობა  თვეში  მინიმუმ  ერთხელ;  საკუთარი  სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლეების  დასწრების  აღრიცხვის  ყოველდღიური  შემოწმება;
სასწავლო  წლის  დასაწყისშივე  მოსწავლისა  და  მისი  მშობლების  ინფორმირება  მოსწავლის  მიერ    გაკვეთილების  გაცდენის  შემთხვევაში  მოსალოდნელი  სავარაუდო  შედეგების  შესახებ;
სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლის  სხვა  სკოლაში  გადასვლის  შემთხვევაში,  მისი  მიმღები  სკოლისათვის  მოსწავლის  აკადემიური  მოსწრებისა  და  გაკვეთილზე  დასწრების  შესახებ  ინფორმაციის  მიწოდების  უზრუნველყოფა;
ამ  გეგმით  გათვალისწინებული  სხვა  ვალდებულებების  შესრულება.

დამრიგებელი  მშობლებს  შვილის  აკადემიური  მოსწრების  და  ყოფაქცევის  საკითხებს  ინდივიდუალური  შეხვედრების  დროს  უნდა  აცნობდეს.  დაუშვებელია  ერთი  მოსწავლის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  შესახებ  სხვისი  თანდასწრებით  საუბარი.
თუ  მოსწავლე  სკოლას  აცდენს,  დამრიგებელი  ვალდებულია,  გაიგოს  გაცდენის  მიზეზი.
დამრგებელი  პერიოდულად  უნდა  ეკითხებოდეს  საგნის  მასწავლებლებს  სადამრიგებლო  კლასში  მოსწავლეების  აკადემიური  მოსწრების,  პიროვნული  პრობლემებისა თუ  ზოგადი  წარმატებების  შესახებ. სასწავლო  წლის  დასრულებისას  მან  უნდა  გააკეთოს  სადამრიგებლო  კლასის  თითოეული მოსწავლის აკადემიური  მოსწრების , გაკვეთილზე  დასწრების  და  ქცევის  ანალიზი,  რის  საფუძვლეზეც  დაწერს  თითოეული  მოსწავლის მოკლე  დახასიათებას.
სადაც  დაწერს:
მოსწავლის  ძლიერ  მხარეებს,  მის  წარმატებებს  როგორც  აკადემიური,  ისე   სოციალური  ურთიერთობების  თვალსაზრისით,  მონაწილეობას  წრეებში, სპორტულ  შეჯიბრებებსა   თუ  სხვა  სახის  ღონისძიებებში.
მოსწავლის  აკადემიური, ფიზიკური,  ემოციური  და  სოციალური  განვითარებისათვის  მნიშვნელოვან  საკითხებს,   რომელთა  გათვალისწინებით  სასარგებლო  იქნებოდა მოსწავლისათვის.

იმ  შემთხვევაში, თუ  მოსწავლის  საშუალო  წლიური  ნიშანი  5.1-ზე  დაბალია,  დამრიგებელი  ვალდებულია,  გააფრთხილოს   მშობელი    და  მოსწავლე  იმის  შესახებ, რომ აუცილებელია  მნიშვნელოვანი  პროგრესი  მომდევნო   სასწავლო  წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის  ბოლო კლასი), რათა  მოსწავლემ  შეძლოს  საფეხურის  დაძლევა.
დამრიგებელი  ვალდებულია  შეხვდეს  დაინტერესებულ  მშობელს   და  მიაწოდოს  ინფორმაცია  მისი შვილის აკადემიური   მოსწრების, ქცევისა  და გაცდენების  შესახებ.

დამრიგებლის  მუშაობის  პრინციპები
დამრიგებლის  სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ  პრინციპებს  უნდა  ემყარებოდეს:
აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო  მუშაობა  მიმართული  უნდა  იყოს  პიროვნების  ფიზიკური, ფსიქიკური,  სოციალური  და  სულიერი  განვითარებისაკენ.  სააღმზრდელო  მუშაობის  მთავარი  პრინციპი  ფიზიკურად  და  ფსიქიკურად  ჯანსაღი  მოქალაქის  აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური  პიროვნების  აღზრდა -ყველა  ბავშვი  უნიკალურია. ისინი  დაჯილდოებულნი  არიან  განსხვავებული  ნიჭითა  და  შესაძლებლობებით. შესაბამისად,  დამრიგებლის  ფუნქციაა მოსწავლის  შინაგანი  ძალების  მობილიზება და  მათი ნიჭისა  და  შესაძლებლობების  გამოვლენისათვის  სათანადო  პირობების  შექმნა;
მოსწავლეთა  ჩართულობა 
 ეს  პრინციპი  ხელს  უწყობს მოსწავლეებში  პასუხისმგებლობისა და  ვალდებულების  გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხელშესაწყობად  საშუალება  უნდა  მისცეს  მათ  მონაწილეობა  მიიღონ  აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობების  და სხვ.)  დაგეგმვასა  და ამ  დროს  წამოჭრილი  პრობლემების  მოგვარებაში.  დამრიგებელმა  მაქსიმალურად  უნდა  გაითვალისწინოს  მოსწავლეთა  ინტერესები.  ამგვარი  ჩართულობა მოსწავლეებს  გამოუმუშავებს  ისეთ  უნარ-ჩვევებს, რომლებიც  დაეხმარება  მათ  დამოუკიდებლად  მოაგვარონ  ცხოვრებაში  წამოჭრილი  სირთულეები  და  ხელს  შეუწყობს  თავისუფალი  პიროვნების  ფორმირებას;
თანამშრომლობის  პრინციპი 
დამრიგებლის ურთიერთობა  მოსწავლეებთან  უნდა  ემყარებოდეს  თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა  და  ურთიერთნდობას . დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი  უნდა  იყოს  კლასში  თანამშრომლობითი  გარემოს  შექმნა.

რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის  განხორციელებისათვის
სადამრიგებლო  საათი ხელს  უწყობს  მოსწავლეების  სოციალურ-პიროვნულ  განვითარებას,  აყალიბებს  ნდობისა  და პატივისცემის  ატმოსფეროს , რაც წარმოადგენს  მოსწავლეებსა  და  მასწავლებელ-დამრიგებელს  შორის  პოზიტიური  ურთიერთობების  საფუძველს.
კლასთან  დამრიგებლის  მუშაობა,  სასურველია,  შემდეგი  ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან  საუბრები; კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით  დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა  და ლაშქრობების  ორგანიზება; მოსწავლეთა საჭიროებებიდან  გამომდინარე, ცნობილ  ადამიანებთან  და  სხვადასხვა  სპეციალისტებთან  თუ  ორგანიზაციის წარმომადგენლებთან  შეხვედრების  მოწყობა.
დამრიგებელმა  კლასის  საჭიროებებიდან  გამომდინარე  უნდა დაგეგმოს  შეხვედრები  და ღონისძიებები. შესაძლებელია,  ამ  შეხვედრებს  ჰქონდეს  სისტემატური  ხასიათი. დამრიგებელი  უნდა  თანამშრომლობდეს  მოსწავლეთა  მშობლებთან,  საგნის  პედაგოგებთან,  ხელს  უწყობდეს სხვადასხვა  კულტურულ  და  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  (მაგ: ბიბლიოთეკებთან,  მუზეუმთან  და სხვ.) ურთიერთობის  დამყარებას.
სადამრიგებლო  სასაუბრო  თემები  მოქცეულია  შემდეგ  ხუთ  მიმართულებაში;
1.   პიროვნული  და  მორალური  განვითარება;
2.  გარემოსდაცვითი კულტურა  და  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი;
3.  უსაფრთხოება  და  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;
4.  თვალსაწიერის  გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური  და  სამეცნიერო  მიღწევების  მნიშვნელობა;
სადამრიგებლო საუბრები  შესაძლოა  შედგეს  როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ: ექსკურსიაზე  ან მუზეუმის  დათვალიერებისას.
ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები:
1.ბაზაძე თორნიკე   
2.ბერიძე ბადრი       
3.ბუსკივაძე სალომე
4.კუბლაშვილი ბადრი
5.კუბლაშვილი ეკა
6.მაკარიძე ფიქრია
7.მოდებაძე ხატია
8.რობაქიძე ანა
9.რობაქიძე ქრისტინე
10.რობაქიძე ქეთევან
11.სახვაძე ნიკა
12.ქარქაშაძე მერაბი 
13.ქოჩიაშვილი გულიკო

14 ქურცაძე მადონა 
15 ჯანგიანი გიორგი
16.კურტანიძე გიორგი
    
  ხუთი რამ, რაც არ უნდა ვუთხრათ მოსწავლეებს.

5. „ვიცი, შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენს ეს უნდა დავძლიოთ...“ - ეს ფრაზა არ არის ფსიქოლოგიურად დამანგრეველი, მაგრამ ამით, ვერც ვერავის დახმარებას შეძლებ. ეს ის ფრაზაა, რომლითაც შეგიძლია მხოლოდ სულელად გამოიყვანო შენი თავი. თუ ფიქრობ, რომ კურიკულუმში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდ იყოს, ამას ბავშვებთან ნუ შეიმჩნევ და შეეცადე, ეს სიტუაცია შეალამაზო და ისე მიაწოდო მათ.
4. „არ ვიცი რას ვაკეთებ.“ - მართალია, ცხოვრებაში ხშირად გვიდგება ისეთი მომენტი, როდესაც ვფიქრობთ, რომ არაფერი ვიცით, მაგრამ ამის გამომჟღავნება მოსწავლესთან არ შეიძლება. მასწავლებელი, ბავშვისთვის ის ეტალონია, რომელმაც ყველაფერი იცის და, რომელიც მუდამ მის აღზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. ასეთი სიტყვებით კი, მხოლოდ მის წარმოსახვაში შექმნილ გმირობისა და ცოდნის იმ ეტალონს დავამსხვრევთ, რომელიც მასწავლებლის მიმართ მოსწავლეს გააჩნია.
3. „მეორე კლასმა ეს უკეთესად გააკეთა. რა დაგემართათ თქვენ, ბავშვებო?“ - მოსწავლე ყოველთვის უნდა გრნობდეს, რომ მასწავლებლისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვასთან შედარება და, მითუმეტეს უარყოფით კონტექსტში, მოსწავლის მოტივაციას კი არ ზრდის, პირიქით ადაბლებს და უფრო მეტიც, შეურაცხყოფილად აგრძნობინებს თავს.
2. „შენ ვერასოდეს შეძლებ, რომ ...“- ფიქრობ თუ არა შენ ამას, მაინც არასოდეს უნდა უთხრა ეს ბავშვს. რეალურად, არასოდეს იცი ეს მოსწავლე მიაღწევს, თუ არა რაიმე წარმატებას ცხოვრებაში. ამ სიტყვებით კი, მასში არსებულ ყველანაირ მოტივაციას ჩაკლავ.
1. ყველაზე ცუდი და მოუშუშებელი ჭრილობის მიმყენებელი სიტყვები:
„თავს დავდებ შენ თუ ამას გააკეთებ“ - ეს სიტყვები სწორედაც რომ შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მოსწავლისათვის. მიუხედავად იმისა, ფიქრობ თუ არა ამას ეს სიტყვები შემდეგნაირად იშიფრება: „მე არ ვზრუნავ შენზე“. და არ არსებობს ამაზე უფრო დამანგრეველი სიტყვები, რაც შეიძლება მასწავლებლის მიერ იქნას წარმოთქმული.


Комментариев нет:

Отправить комментарий