ტესტები
1.რომელ წინადადებაშია სტილისტური ხარვეზი?
ა)მძღოლმა დროულად მოახდინა ავტომანქანის დამუხრუჭება.
ბ)კაცი ის არის, ვიმც მამულს გამოადგება შვილადა
გ)მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია
დ)რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს
ისევ.
2.რომელ წინადადებაშია სწორად დასმული სასვენი ნიშნები?
ა)ხშირი ბურუსი რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა
იქაურობას.
ბ)ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო ძალზე აბნელებდა
იქაურობას.
გ)ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე
აბნელებდა იქაურობას.
დ)ხშირი ბურუსი რომელიც, დაბლა ჩამოწოლილიყო , ძალზე
აბნელებდა იქაურობას.
3.მოწმინდა თუ მოსწმინდა?
ა)დედამ შვილს თვალზე ცრემლი მოწმინდა.
ბ)დედამ შვილს თვალზე ცრემლი მოსწმინდა.
4.რომელია სწორი ფორმა?
ა)შემჯდარან წიწილები დედის ფრთებქვეშ და ისვენებენ.
ბ)შემსხდარან წიწილები დედის ფრთებქვეშ და ისვენებენ.
5.რომელია სწორი
ფორმა?
ა)ჩემ მიერ დაწერილია ხუთასი ლექსი
ბ)ჩემს მიერ დაწერილია ხუთასი ლექსი
6.რომელია არასწორი ფორმა ?
ა)დამიხატია, ბ) დამიწერია, გ) დამიბამს, გ)დამიხატავს.
7)რათა თუ რადგან?
ა)გიორგი ბეჯითად სწავლობდა, ......... გამოცდები წარმატებით
ჩაებარებინა.
ა)რათა, ბ)რადგან.
8)შემოხაზეთ სწორი ფორმა:
ა) უგულებელვყოფ, ბ) ვუარყოფ, გ) თანავმშრომლობ,დ)ვუზრუნველყოფ.
9.რომელია არასწორი ფორმა?
ა)ანთავისუფლებს,
ბ)ავითარებს, გ)ასხვავებს, დ)აღიარებს
10.რომელია ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება?
ა)მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია.
ბ)რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს
ისევ.
გ)ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევეები უნდა ყოფილიყვნენ.
დ)გიორგი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გახმარებოდა მეგობარს.
11.გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის მოთხრობა,, სამანიშვილის
დედინაცვალი „
,,ისედაც მწირ ლუკმაზე შეჩვეულ კუჭს რომ კიდევ უფრო
მწირ ლუკმაზე შეჩვევა არ დასჭირვებოდა“, რა
მოიფიქრა პლატონმა?
ა)მამას მაშვლად დაუდგა.
ბ)გადაწყვიტა მეტი ეშრომა.
გ)ეკლესიური გახდა
დ)შვილები დაასაქმა.
12.რატომ არ სურს პლატონს კირილესთან ერთად მოგზაურობა?
ა) კირილემ ბევრი ლაპარაკი იცის,
ბ) კირილე ჩხუბის მოყვარულია,
გ)კირილეს არ უნდა, რომ პლატონმა სადედინაცვლო ნახოს.
დ)კირილე ცინიკოსია
13.რომელი ნაწარმოებიდანაა სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად
უძღვის ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობას ,, შელოცვა რადიოთი“?
,, რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანეთსა რითა ვგვანდით,
თქვენ მორჭმულნი თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით“
ა),,ვეფხისტყაოსნიდან“. ბ),, დავითიანიდან“, გ)ლექსიდან
,, ჩემი ლოცვა“,დ)სახარებიდან
14.ვინ დააფასა ელი გორდელიანი?
ა)ქართველმა იერონიმე შვინდაძემ, ბ) რუსმა ბორენკოვმა,
გ) ინგლისელმა ჰექსლეიმ, დ) ამერიკელმა ბრომლეიმ.
15.რისი სიმბოლოა ელი გორდელიანი ნიკო ლორთქიფანიძის
ნაწარმოებში ,, შელოცვა რადიოთი“?
ა)საქართველოს, ბ)მშვენიერების, გ)ნიჭიერების, დ)სიყვარულის.
16. რაზე მიგვანიშნებს ის, რომ ელი გორდელიანს ვაჟიშვილი
დარჩა და ის, სავარაუდოდ,ძიძასთან იზრდება სოფელში?
ა)იმაზე, რომ
ქართული სული არ გადაშენდება და ქართულ ტრადიციებზე კვლავ აღიზრდება ქართველი.
ბ)იმაზე მიგვანიშნებს , რომ საქართველოს მომავალს საფრთხე
ემუქრება.
გ)რომ დედამ შვილი არ უნდა მიატოვოს.
გ)რომ შვილი დედის გარეშეც გაიზრდება.
17.რა არის მთავარი სათქმელი გიორგი ლეონიძის ლექსისა ,, ყივჩაღის პაემანი’?
ა) სიყვარული არ კვდება,
ბ),,დიდ მტერს კაცი ან შეეხვეწება, ან გადაეხვეწება“
გ),,ცოტასა და ცუდ მტერს უნდა უფრთხილდეს კაცი’
დ)შურისძიება სულმოკლე ადამიანს შეუძლია.
18.რომელი ლექსიდანაა სტრიქონები?
,, მოდი გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არის
და დრო ახალი პაემანისა“
ა)ლეონიძის ,, ყივჩაღის პაემანი“, ბ)პაოლო იაშვილის
,, პოეზია,გ)გალაკტიონის,,უსიყვარულოდ“, დ)ანა კალანდაძის,,მოდიოდა ნინო მთებით“
19 რა მხატვრული ხერხია ,,როგორც ხმალი ძმებო ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია“? ა)შედარება, ბ) ეპითეტი, გ)გაპიროვნება, დ)მეტაფორა.
20.ვის ეკუთვნის ლექსი ,, ნინოწმინდის ღამე“?ა)გალაკტიონ
ტაბიძეს, ბ) გიორგი ლეონიძეს, დ)ბესარიონ ბაბაშვილს, დ) ანა კალანდაძეს.
20.რა მხატვრული ხერხია მოცემულ სტრიქონში:,,შენი ტუჩები
ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას“ ა)ეპითეტი, ბ)შედარება, გ) ჰიპერბოლა, დ)
გაპიროვნება.
21.რა თვისებებით აღწევს ჯაყო თავის მიზნებს?ა) ეშმაკობით
და ძალადობით, ბ)განათლებით, გ)შრომისმოყვარეობით, დ)პიროვნული მომხიბვლელობით
22.ვინ არის ,, წიგნის ჩრჩილი“, ,, განათლებული ქათამი“,
ქაჩალი თაგვი“, ნავექილარი და ნათავადარი?
ა)თეიმურაზ ხევისთავი, ბ)ჯაყო ჯივაშვილი, ბ)ნახუცარი
ივანე, დ)ნინიკა.
23. ვის ადარებს
მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავს
ნაწარმოების დასასრულს?ა) დაყუდებულ შიო მღვიმელს, ბ)იოანე ზედაზნელს, გ)დავით გარეჯელს,
დ) ილიას განდეგილს.
24.რომელი პერსონაჟის შესახებ წერს ჯავახიშვილი:,, ბანჯგვლიანი
დათვი პირგაპარსულ მაიმუნს დაემსგავსა“ა) ჯაყოს, ბ) თეიმურაზის, გ)ნინიკას, დ) ივანეს.
25.რითაა უჩვეულო გალაკტიონის თოვლი?ა) იისფერია, ბ)
ლილისფერია, გ) გამჭვირვალეა, დ)ლურჯია
26.რით დაძლია სიკვდილი გალაქტიონმა ლექსში,, მთაწმინდის
მთვარე“? ა) პოეზიით, ბ)რწმენით, გ)სიყვარულით, დ)მამულიშვილობით
27.რა ფერია გალაკტიონისათვის ,,სიკვდილის გზა’?ა)შავი,
ბ) ვარდისფერი, გ)ცისფერი, დ)ლურჯი.
28. რომელი ლექსის შესახებ წერდა გალაკტიონი: ეს ლექსი,
როგორც ერთადერთი გასაღებთაგანი ჩემი პოეზიისა,
საკმარისად შესწავლილი არ არის? ა),, მე და ღამის“,ბ) ,, მთაწმინდის მთვარის“,გ)
,, ლურჯა ცხენების“, დ),, შერიგების“
29.რომელი ლექსიდანაა სტრიქონები:,,დიდი ხნიდან საიდუმლოს
მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის ნიავსაც კი არ ვაკარებ „
ა),, მთაწმინდის მთვარე“, ბ),, მე და ღამე „გ),, ქებათა
ქება ნიკორწმინდას“, დ),, შერიგება“
30.,,შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს ააელვარებს“–
წერს გალაქტიონი ლექსში,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში’ განმარტეთ ოლარი.
ა)მღვდლის სამოსლის ნაწილი,ბ)ხალიჩა,გ)თეთრი ვარდი,
დ)თეთრი ფარდაგი.
31.ლექსში ,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ გალაკტიონ ტაბიძე
წერს :
,, დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული
ცის სილაჟვარდე“
რას უწოდებს ავტორი თავისი ცხოვრების გზას?
ა)ნაწვიმარ სილას, ბ)ვარდს- ნაწვიმარ სილაში, გ)შორეულ
ცას, დ)შორეული ცის სილაჟვარდეს.
32გაიხსენეთ, რას უწოდებს ავტორი თავის თავს ლექსში
,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“
ა)დაჭრილ გედს, ბ)ოცნების ბაღს, გ)წამებულ ყმაწვილს,
დ)დაღლილ ყმაწვილს.
33. გალაკტიონ ტაბიძე უმძიმეს სულიერ მდგომარეობაზე
წერს და ღვთისმშობელს მიმართავს:,,დასტკბი,
ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?“
რა არის ტექსტის მიზანი?
ა)პირადი მდგომარეობის გამოხატვა. ბ)პირად მდგომარეობაზე
აპელირება. გ)პირადი მდგომარეობის განზოგადება, დ) პირადი პერსპექტივის ხილვა.
34რა არის ,, ბედით დაწყევლილი გზა?“
ა)ავტორის ცხოვრების გზა, ბ)ავტორის ცხოვრების ბოლო
ჟამი, გ)ცხოვრება, რომელიც ,,ყველა მგოსნისთვის ‘’ასეთია.დ)გზა, რომელზედაც ავტორს
სწრაფი ცხენები გააქანებენ.
35.როგორი შემოქმედებითი დამოკიდებულება აისახება ლექსის
,,ქებათა ქება ნიკორწმინდას“პირველსავე წინადადებაში?( მაქვს მკერდს მიდებული ქნარი,
როგორც მინდა“)
ა)თავისუფალი, ბ)ყოვლისმომცველი, გ)მიზანმიმართული ლექსის
თემის მიმართ,დ)პრიორიტეტული ლექსში მეტაფორების გამოყენების მიმართ.
36.გალაკტიონ ტაბიძე წერს:,, მკვიდრად ააშენა, ვინაც
ააშენა
და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა“
ვის ახსენებს ავტორი?
ა)ნიკორწმინდის მშენებელს, ბ)ნიკორწმინდის მომხატველს,
გ)ნიკორწმინდის არქიტექტორს,დ)ნიკორწმინდის სულიერ მამებს.
37.გალაკტიონი წერს: ,, რა განძი გვქონია, რა მხნე,
რა მდიდარი.
ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რამდი დარი“
რას წარმოადგენს
,ავტორის თქმით , ნიკორწმინდა?
ა)საუნჯეს, ბ)მხნეობის წყაროს, გ)ქვის ღაღადს, დ)ერის
სიმდიდრის გამოხატულებას,
38.განმარტეთ ,, მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით“
ა)ავტორი წერს ტაძრის მიმართ ქართველთა სიყვარულზე,
ბ)ავტორი წერს ქართველთა ნიჭიერებაზე,
გ)ავტორი მიანიშნებს ქართველთა შემოქმედებითი შრომის
უნარსა და შესაბამის შედეგზე.
39.ტიციან ტაბიძე წერს:,, მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი
თვითონ მწერს...“
განმარტეთ ,, ლექსი თვითონ მწერს“
ა)პოეზია მთავარი ღირებულებაა,
ბ)დღე, როცა პოეტი ლექსს არ ქმნის დაკარგულია,
გ)პოეზია პოეტის არსებას მოიცავს,
დ)პოეზია პოეტის არსებას განსაზღვრავს
40.ვის უძღვნა ტიციან ტაბიძემ ლექსი ,, ანანურთან“
ა)ოლია ოკუჯავას,
ბ) თამუნია წერეთელს, გ) ათაბაგის ქალს, დ)დედას
41.. დაწერეთ ერთ-ერთი თხზულება: (10)
არსაკიძის დახასიათება
მეფე გიორგის დახასიათება
შორენას დახასიათება
Комментариев нет:
Отправить комментарий