მეშველი ზმნები
ქართულში
გვაქვს ზმნები, რომლებიც პირველსა და მეორე პირში -ვარ და -ხარ მეშველ ზმნას საჭიროებენ. მეშველი
ზმნის რაობა და დანიშნულება თავად სახელწოდებიდან შეგვიძლია ამოვიცნოთ. „მეშველია“
ზმნა, რომელიც „გვშველის“ და „გვეხმარება“, რომ გარკვეული მოქმედება უფრო მეტი
სიზუსტით გადმოვცეთ.
ზმნა, როგორც ცნობილია, აღნიშნავს მოქმედებას ან მდგომარეობას.
დავაკვირდეთ ზმნებს :
მივდივარ,
მიდიხარ, მივრბივარ, მირბიხარ, ვხტივარ, ხტიხარ… ეს ზმნები მოძრაობა–გადაადგილების აღმნიშვნელი ზმნებია.
ვდგავარ,
დგახარ, ვზივარ, ზიხარ, ვწევარ, წევხარ… ეს ზმნები კი მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია.
მოცემული
ზმნები ახლანდელი დროის პირველი და მეორე პირის ფორმებში, როგორც ვხედავთ, ირთავენ ვარ, ხარ მეშველ ზმნებს. მესამე პირის ფორმები კი მარტივია და მოკლე:
მიდის, მირბის, ხტის…
მესამე პირის ფორმების დაბოლოება ჰგავს
ხმიანობის/ხმის გამოცემის აღმნიშვნელი ზმნების მესამე პირის ფორმებს: მღერის,
ყვირის, ტირის, კივის, ტყუის…
სავარაუდოდ, ამ მსგავსების გამო
შეცდომით იწარმოება ამავე ზმნების პირველი და მეორე პირის ფორმები: ვმღერივარ,
ვყვირივარ, ტირიხარ, კივიხარ, ტყუიხარ…
ეს არასწორია!
შევაჯამოთ:
მდგომარეობისა და მოძრაობის აღმნიშვნელ
ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარ, მიხტიხარ,
მიდიხარ… ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზმნებთან კი არ არის აუცილებელი და
შეცდომაა:
ვმღერი (და
არა ვმღერივარ), მღერი (და
არა მღერიხარ),
ვტირი (და
არა ვტირივარ), ტირი (და
არა ტირიხარ),
ვკივი (და
არა ვკივივარ), კივი (და
არა კივიხარ),
ვტყუი (და
არა ვტყუივარ), ტყუი (და
არა ტყუიხარ).
-ვარ
და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო.
მაგალითად, თუ ვინმეს “ხმიანობა” არ
გვსიამოვნებს და გვინდა შევაწყვეტინოთ, უნდა ვთქვათ:
ნუ მღერი! ნუ
კივი! ნუ ტირი!
Комментариев нет:
Отправить комментарий