ინტელექტუალური შოუ- კონკურსი: ვინ უფრო კარგად იცნობს გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
კონკურსის მიზანი:მოსწავლეთა დაინტერესება გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებით . გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.
ინტელექტუალური დონის ამაღლება. პოეზიისადმი სიყვარულის გაღვივება.ქართული ლექსის რითმის, რიტმის, მუსიკალურობის შეგრძნება,სულიერი ამაღლება.
კონკურსის პირობები:კონკურსი ჩატარდება სამ ტურად, ქულების ათვლა დაიწყება პირველი ტურიდან და საბოლოოდ გამარჯვებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც სამივე ტურში ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს .
პირველ ტურში მონაწილეები პასუხს გასცემენ 10 შეკითხვას. თითოეულ შეკითხვას ექნება 3 სავარაუდო პასუხი, დრო მოფიქრებისათვის 10 წამი.
მეორე ტურში გადავა საუკეთესო შედეგების მქონე 10 მოსწავლე, მესამე ტურში კი გადავა საუკეთესო შედეგების მქონე 5 მოსწავლე.საბოლოოდ დაჯამდება სამივე ტურში მიღებული ქულები და დასახელდებიან გამარჯვებულები. განაწილდება პირველი, მეორე და მესამე ადგილები, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
პირველი ტურის პირველი შეკითხვა:
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა,
როგორ დავბადოთ კაცი, ყველაზე ბედნიერიც და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჟი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს ,
ულამაზესი იყოს მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ- დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი
პირველი ტურის პირველი შეკითხვა:
ვ ი ს ე კ უ თ ვ ნ ი ს ეს ლექსი? ა)მუხრან მაჭავარიანს, ბ)მურმან ლებანიძეს, გ)შოთა ნიშნიანიძეს
პირველი ტურის მეორე შეკითხვა:
2. რომელ წელს და სად დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე? ა)ვანის რაიონში, შუამთის ძირას გაშენებულ სოფელ ჭყვიშში 1891წლის 5(17) ნოემბერს.
ბ)სოფელ ჭყვიშში 1893 წლის 5(17) ნოემბერს
გ)სოფელ ორპირში1891 წლის 5(17) ნოემბერს
პირველი ტურის მესამე შეკითხვა:
3.რომელ რაიონს ეკუთვნოდა გალაკტიონის მშობლიური სოფელი?ა)ბაღდადის, ბ)სამტრედიის, გ)ზესტაფონის.
პირველი ტურის მეოთხე შეკითხვა:
4.გალაკტიონის წინაპრები 5 ძმა ტაბიძეები, სოლომონ მეორის მეფობის დროს გადმოსახლებულან სოფელ ჭყვიშში. მიზეზი გადმოსახლებისა იყო ის, რომ 5ძმიდან გიორგი ტაბიძე დაუნიშნავთ სოფელ ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად. სოლომონ მეფეს გიორგი ტაბიძისათვის ტყავზე დაწერილი სიგელი უბოძებია.. რომელი სოფლიდან გადმოსულან ტაბიძეები ჭყვიშში საცხოვრებლად?ა)ხონის რაიონის სოფელ ივანდიდიდან, ბ)სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშიდან, გ)ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითიდან.
პირველი ტურის მეხუთე შეკითხვა:
ვის შესახებ წერს გალაკტიონი:,,გარდაიცვალა ძლიერ ახალგაზრდა, მე არ მახსოვს ის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დავიბადე მისი გარდაცვალებიდან 7 თვის შემდეგ.მან დაგვიტოვა ჩვენ სახლი მდინარის პირად, ,, მეფის ჭალა“ მდინარე რიონის გაღმა და საკმაოდ ვრცელი წიგნთსაცავი მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების წიგნებით.
ა)ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძის შესახებ.ბ)იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძის შესახებ, გ)ნიკოლოზ ივანეს ძე ტაბიძის შესახებ .
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა
ერთი მოსწავლე მხატვრულად კითხულობს გალაკტიონის ლექსს
პირველი ტურის მეექვსე შეკითხვა:
6.პატარა გალაკტიონს წერა-კითხვა დედამ შეასწავლა , ის დინჯი, თავაზიანი , კეთილშობილი და ჰუმანური ადამიანი ყოფილა , ახალგაზრდა დაქვრივდა, ერთი შვილი
2 წლისაც არ ჰყავდა , მეორე 7 თვის შემდეგ შეეძინა. შესანიშნავად გაუძღვა ოჯახს . კერავდა საუკეთესო ჩოხა-ახალუხს. ის კულტურული ოჯახიდან იყო და შესანიშნავად იცოდა ოჯახური საქმეები.
ვინ იყო გალაკტიონის დედა? ა) სოფიო გულისაშვილი, ბ)მაკრინე ადეიშვილი გ)ეკატერინე აბაშიძე
პირველი ტურის მეშვიდე შეკითხვა:რომელ წელს დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსების პირველი წიგნი და რა უწოდა მას ტიციანმა ამ წიგნის საფუძველზე?ა)დაიბეჭდა1914 წელს და ტიციანმა უწოდა ,, მარტოობის ორდენის კავალერი“ ბ)დაიბეჭდა 1914 წელს და ტიციანმა უწოდა ,, პოეტების მეფე“გ) დაიბეჭდა 1914 წელს და ტიციანმა უწოდა ,,უცნობი“
პირველი ტურის მერვე შეკითხვა:1919 წელს გამოცემულმა წიგნმა გალაკტიონს სახელი და დიდება მოუპოვა რა იყო ამ წიგნის სახელწოდება? ა),, არტისტული ყვავილები“ ბ),, ცისფერი ყანწები“, ,, უცნობი“
პირველი ტურის მეცხრე შეკითხვა:ვინ ვის სწერს:,,მას ისე ვერ გავზომავთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ,, პოეზია უპირველეს ყოვლისა „ და გარეშე პოეზიისა , ოცნებისა და მაღლა-მაღლა ფრენისა მას არაფერი აინტერესებს. დიდებულია იგი, როცა მაღლა დაფრინავს, მხოლოდ სასაცილოა , როდესაც ძირს ეშვება და ჩვეულებრივი ადამიანის სახეს იღებს , ამიტომ ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ, თუ იგი გვიყვარს,მაინც ლმობიერი უნდა ვიქნეთ, მაინც უნდა გვიყვარდეს ეს უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ადამიანი და გულუბრყვილო ბავშვი.“ ა მ წერილს სწერს ა)გალაკტიონის ძმა აბესალომი ოლია ოკუჯავას. ბ)ტიციან ტაბიძე გალაკტიონის მეუღლეს.გ)კონსტანტინე გამსახურდია ოლია ოკუჯავას
პირველი ტურის მეათე შეკითხვა:რომელ წელს აღიარეს გალაკტიონი პოეტების მეფედ? ა)1921 წ., ბ)1914წ. ,გ)1917წ.
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა
ერთი მოსწავლე მხატვრულად კითხულობს გალაკტიონის ლექსს. მონიტორით ვაჩვენებთ ეკრანზე გალაკტიონის ფოტოებს ( წინასწარ მომზადებულ სლაიდ-შოუს)
მეორე ტურში გადადის საუკეთესო შედეგების მქონე 5 მოსწავლე
მეორე ტურის პირველი შეკითხვა:,, ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნებულ გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსში ორი ზედმეტი სტრიქონია :,, ვით ეფრქვევა ეს ჩანჩქერი ტბის ნაპირს და ტყეებს, და ვით ახვევს კვდომის ბურუსს ვერცხლის მდინარეებს“ რომელია ეს ლექსი?ა),,ლურჯა ცხენები,“ ბ),,მთაწმინდის მთვარე“,გ),,ეფემერა“დ) ,,ჩანჩქერი“
მეორე ტურის მეორე შეკითხვა:გალაკტიონი წერს:,,მზეოთიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები“ რა არის გრაალი?ა)ძელი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი, ბ)ღვთისმშობლის ხატი გ),მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, დ)თასი, რომელშიც მაცხოვრის სისხლი მოაგროვეს.
მეორე ტურის მესამე შეკითხვა:გალაკტიონის რომელი ლექსის სტრიქონებია:,,შეხავსებია კლდეები კლდეებს,იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია, ,,ამირანია?-“ მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,, ამირანია“ა) მას გახელილი დარჩა თვალები. ბ),, მშობლიური ეფემერა“, გ),, ომნიბუსით“, დ) წელიწადები წავლიან ძველნი“
მეორე ტურის მეოთხე შეკითხვა:,, ვერლენს მაისის სიზმრების ხილვით ესარკებოდა პარიზის რკალი, მაგრამ უეცრად ქარტეხილივით მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი“,-წერს გალაკტიონი ვინ არის ვერლენი?ა) სიმბოლისტი პოეტი, ბ)იმპრესიონისტი მხატვარი, გ)რომანტიკოსი მუსიკოსი,დ)ექსპრესიონისტი მწერალი.
მეორე ტურის მეხუთე შეკითხვა:,, ჭაბუკობისას არავისთვის გაუმჟღავნებია მას ის ბედისწერა სადაც ანათებს აზრის ბრწყინვალება ,რომელიც სამუდამოდ აღბეჭდილია მის მკერდზე მარტოობის ორდენის ბრილიანტივით“-ამბობდა მალარმე გრაფ ვილიე დე ლილა დანზე. ვინ და ვისთან დაკავშირებით იხმარა ანალოგიური გამოთქმა?ა) კონსტანტინე გამსახურდიამ -ტიციან ტაბიძესთან.ბ)გალაკტიონმა-ტერენტი გრანელთანგ) ტიციანმა გალაკტიონთან .
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა.
ერთი მოსწავლე კითხულობს გალაკტიონის ლექსს.
საუკეთესო შედეგების მქონე 3 მოსწავლე გადადის მესამე ტურში.
მესამე ტურის პირველი შეკითხვა:რომელი ლექსის შესახებ წერდა გალაკტიონი?:,, ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფიცი?“ა),, მე და ღამე“ბ),, მთაწმინდის მთვარე“, გ),, რომელი საათია“.
მესამე ტურის მეორე შეკითხვა:დაასახელეთ ნაწარმოები, რომელშიც არის მსგავსება ფსალმუნის ფრაზისა :,, ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრე ჰსურიან სულსა შენსა შენდამი, ღმერთო“ა) ხალხური ,, ირემო მთასა მყვირალო“ ბ)გიორგი ლეონიძე,, როგორც ირემი გამოვარდნილი“, გ)გ. ტაბიძე ,, დროშები ჩქარა“
მესამე ტურის მესამე შეკითხვა:ვინ არის ალიგიერი გალაკტიონ ტაბიძის სტრიქონებში:,, ვით სამოთხიდან ალიგიერი , მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული“?ა) ,, ალიგიერი“ შარლ ბოდლერის ფსევდონიმია. ბ) ,, ალიგიერი“ ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც სამოთხე მოიხილა გ),, ღვთაებრივი კომედიის“ ავტორია.
მესამე ტურის მეოთხე შეკითხვა:რას გადმოგვცემს გალაკტიონი ამ სტრიქონებით:,, და ღამით, ოდეს სძინავდა ყოველს, ზარით , ებანით, ხმა ისმა:აჰა, ესერა მოვალს , მიეგებენით“?ა)მაცხოვრის მეორედ მოსვლას, (სახარებისეული იგავი)ბ)იესოს დაბადების წინასწარმეტყველებას,(ფსალმუნი) გ)ადამის შექმნას ( შესაქმე), დ)უფლის გამოცხადებას სინაზე.
მესამე ტურის მეხუთე შეკითხვა:რომელი მკვლევარი წერს ,, მზეო თიბათვისას: ანალიზისას-,, გრაალის თასი ბარძიმია , რომელიც სიმბოლურად გამომხატველია სიწმინდის. სულიერების, , გრაალი სიმბოლოა ღვთისმშობელისა , გრაალის მცველნი იცავენ ქვეყნის სულიერებას , გრაალი თავის მხრივ მფარველია ქვეყნისა. როგორც ოჯახისათვის კერია, კერიის ქვა არის სიმბოლო სითბოსი, სიყვარულის, ბედნიერების და მისი დაკარგვა ოჯახის იავარქმნის მაუწყებელია, აგგრეთვე გრაალი მთელი ერის კერიის ქვაა. „ ა) ვახტანგ ჯავახაძე.
ბ)ნ. გრიგალაშვილი. გ)რ. თვარაძე
მონაწილეთა რეიტინგის დადგენა.
ერთი მოსწავლე კითხულობს გალაკტიონის ლექსს.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები.
ინტელექტუალური შოუ-კონკურსის ორგანიზატორი და წამყვანი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე,
2014 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий