ღვანკითის საჯარო სკოლაში განხორციელებული
კვლევა:
,,რატომ აღარ კითხულობენ
მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას და როგორ შევაყვაროთ მათ კითხვა.,
კვლევის სამიზნე ჯგუფი:მეშვიდე , მერვე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები
, მშობლები და პედაგოგების ნაწილი.
მასწავლებელი :მადიმი დოლაკიძე.
დასკვნა:
● კვლევის შედეგად დავადგინე ,რომ მოსწავლის წარმატების
განმსაზღვრელ ინდიკატორს წარმოადგენს სწრაფი და გააზრებული
კითხვა.
● ბავშვის წიგნიერების ამაღლებაში ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება
●
კვლევის ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მოსწავლეთა ინტერესი
კითხვისადმი გაიზარდა , მოსწავლეებს გამოუმუშავდათ
ინფორმაციის დახარისხების, არგუმენტირებული მსჯელობის,
პრობლემის გამოკვეთისა და კითხვების დასმის უნარ- ჩვევები.
● პრაქტიკული კვლევის შედეგებმა
აჩვენა, რომ წიგნიერების
განვითარებისთვის მიზნობრივად დაგეგმილი ინტერვენციები
იწვევს:
● მოსწავლეების კითხვისადმი ინტერესის მნიშვნელოვან
ზრდას:
● .ტექსტში მოცემული ინფორმაციის გაგება -გააზრების უნარების
განვითარებას, რაც დაადასტურა როგორც ტესტირების შედეგებმა, ასევე
მიმდინარე განმსაზღვრელმა შეფასებებმა.
● მოსწავლეები გახდნენ წიგნის მაღაზიებისა და ბიბლიოთეკების ხშირი სტუმრები.
კლასის საათზე ერთმანეთს უზიარებენ წაკითხულით აღძრულ
შთაბეჭდილებებს. მსჯელობდნენ ნაწარმოების პერსონაჟების ქმედებებზე,
უკავშირებდნენ საკუთარ
გამოცდილებას.
● ტექსტზე მუშაობის პროცესში
მოსწავლეები პოულობდნენ მათთვის
უცხო
სიტყვებს, განმარტავდნენ მათ ლექსიკონების დახმარებით ან კონტექსტზე
დაყრდნობით, ახალ ლექსიკურ ერთეულებს
იყენებდნენ საუბრისა და წერის
დროს.
● .მშობლებიც გააქტიურდნენ ,დაინტერესდნენ შეუძინეს
შვილებს საინტერესო წიგნები.
რეკომენდაციები:
● 1.მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინებით გაკვეთილების
დაგეგმვა;
● 2.კითხვისათვის ისეთი
გარემოს შექმნა, რომელიც
გაზრდის მოსწავლის
მოტივაციას.
● 3.კითხვით მიღებული
შთაბეჭდილებებისა და
ემოციების გაზიარება;
● 4.მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი
ნაწარმოებების შეთავაზება
● 5.წიგნის შეთავაზების
დროს მოსწავლეთა ასაკის, ინდივიდუალური
განვითარების დონის, აგრეთვე
ინტერესების გათვალისწინება;
● 6.ჟურნალების , წიგნების, საინტერესო ინტერნეტსაიტების,
ელექტრონული წიგნების და
სხვა ბეჭვდითი მასალების
ხელმისაწვდომობა;
● 7. პოეზიის საღამოების, ინტელექტუალური თამაშების,კონკურსების
დაგეგმვა და
განხორციელება.
● 8.წიგნიერების განვითარებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილებზე ეფექტური
კითხვის მეთოდების სისტემატური
გამოყენება;
● 9.წაკითხული ნაწარმოებების გაანალიზება
● 10.საინტერესო ეპიზოდების
დასათაურება და დასურათება
● 11.ექსკურსიების მოწყობა საყვარელი მწერლის მუზეუმებში
● 12.კონკურსების გამოცხადება :
ვინ უფრო მეტ ნაწარმოებს წაიკითხავს და
გამარჯვებულების დაჯილდოება.
● 13.,, საუკეთესო მითხველის,,
ტიტულის დაწესება
● 14 მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით ეკრანიზებული ფილმებისა და
სპექტაკლების ნახვა
Комментариев нет:
Отправить комментарий