суббота, 12 апреля 2014 г.

წიგნი

წიგნი ისეთი ფრთებია, რომლებიც დედამიწას და ვარსკვლავეთს შემოგატარებთ, თქვენს წარსულსა და მომავალს შეგაყვარებთ, რომ სამშობლოს უფრო გულმოდგინეთ ემსახუროთ,წიგნის ფურცლები ის მგალობელი ფრთოსნებია. თქვენი თითების შეხებით რომ შეიფრთხიალებენ და ამ შრიალის ბატონ-პატრონი მაშინ თქვენა ხართ, თქვენ გიმღერიან,წიგნი თქვენი მეგობარია, იგი უთქვენოდ მთვლემარეა და მას მხოლოდ თქვენი ხელების სითბო გააცოცხლებს. წიგნი არა მარტო გართობის, იგი ცოდნის წყაროა, წიგნი სიხარულის წყაროა.წიგნი გონების გასაღებია.ჩემს პატარა ბავშვობაში პირველად წიგნებმა გადამიშალა  შორეული ქვეყნების ლამაზი და მომხიბლავი სურათები,წიგნებმა მომითხრო ხალხთა ბედი შორეულ წარსულში.თუ წიგნი არ გიყვართ ვერასოდეს ჩაწვდებით ბუნების საიდუმლოებას, ვერ შეიცნობთ სამყაროში არსებულ მოვლენებს , ადამიანთა ურთიერთობაში გარკვევაც კი გაგიჭირდებათ.თანაც წიგნის კითხვა ხომ ერთობ საინტერესო სამყაროში მოგზაურობაა.გიყვარდეთ წიგნი, ყველაზე დიდი საუნჯე.ყოველდღე გამონახეთ დრო მის  წასაკითხად,თორემ დიდობაში არც ამდენი დრო გექნებათ   და არც ასეთი ათვისების უნარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий