ა.ღვანკითის ისტორიული ძეგლები
ბ. სოფლის ღირსეული ადამიანები
გ.ხალხში გაბნეული მარგალიტები და სოფლის ტოპონიმები.
დ.ტრადიციები და ზნე– ჩვეულებები.
პრობლემის განსაზღვრა . მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ თავიანთი სოფლის ისტორიას , კულტურულ ძეგლებსა და ტოპონიმებს,– იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი ღირსეული საქმე გააკეთეს;–იმ მარგალიტებს, რომლებიც ხალხშია გაბნეული;–იმ ზნე–ჩვეულებებსა და ტრადიციებს,რომლებიც ოდესღაც არსებობდა და დღეს უკვე დავიწყებას მიეცა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა ასაკი/კლასი
მე–12 კლასი, 16 –17წ.
პროექტის ვადები /ხანგრძლივობა
2015წ.აპრილი– მაისი
სასწავლო პროექტის მნიშვნელობა /აქტუალობა/
ეს სასწავლო პროექტი აქტუალური იქნება, რადგან მისი განხორციელებით მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან სოფლის ისტორიასა და კულტურულ ძეგლებს,წარმატებულ ადამიანებს,ხალხში გავრცელებულ მარგალიტებს, ტოპონიმებს,ხალხის ტრადიციებსა და ზნე–ჩვეულებებს. ღირსეული ადამიანების ცხოვრების შესწავლით ბავშვები დაადგენენ მათ წარმატებებს, პრობლემებს გაითავისებენ, ყოველივე ეს კი მოსწავლეებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში.წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწავლეებს მათთვის მიბაძვის სურვილს გაუჩენს და ხელს შეუწყობს მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.
შეიქმნება სხვადასხვა რესურსი, ალბომები, სტენდები,სლაიდები. მოსწავლეები მოძიებულ მასალებს განათავსებენ ინტერნეტში .
პროექტში მონაწილე მოსწავლეები განივითარებენ უნარებს სხვადასხვა საგანში
1. ისტორიაში–ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიებით.
2.გეოგრაფიაში–შეისწავლიან სხვადასხვა ადგილებს და დაადგენენ მათ ტოპონიმებს.
3საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში–ინტერნეტში მასალების მოძიებით,სურათების ატვირთვით,პრეზენტაციის მომზადებითა და ნამუშევრების ბლოგში განთავსებით
4.ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს.გაიუმჯობესებენ წერისა და კვლევის უნარებს.
5ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარები.
მოსწავლეებს განუვითარდებათ აგრეთვე ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის,საზოგადოებასთან ურთიერთობის, რესურსების გამოყენების, კვლევისა და ძიების უნარები
პროექტის მიზნები.
მოსწავლეების მიერ სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე და თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პროექტის კრიტიკული გაანალიზება და შეფასება.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები და მათი ინდიკატორეები.
ქართ.12.მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს.
არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ.
იყენებს სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებს.
შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს.
ქართ.12.მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
აფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას./შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი მანერები,რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ./
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერი ,ინტერნეტი, ფორმატები, მარკერები, თაბახის ფურცლები,ციფრული ფოტო–აპარატი,აუდიო–ვიდეო,სტენდები, ალბომები და ა.შ.,,,
წინასწარი ცოდნა. მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მასალების მოძიება, სლაიდების დამზადება, სურათების ატვირთვა.
სასწავლო პროექტის მსვლელობა.
1.თემის შერჩევა. მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებს,რომლებიც დაფაზე იწერება.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე საინტერესო თემას
ზოგადი თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ მის დავიწროებას, თემის გარშემო ჩამოწერენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან საპროექტო ჯგუფებში
შეიქმნება 4 ჯგუფი.
1''ისტორიკოსები,,2,,ღვაწლმოსილები,,
''3.,,ფილოლოგები,''4,,ფოლკლორისტები''
თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება .
1. ღვანკითის ისტორია და კულტურული ძეგლები.
2. სოფლის ღირსეული ადამიანები.
3.ხალხში გაბნეული მარგალიტები და სოფლის ტოპონიმები.
4.ტრადიციები და ზნე–ჩვეულებები
ჯგუფში ყველა წევრს თავისი დავალება აქვს,რომლებსაც
ლიდერები უნაწილებენ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მათი ინტერესების მიხედვით.მოსწავლეთა ნაწილი მოიძიებს ინფორმაციებს,ნაწილი ინტერვიუს აიღებს,ნაწილი ფოტოებს გადაიღებს,გააკეთებენ ჩანაწერებს,დაამზადებენ სლაიდებს,ალბომებს,სტენდებს,დაწერენ საგაზეთო სტატიას,განათავსებენ ინტერნეტში საინტერესო მასალებს და ა.შ.
სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით მომზადდება შესაბამისი პროდუქტი.
აქტივობები.
1რესურსებისა და ინფორმაციების მოძიება.
2ფოტო–სურათების გადაღება.
3ალბომების,სტენდებისა და სლაიდების დამზადება.
4პრეზენტაცია.
დანიშნულ დროს მოხდება პროდუქტის პრეზენტაცია.
მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს შეფასების რუბრიკის მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები .
მოსწავლეთა წარმატებებს დავადგენ ეროვნული სასწავლი გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიხედვით
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება შემდეგი კრიტერიუმები.
1.ჯგუფის შემოქმედებითობა და თანამშრომლობა.
2.ინფორმაციის მოძიება
3.შექმნილი რესურსების გამოყენება
4.ზეპირი პრეზენტაცია
პროექტის ხელმძღვანელი: მადიმი დოლაკიძე
ხელმძღვანელის ელ ფოსტა :madimidolakidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий