ზმნიზედათა მართლწერა
ზმნიზედა
არის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც
აღნიშნავს თუ სად, როდის, როგორ, რა ზომით, რამდენჯერ, რატომ ან რისთვის ხდება
ზმნით აღნიშნული მოქმედება. ზმნიზედა მოქმედებას ან მდგომარეობას ახასიათებს
სხვადასხვა თვალსაზრისით, ამიტომ იგი შეიძლება ახლდეს ზმნასაც და ნაზმნარ სახელსაც
: გუშინ დაწერა, გუშინ დაწერილი
წერილი…
ზმნიზედათა
მართლწერა
ზმნიზედათა
წერისას შეცდომების თავიდან ასარიდებლად უნდა დავიხსომოთ რამდენიმე მარტივი წესი:
1.
მოქმედებითი ბრუნვისგან წარმომდგარი ზმნიზედების ბოლოს უნდა დავწეროთ თ და არა დ: ზემოთ, ქვემოთ, გარეთ, წინათ, უნებლიეთ, აქეთ,
იქით…
2.
ვითარებითი ბრუნვისაგან ნაწარმოები ზმნიზედების ბოლოს უნდა დ
და არა თ: კარგად, ცუდად, უცბად…
3.
დეფისით (და კავშირის გარეშე) იწერება ფუძის
გაორკეცებით მიღებული ზმნიზედები: ჩქარ–ჩქარა, უჯრა–უჯრა, ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა,
მთა–მთა, ტყე–ტყე…
4.
დეფისით იწერება აგრეთვე ანტონიმური ზმნიზედები: დილა–საღამოს, აქა–იქ,
გაღმა–გამოღმა…
5.
უდეფისოდ იწერება და კავშირით შეერთებული ზმნიზედები:
ხანდახან, თანდათან, დროდადრო, გზადაგზა…
6.
უდეფისოდ (ერთად) იწერება შერწყმული ზმნიზედები: ცალმხრივ, ყოველმხრივ,
ყოველნაირად, დიდხანს, დროგამოშვებით…
7.
უნდა ვთქვათ და დავწეროთ ალბათ (და არა ალბად)
საინტერესოა: ალბათ არაბულიდანაა შემოსული. მისთვის
ამოსავალია ჰელბეთ ფორმა,
რაც ნიშნავს “რასაკვირველია”, “უსათუოდ”. ქართულში შემოსულს მნიშვნელობა შეუცვლია
და სათუოდ, სავარაუდოდ მომხდარის მნიშვნელობა მიუღია.
8. წინ და უკან ანტონიმური ზმნიზედებია. თუ უკვე
წარსულში მომხდარ ამბავზეა საუბარი, მაშინ უნდა ვთქვათ: საზღვარგარეთ წავიდა ორი
წლის წინ (და არა საზღვარგარეთ წავიდა ორი წლის უკან) , ორი საათის წინ დაიწყო
კითხვა (და არა ორი საათის უკან დაიწყო კითხვა)…
არასწორია: წინად, უნებლიედ, ყოველ მხრივ, ალბად,
უცბათ
სწორია: წინათ, უნებლიეთ, ყოველმხრივ, ალბათ,
უცბად
Комментариев нет:
Отправить комментарий