ვე ნაწილაკიანი ნაცვალსახელის მართლწერა
ვე ნაწილაკდართული ნაცვალსახელების
მართლწერასა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების სწორად გამოყენება
-ვე
ნაწილაკის დართვა
-ვე
ნაწილაკის დართვით იწარმოება ნაცვალსახელები იგივე და ერთი და იგივე. მათი
გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ ბრუნვის დროს ფუძე იცვლება მოთხრობით
ბრუნვაში და დანარჩენ ბრუნვებში იბრუნვის შეცვლილი ფუძით. -ვე ნაწილაკდართული ნაცვალსახელის
არსებითთან ერთად ბრუნებისას სახელობითში გვაქვს იგივე, დანარჩენ ბრუნვებში კი
ფუძე იცვლება (იმავე) და ბრუნვის ნიშნები დაერთვის ამ შეცვლილ
ფუძეს (ცალკე ბრუნებისას)
შესაბამისად,
სწორია:
იგივე, იმავემ, იმავეს, იმავეს(თვის),
იმავეთი, იმავედ. ( წოდებითი არა აქვს!)
საზღვრულთან
ერთად ბრუნებისას მსაზღვრელად გამოყენებული ნაცვალსახელი მოთხრობითი ბრუნვის
ფორმას ინარჩუნებს, საზღრული კი იბრუნვის ჩვეულებრივად:
სახ.იგივე
წესი
მოთხ.იმავე
წესმა
მიც.იმავე
წესს
ნათ.იმავე
წესის
მოქმ.იმავე
წესით
ვით.იმავე
წესად
ერთი
და იგივე საზღვრულთან ერთად შემდეგნაირად იბრუნვის:
სახ.
ერთი და იგივე წიგნი
მოთხ.ერთმა
და იმავე წიგნმა
მიც.ერთსა
და იმავე წიგნს
ნათ.
ერთისა და იმავე წიგნის
მოქმ.
ერთითა და იმავე წიგნით
ვით.
ერთ(სა) და იმავე წიგნად
მესამე
პირის კუთვნილება
კუთვნილებითი
ნაცვალსახელები თავისი და მისი (იმისი) ორივე გამოხატავს მესამე პირის
კუთვნილებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი, რომლის კუთვნილებაზეცაა
საუბარი, მოქმედ პირს ეკუთვნის, ითქმის თავისი. მაგალითად,
ჭიქა ნინოსია. მან ჭიქა გარეცხა. უნდა ითქვას – ნინომ თავისი ჭიქა გარეცხა.
თუ საგანი სხვისია, ანუ არ ეკუთვნის
მოქმედ პირს, ითქმის – იმისი ან მისი. ჭიქა თანამშრომლისაა, ნინომ ჭიქა გარეცხა.
უნდა ითქვას – ნინომ მისი ჭიქა გარეცხა.
მარტივად – თავისი „საკუთარს“
აღნიშნავს, „მისი“ – სხვისას. სათუო შემთხვევებში უნდა მოვიქცეთ ასე: ჩავუნაცვლოთ
საორჭოფო ნაცვალსახელს სხვისი და თუ მიღებული შინაარსი სათქმელის შესაფერისი
აღმოჩნდა, სწორი ფორმა ყოფილა მისი, თუ არა – თავისი ( აქ დაგვეხმარება „დამხარე
სიტყვა“ – საკუთარი).
ანა ძმამ, ბუბამ გააბრაზა. უნდა ითქვას
– ანა თავის ძმაზე იყო გაბრაზებული ( და არა მის ძმაზე იყო გაბრაზებული!)
გაითვალისწინეთ!
თუ ზმნის სუბიექტი მრავლობით რიცხვშია,
თავისი ნაცვალსახელი თავიანთი ფორმით უნდა ჩავანაცვლოთ.
გოგონებმა
თავიანთი კაბები მოაწესრიგეს. ( და არა თავისი კაბები)
თუ
სუბიექტი კრებითია, მასთან თავისი ფორმა გამოიყენება.
ახალგაზრდობამ
თავისი სიტყვა თქვა. ( და არა თავიანთი სიტყვა)
სწორია: იმავე წიგნმა; თავიანთი წიგნები; ერთსა
და იმავე წიგნს; ხალხმა თავისი გაიტანა; ბიჭებმა თავიანთი ბურთები აიღეს
არასწორია: იგივე წიგნმა; თავისი წიგნები; ერთი და
იგივე წიგნს; ხალხმა თავისი გაიტანეს; ბიჭებმა თავისი ბურთები აიღეს;
Комментариев нет:
Отправить комментарий