ავტორი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგი მადიმი დოლაკიძე.
მთავარი
- მთავარი
- კონკურსები
- გაკვეთილის გეგმები
- მოსწავლეთა პრეზენტაციები
- ისტ რესურსები
- მასწავლებლის პრეზენტაციები
- სილაბუსები
- კათედრაზე მუშაობა და კოლეგებთან თანამშრომლობა
- მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა
- ღვანკითის საჯარო სკოლა
- ჩემ შესახებ
- ფოტოები
- ჩემი სერტიფიკატები, დიპლომები , მადლობის სიტყვები.
- ტესტები
- შეფასების რუბრიკები
- თვითშეფასება
- ტრენინგები და კონფერენციები
- სადამრიგებლო პროგრამა
- სასწავლო პროექტები
- ინტელის პროექტი
вторник, 14 марта 2023 г.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში, გამარჯვებული პროექტის ,, თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე" ფარგლებში, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში. ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე,პროექტის ხელმძღვანელი ელისო ჩიქოვანი)
აქტივობა განხორციელდა „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International და რომელიც ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
გაკვეთილის თემა:ბავშვთა უფლებები და თანამედროვე ქართველი მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობა ,,გიმნაზისტკა,,
მიზანი:სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,ბავშვთა უფლებების გააზრება და დაკავშირება ლიტერატურასთან,კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება, (საგანთა ინტეგრაცია და ცოდნის ტრანსფერი.)
მოსწავლეებმა გაიხსენეს გაეროს მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კონვენცია და საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონი,ბავშვთა უფლებების კოდექსი,რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამაც აიღო ბავშვთა დაცვის პასუხისმგებლობა. მეშვიდე კლასელებმა დაასახელეს ბავშვთა უფლებების კოდექსიდან ის მუხლები,რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი იყო მათთვის,უფლებებთან ერთად თავიანთი მოვალეობებიც გაიხსენეს და ფერადი ,, სტიკერებით,, ,რომლებზეც კოდექსის მუხლები და შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებები იყო მონიშნული, შეამკეს ,,სიცოცხლის ხე,,
აღინიშნა,რომ ბავშვთა უფლებების დაცვა ყველას მისიაა და მათ შორის ბავშვებმაც არ უნდა დაარღვიონ სხვისი უფლებები. სლაიდზე ნაჩვენები ილუსტრაციის საფუძველზე მოსწავლეებმა გაიხსენეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი,,,კიდევ ერთხელ გამოხატეს თანაგრძნობა პატარა ბიჭის მიმართ,რომელზეც ძალადობდნენ თანატოლები, ჩაგრავდნენ მას და არღვევდნენ მის უფლებებს.
ყველა ერთხმად დაეთანხმა მოსაზრებას,რომელიც იყო ამონარიდი ლევან ბერძენიშვილის წერილიდან ,,წიგნიერების ევოლუცია,, : ,,ლიტერატურაზე საუბრისას გამუდმებით უნდა გახსოვდეს, რომ ის სიცოცხლის ფუნქციაა და ადამიანს მეტად შემწყნარებლად გახდომის შანსს აძლევს. ,,
გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე ბავშვებმა იმსჯელეს იმის შესახებ,თუ რატომ წარუმძღვარა მწერალმა ანა კორძაიამ მოთხრობას ეპიგრაფად ფრაზა:,,როცა პატარა ხარ, სამყარო ძალიან პატარაა, პრობლემები კი - იმდენად დიდი, რომ ვერც კი ხედავ, როგორც წრუწუნა ვერ ხედავს მთას...,,
მოსწავლეებმა გაიხსენეს და გააანალიზეს მოთხრობიდან ამონარიდები ,რომლებიც დააფიქრებენ მკითხველს და სხვა თვალით შეახედებენ ცხოვრებას.
გაკვეთილზე პასუხები გაეცა დასმულ შეკითხვებზე: რის ჩვენებას ცდილობს მწერალი მოთხრობის დასაწყისში გადმოცემული სიზმრით? რა პრობლემების წინაშე დგას გოგონა ? რატომ ვერ ამტკიცებს გოგონა თავის სიმართლეს ? რატომ ვერაფერს ეუბნება მასწავლებელს? თქვენ როგორ მოიქცეოდით?გოგონას რომელი უფლებები ირღვევა მოთხრობაში? რა ატირებდა შურას?რატომ არ ეცოდება გოგონას მაწანწალა ბავშვები?ბავშვების რა უფლებები ირღვევა შანხაიში? როგორ გარემოში უნდა იზრდებოდეს ბავშვი? რას ფიქრობთ, გოგონას აზრით, მან რატომ უნდა ისწავლოს ზეპირად ბავშვის უფლებების კონვენცია? გოგონა მაინც გაურკვევლობაშია, რა ვერ გაიგო მან ? როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები? დაეხმარეთ მას.რა არის მოთხრობის თემა,იდეა?ბავშვთა უფლებების კოდექსიდან ,რომელი მუხლი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი?
მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ მტკივნეულია მათთვის,როდესაც არ აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და ასევე ბუნდოვანია მათთვისაც ის, თუ რატომ არ ამოეღებათ ხმა ადამიანებს, რატომ ვერ ამბობენ სიმართლეს ,თუ ამის უფლება ოფიციალურად აქვთ მინიჭებული.
მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა თემისა და გაკვეთილის ტიპის შესაბამისი დავალება:
მე-8 მუხლი: ბავშვის უფლებაა მოუსმინონ
მე-18 მუხლი: ბავშვს აქვს უფლება მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის.
შეარჩიე ის მუხლი,რომელიც შენთვის არის დასაფიქრებელი,გასათვალისწინებელი და დაუკავშირე ის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს.
დაწერე მოთხრობა ,რომლის მთავარი სათქმელი იქნება შენ მიერ შერჩეული ბავშვის უფლება.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო ვიდეორგოლი
https://youtu.be/gOXEBfVJvvY
მოსწავლეთა თვითშეფასების შემდეგ მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკის მიხედვით განმსაზღვრელი ქულით შეაფასა აქტიური მოსწავლეები და მისცა მათ შესაბამისი უკუკავშირი.
მოსწავლეებმა თავად შეაჯამეს ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული :თინა სარდანაძე, ანი ჯანგიანი, რეზი ბუსკივაძე,ლუკა სარდანაძე, თიკა კოვზირიძე და სხვები.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო მატერიალური და ელექტრონული რესურსები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილის გამგე ლუნა ჯიშიაშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელისო ჩიქოვანი,მშობელი ,სპეც მასწავლებელი დარეჯან სვანიძე, მოსწავლის ბებია, მათემატიკის მასწავლებელი დოდო შეყრილაძე, პირველი მასწავლებელი ნანა ტყემალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები: ქეთევან დადუნაშვილი და მარინე ბუსკივაძე.
მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს.
ვიქტორინა ქართულ ენაში
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე , მეშვიდე კლასში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, ვიქტორინა ქართულ ენაში. (კლასის ხელმძღვანელი ეთერ ტურავა,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმ დოლაკიძე)
საბაზო საფეხურის მისია: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის.
ვიქტორინის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, წიგნიერების დონის ამაღლება და ხალისით სწავლა.
კლასი შემთხვევითობის პრინციპით დაიყო სამ გუნდად, გუნდებმა აირჩიეს ლიდერები. ვიქტორინას უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე, რომელმაც დასვა 19 შეკითხვა.
ორ-ორ შეკითხვაზე კი პასუხების გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ გუნდის ლიდერებს.
,,ანის გუნდმა,, სწორად უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას და პირველი ადგილიც დაიმსახურა, გუნდის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული ფიქრის პროცესში. მათ 19 ქულა დააგროვეს.
,,თინას გუნდმა,, 17 ქულა მოაგროვა, ხოლო ,,გიოს გუნდმა,, 12 ქულა დაიმსახურა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა.
ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და გუნდური მუშობის უნარ-ჩვევების დაუფლებას.
ვიქტორინას ესწრებოდა სპეც მასწავლებელი და სკოლის დირექციის წარმომადგენელი.🥰🥰🥰🥰
Подписаться на:
Сообщения (Atom)