четверг, 27 марта 2014 г.



 გაკვეთილის გეგმა                                               
       
  გაკვეთილის თემა:  რა არის მთავარი სათქმელი გიორგი ლეონიძის ლექსისა ,,ყივჩაღის პაემანი “ 
სწავლების საფეხური 11 კლასი მე–3 საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი  15მოსწავლე.  
გაკვეთილის მნიშვნელობა: ამ გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, ზეპირმეტყველების, კვლევის მსჯელობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარები
გაკვეთილის მიზნები –ლექსის თემისა და იდეის განსაზღვრა,მთავარი სათქმელის, რითმისა და          რიტმის   ფუნქციის ამოცნობა, ლირიკული გმირის  ხასიათისა და ქცევის მოტივის განსაზრვრა
 ქართ.11.9 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას. 


ქართ.11.10 .მოსწავლე განიხილავს ლირიკული გმირის ხასიათს,ქცევის მოტივს,ღირებულებსა და
ფასეულობებს.
   ქართული მე–11. 2.   ამოიცნობს      რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად.                                        
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა იციან როდის და რა მიზნით ჩამოასახლეს საქართველოში     ყივჩაღები. წაკითხული აქვთ ხალხური ლექსი „შემომეყარა ყივჩაღი “ ლიტერატურის თეორიიდან     იციან, რა არის ნაწარმოების თემა, იდეა, რითმა და რიტმი.
საგანმანათლებლო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კოგნიტური სქემები ავტოკალამი რვეული.
                             გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1–ლი (დრო 3 წუთი) მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით ინტერნეტის საშუალებით    მოვასმენინებ მოსწავლეებს  გოგლა ლეონიძის მიერ წაკითხულ ლექსს.
შემდეგ ერთი მოსწავლე მხატრულად კითხულობს „ყივჩაღის პაემანს“
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური
აქტივობა მე–2 კითხვებზე პასუხის გაცემა (დრო 10 წთ)
თქვენი აზრით, რატომ იწყება ლექსი სიტყვა „ყურღანებით“ რა კავშირი აქვს ამას ლექსის შინაარსთან .
როგორ ფიქრობთ რატომ არის ლექსში საუბარი ყაბარდოს ველზე
როგორ იხატება ბუნება და როგორ უკავშირდება ეს სიყვარულის გრძნობას
რას მატებს ამ გრძნობის გამოხატვას რუსთაველის პოემაზე მითითება
როგორ წარმოჩნდება ლირიკული გმირის ბუნება მის ქმედებებში
როგორ გესმით გამოთქმა:“მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად“
თქვენი აზრით, რატომ არის ნისლში გახვეული ყივჩაღის მიერ აღქმული ქართლის პეიზაჟი
როგორ გგონიათ, რით არის ბუნებრივი ყივჩაღის სახესთან დაკავშირებული შედარება, რომელიც ამ ხილვას ახლავს
რომელ ნაწარმოებზე მიგვანიშნებს „ვარდის ფურცლობის ნიშანი“ და „ დრო ახალი პაემანისა“
რა არის ის მთავარი რამ, რასაც ლექსი გვაუწყებს
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა მე–3 (დრო 5 წთ) მოსწავლეები მუშაობენ კოგნიტურ სქემებზე მათ უნდა ჩაწერონ გრაფებში ლექსის თემა და იდეა შესაბამისი არგუმენტებით და უნდა გააკეთონ საკუთარი ინტერპრეტაცია
ორგანიზება: წყვილებში მუშაობა
აქტივობა მე–4 (დრო 5 წთ) პრეზენტაცია. შევსებული სქემები გაიკვრება დაფაზე და მოსწავლეები გააკეთებენ ნაშრომების პრეზენტაციას
აქტივობა მე–5 (დრო 10 წთ) ლიტერატურის არსენალის წაკითხვა და მსჯელობა ლექსის მხატრულობის შესახებ
 მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო, ყურადღებით წაიკითხონ ლიტერატურის არსენალი და იმსჯელონ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები
ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა
აქტივობა მე–6 (დრო 3–3 წთ) პრეზენტაციას აკეთებენ ჯგუფების ლიდერები
საშინაო დავალება:(დრო 2წთ)  წაიკითხეთ ხალხური „შემომეყარა ყივჩაღი,“ ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, გოდერძი ჩოხელის „მე და ყივჩაღი“ შეადარეთ ეს სამი ლექსი ერთმანეთს, გაარკვიეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის და იმსჯელეთ ყივჩაღის მხატვრული სახის შესახებ.
                                              გაკვეთილის შეჯამება (დრო 2წთ)
     
                მოსწავლეები გაიხსენებენ, რა შეისწავლეს ამ გაკვეთილზე,  შევაქებ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს, საუკეთესო პრეზენტატორს
                                         მოსწავლეთა შეფასება (დრო 2 წთ)
1 შეფასდება მხატვრული კითხვის უნარი
  შეფასების ხერხი : დაკვირვება.     შეფასდება ერთი მოსწავლე
2შეფასდება დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.
  შეფასდებიან ყველაზე აქტიური მოსწავლეები
3 შეფასდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი
  შეფასდებიან წყვილებიდან და ჯგუფებიდან პრეზენტატორები
4 შეფასდებიან ის მოსწავლეები,რომლებიც ყურადღებით წაიკითხავენ ლიტერატურის არსენალს და მასზე დაყრდნობით სწორად იმსჯელებენ, თუ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები.             
                                                      

Комментариев нет:

Отправить комментарий