ავტორი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგი მადიმი დოლაკიძე.
მთავარი
- მთავარი
- კონკურსები
- გაკვეთილის გეგმები
- მოსწავლეთა პრეზენტაციები
- ისტ რესურსები
- მასწავლებლის პრეზენტაციები
- სილაბუსები
- კათედრაზე მუშაობა და კოლეგებთან თანამშრომლობა
- მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა
- ღვანკითის საჯარო სკოლა
- ჩემ შესახებ
- ფოტოები
- ჩემი სერტიფიკატები, დიპლომები , მადლობის სიტყვები.
- ტესტები
- შეფასების რუბრიკები
- თვითშეფასება
- ტრენინგები და კონფერენციები
- სადამრიგებლო პროგრამა
- სასწავლო პროექტები
- ინტელის პროექტი
среда, 13 августа 2014 г.
четверг, 8 мая 2014 г.
ჩემ შესახებ
ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
sv
სახელი : მადიმი
გვარი: დოლაკიძე
დაბადების თარიღი:1964 წელი 14 აგვისტო.
დაბადების ადგილი : თერჯოლა
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული( მეუღლე და ორი შვილი)
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 65 35 35
ელ ფოსტა: madimidolakidZe@gmail.com
განათლება: უმაღლესი (მაგისტრი) ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი
ენების ცოდნა: რუსული, გერმანული
სამუშაო გამოცდილება: 1. გაზეთ,, თერჯოლის“ რედაქცია 1987-1988წწ 2.ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1987-2014წწ. 3.ღვანკითის საჯარო სკოლის ორგანიზატორი1988-1989წწ.4.ღვანკითის თემის საკრებულოს თავმჯდომარე 2002 წელი.
ტრენინგები: 1.სსიპ ,, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი
,,ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ა)სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბ) გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;გ)სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დ)თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:,, ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“- 20 საკონტაქტო საათი, 10-არასაკონტაქტო.
3 ,, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები“-40 საკონტაქტო საათი, 10- არასაკონტაქტო.
4.,, სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ 15 საკონტაქტო საათი, 5-არასაკონტაქტო.
5,,მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ 15 საკონტაქტო საათი, 5- არასაკონტაქტო.
6.პროფესიული განვითარების კავშირის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი: ა)ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპები,
ბ)შედეგზე ორიენტირებული სწავლებისა და გაკვეთილის დაგეგმვის მნიშვნელობა,
გ)შეფასების ახალი სისტემები
დ)სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,
ე)პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი.12 საკონტაქტო საათი
7.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და საერთაშორისო სამოქალაქო განათლების პროგრამა მოზაიკას მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების ტრენინგ- სემინარი
8.ფონდი განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი :,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგიები“- 2 კრედიტი
9.,,ასაკობრივი განვითარებისა და სწავლის თეორიები“-3 კრედიტი.
10.პროექტის ,,ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა თემში-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში ტრენინგი :სწავლების მეთოდოლოგია დოკუმენტური ფილმების გამოყენებით.
11საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროექტი -,,ილია ჭავჭავაძე,’’ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა:,, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“
12,, საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანი გამოყენება“
13 ინტელის ტრენინგი 36 საათი
დამატებითი ინფორმაცია: ვარ შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, კოლეგიალური,მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ჯგუფთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, ანალიტიკური აზროვნების, კონფლიქტების მართვისა და საქმიანი ურთიერთობების წარმოების, საკუთარი შეხედულებების დაცვისა და დასაბუთების , ფუნქციური წერის, დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები
დედა ტერეზას რჩევები:
-ადამიანები ხშირად უგუნურნი, არალოგიკურნი და ეგოისტურნი არიან. ამისდა მიუხედავად აპატიეთ მათ!
– თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამისდა მიუხედავად, იყავით კეთილი!
– თუკი თქვენ წარმატებულები ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად, იყავით წარმატებულები!
– თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები!
– ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამისდა მიუხედავად, აშენეთ!
– თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. ამისდა მიუხედავად, იყავით ბედნიერები!
– იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამისდა მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე!
– მიეცით სამაყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამისდა მიუხედავად, მიეცით!
– თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი! გიყვარდეთ! ყველაფრის მიუხედავად!
– გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ.
– საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება; ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
четверг, 17 апреля 2014 г.
ოცნება
თუკი ვინმეს მოესურვა,
ძველი წყლული გაგვიმთელოს,
და ამ გრძნობით მოევლინა
ჩვენს პატარა საქართველოს,
თუ კვლავ სისხლით აღარ მორწყავს
მის მთა-გორებს, მინდორ –მდელოს,
თუ უხეშად ხელს არ ახლებს
ჩვენ სატრფოს და სამლოცველოს,
თუ რომ იგი უკუ აქცევს
შემოტეულლ ხმალს და ხიშტებს,
თუ სიფლიდეს არ შეგვწამებს,
თუ მტრულად არ შემოგვიტევს,
თუ ვიხილავ ქართულ დროშას,
თუ მოვისმენ კვლავ „დიდებას“
და ადგილი არ ექნება
აქ პირადულ განდიდებას,
თუ კი იგი მშრომელ მუშას
რასაც ამბობს, იმას მისცემს
და ამავ დროს ქართველობას
შეურცხვენლად დაამტკიცებს.
თუ დაიცავს ეროვნულ სულს,
ბრძოლის ცეცხლში გამოვლებულს.
არ ვიხილავ ჩემს სამშობლოს
გოლგოთაზე ჯვარცმულს, ვნებულს –
მაშინ, მაშინ მეც მათთან ვარ,
წინ ვერ გამისწრებენ სხვები,
დაჩაგრულთა სამსხვერპლოზე
მე პირველი დავიწვები!
მაგრამ ვინმე თავხედურად
თუ ჩვენს საზღვრებს გადმოლახავს,
ჩემს სამშობლოს დამიმცირებს,
შემიგინებს, შემილახავს,
დამიჩაგრავს, დამიმონებს,
ცრემლსა დაადენს უმიზეზოდ
და ჩვენს ლამაზ ბაღ-წალკოტებს
გადააქცევს მტრების ეზოდ,
ძალადობას გაგვიბედავს,
მანდილს მოხდის ქართველ დედას,
ციხე-კოშკებს შეგვიგინებს,
ჯაჭვ-ბორკილებს გაგვიჭედავს,
მწუხარებას შემოგვიტანს,
მწუხარებას – შავ ფრთა გაშლილს,
აატირებს მთაწმინდაზე
ილიას და ბარათაშვილს,
შავს ჩააცმევს ტურფა თამარს,
ძაძით მოსავს სათნო ნინოს,
მაშინ, დაე ჩვენმა მტერმა
საპასუხო მოისმინოს:
იცოდეს, რომ ვერ დაიპყრობს
ძალით ჩვენს სულს ვერასოდეს,
არ გვსურს ვაჟას ნორჩი ნუკრი
კვლავ სისხლიან ბალახს ძოვდეს,
იცოდეს, რომ ვერც ერთს ჩვენგანს
ის მტრობით ვერ შეიერთებს,
თაყვანს არ ვცემთ არვის კერპებს,
არ ვიწამებთ არვის ღმერთებს!
ჩემი ერი ამაყია
და ის მონა არ გახდება,
თუ აქამდე არ მომკვდარა,
მომავალშიც არ მოკვდება!
მწამს მსოფლიო ასპარეზზე
ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს
და კვლავ ვნახავთ
მკვდრეთით აღმსდგარ
გამარჯვებულ
საქართველოს! საფო მგელაძე
სერტიფიცირებული მასწავლებლის განხორციელებული გეგმა
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმა
სახელი–მადიმი
გვარი–დოლაკიძე
სკოლა–თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სსიპ
სოფელ ღვანკითის
საჯარო სკოლა.
თარიღი 2011– 2015 წწ.
№
|
აქტივობის სახე
|
განმახორციელებელი
ორგანიზაცია . /მასწავლებელი/
|
თემატიკა
|
განხორციელების ვადები.
წელი/ სემესტრი.
|
შენიშვნა
|
|
1.
|
პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობა
|
1.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
/კანონმდებლობით განსაზღვრულიუ წესით აკრედიტირებული
ტრენინგ-პროგრამები./
2.ინტელის ტრენინგი
3.პროექტის,,ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა თემში-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა’ ფარგლებში
ტრენინგი
4.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი. საერთაშორისო
სამოქალაქო განათლების პროგრამა
,, მოზაიკა,,
|
1,,ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ა)სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბ) გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;გ)სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დ)თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
2.,, ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“- 20 საკონტაქტო საათი, 10-არასაკონტაქტო.
3. ,, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები“-40 საკონტაქტო საათი, 10- არასაკონტაქტო.
4.,, სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ 15 საკონტაქტო საათი, 5-არასაკონტაქტო.
5,,მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ 15 საკონტაქტო საათი, 5- არასაკონტაქტო.(სულ 90 საკონტაქტო საათი)
ინტელის
36 საათიანი ტრენინგ კურსი.:პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
3.სწავლების მეთოდოლოგია დოკუმენტური ფილმების გამოყენებით.
4.პროფესიული
განვითარების ტრენინგ–სემინარი სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის.
|
1.05.2012წ.
მეორე სემესტრი
2013წ.ოქტომბერი
პირველი სემესტრი
2014 წელი 2 მაისი.
მეორე სემესტრი.
2012 წელი სექტემბერი.
პირველი
სემესტრი.
2008 წელი 20–22 ივნისი.
|
||
2.
|
ინტეგრირებული გაკვეთილი.
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის კათედრა.
საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრა.
მასწავლებლები: მადიმი
დოლაკიძე, ელისო ჩიქოვანი
|
პიროვნების ხასიათი.
შუშანიკი და ვარსქენი პურობის ეპიზოდში.
|
2013წ.ოქტომბერი.
პირველი სემესტრი.
|
||
3
|
საგანმანათლებლო პროექტები
–ერთი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელებული
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
მადიმი დოლაკიძე
|
,,როგორც ერთია ქვეყანა
მთელი, ისე ერთია გალაკტიონი,,
,,სიცოცხლის
,სიყვარულისა და სილამაზის მომღერალი– გიორგი ლეონიძე,,
,, ვინ უფრო კარგად იცნობს
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას,,
|
2014 წ. ნოემბერი. მეორე სემესტრი
2011წ. პირველი სემესტრი
2010–2014წწ .
წლების განმავლობაში.
|
||
4
|
საგანმანათლებლო პროექტები– ერთობლივად,
სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელებული
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლა. მასწავლებელი
მადიმი დოლაკიძე
|
1.,,ვიცნობდეთ
საქართველოს,,
ა),,სტუმრად ყუმისთავის უნიკალურ მღვიმეში.,
ბ),,მოგზაურობა
ჯავახეთში,,
გ),,მოგზაურობა სვანეთში,,
დ) ,,მოგზაურობა ფშავში,,
2.,ხარხ ვგევარ
ნაიალაღარს,,–ვაჟა–ფშაველა–150
3,, ივერიის
მეჭურჭლეთუხუცესი,,
4 ,,ჩვენ ერთად ვართ
მთავარია, მერე რა რომ ზამთარია,, (შეხვედრა ..იმედის,, სახლის სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან)
|
2012–2014 წწ.
2011 წ პირველი სემესტრი
2014 წ.პირველი სემესტრი
2013წ მეორე სემესტრი
2012 წ პირველი სემესტრი.
2013 წელი პივველი სემესტრი
2010 წელი. მეორე სემესტრი.
|
||
5.
|
მოსწავლეთა მონაწილეობა
სატელევიზიო პროექტებში,სასწავლო
-შემოქმედებით კონფერენციებსა და განათლების
სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ კონკურსებში.
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლა. მასწავლებელი
მადიმი დოლაკიძე
|
1 ჩემი მოსწავლეები–
საგანმანათლებლო,, პროექტ ,,ეტალონის,, მონაწილეები.
2.რესპუბლიკურ კონფერენციაში
გამარჯვებული თემები:
ა).,, ჩემი სოფლის ფოლკლორი,,
ბ).,, აკაკი წერეთლის ,,
გამზრდელის,, მხატვრული თავისებურება,,
|
2010-2013წწ.
2013წ.პირველი სემესტრი
|
||
6.
|
სასწავლო რესურსის
შექმნა.
ისტ-ის გამოყენება
საგაკვეთილო პროცესში გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისათვის
|
სკოლა, კათედრა.
მასწავლებელი.
|
მხატვრული და ანიმაციური
ფილმები. საპრეზენტაციო სლაიდ–შოუები,ინტერნეტ რესურსები.ვიკიპედია. ვებ
გვერდები.
|
2012-2014წწ.
|
||
7.
|
თანამშრომლობითი
წყვილების შექმნა- ,,კრიტიკული მეგობარი,.
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
|
სასწავლო პროცესის
დაგეგმვა
ერთობლივად.
კოლეგის გაკვეთილზე დასწრება.
გაკვეთილის ანალიზი.
|
2013-2014 წწ.
|
||
8.
|
სადამრიგებლო პროგრამის
განხორციელება
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლა.მასწავლებელი
მადიმი დოლაკიძე
|
,,კლასის საათი,,
1,,მეგობრობა გზად და
ხიდად,,
2.,,სიყვარული
აგვამაღლებს..
3.,,დავიცვათ გარემო,,
4.,, ბრძოლა
გამოვუცხადოთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს,,
|
2012-2013 წწ სემესტრში ორჯერ
|
||
9.
|
ქართული ენისა და
ლიტერატურის კათედრის ეფექტური მუშაობა. საგანმანათლებლო თემის წარმოდგენა
კათედრაზე
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
ხელმძღვანელი,
მასწავლებელი
მადიმი დოლაკიძე
|
1.,,როგორი უნდა იყოს
კარგი გაკვეთილი..
2.კითხვის ეფექტური მეთოდები
3. სახალისო აქტივობების
გამოყენება სასწავლო პროცესში.
|
2013-2014 წწ.
სემესტრში ერთჯერ
|
||
10.
|
მონაწილეობა პროგრამებსა
და პროექტებში.
|
მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო.
|
1. ,,ვასწავლოთ ქართული,
როგორც მეორე ენა,,
(,, ქართული ენა
მომავალი წარმატებისათვის,),
3.პროექტი,, ერთად მომავლისაკენ,,
საზაფხულო ბანაკი კეჩხობში
|
2014 წ პირველი
სემესტრი.
2015 წელი მეორე
სემესტრი
2015 წლის ივლისი
სასწავლო წლის ბოლოს.
|
კონსულტირებას ვუწევდი
მასწავლებლებს.ვატარებდი სამოდელო გაკვეთილებსა და ქართულ ენას ვასწავლიდი
არაქართველებს ვამეცადინებდი ქართული ენის კლუბის წევრებს.
|
|
11.
|
მშობლებთან და თემთან
ეფექტური მუშაობის სტრატეგია
|
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი,სამეურვეო
საბჭო და ღვანკითის თემის საკრებულო.
|
მოსწავლეთა მშობლების
მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებში,
,,ერთად აღვზარდოთ მომავალი ,,
|
2013-1014 სასწავლო წელი
|
სამუშაო გეგმა დამტკიცებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ
Подписаться на:
Сообщения (Atom)