суббота, 18 марта 2017 г.

თავისუფალი გაკვეთილები
       ჩავატარე  პირველი თავისუფალი გაკვეთილი  ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები დაინტერესდნენ, იმით , თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ გაკვეთილსა და თავისუფალ გაკვეთილებს შორის.  სიახლემ  , რომ მოსწავლეებს არ ექნებათ საშინაო დავალება  მოსამზადებელი ( მხოლოდ საკონკურსოდ მოემზადებიან და ინფორმაციებს სურვილის მიხედვით მოიძიებენ) და არ შეფასდებიან   გაკვეთილებზე გამოყენებულ  არაფორმალურ  აქტივობებში,  მათი  ინტერესი გამოიწვია.
     პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ინტელექტის შესახებ , მოსწავლეებმა შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა.შევარჩიეთ თემები მათი  ინტერესების გათვალისწინებით და დავგეგმეთ თავისუფალი გაკვეთილების აქტივობები. დავაკომპლექტეთ გუნდები.შევიმუშავეთ ინტელექტუალური თამაშების ,, რა ? სად? როდის? ,, დებულება . ჩავატარეთ კონკურსი
,, ავიმაღლოთ ინტელექტი,, გამოვავლინეთ გამარჯვებული მოსწავლე.     მოსწავლეებმა უკვე იციან , რომ მორიგი კონკურსი წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლოს შესახებ  ჩატარდება , ვესაუბრე მათ კაპადოკიის შესახებ  და მოვასმენინე დათო ტურაშვილის ტელემოთხრობა,, კაპადოკია,, 



















ღვანკითის საჯარო  სკოლაში მეშვიდე -მერვე კლასის მოსწავლეთა  კონკურსი  ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის?



დებულება


1.       პროექტის მიზნები და ამოცანები

1.1              პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლე- ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება.
1.2       პროექტის ამოცანებია:
1.3. მოსწავლე ახალგაზრდობაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
1.4 მოსწავლე ახალგაზრდობის მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; მოსწავლე- ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაახლოვება;
1.5.ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწვალე ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა.

2.კონკურსის ჩატარების პირობები

2.1       კონკურსს ატარებს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ერთობლივად ქმნიან მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეთა კლუბი რა? სად? როდის? და კლუბის ხელმძღვანელი
2.2       კონკურსები  ჩატარდება   გეგმაში მოცემული თემების დამუშავების  შემდეგ 
2.5       ფინალში   მონაწილეობას მიიღებენ   პირველი ეტაპის გამარჯვებულები.
2.6       საკამათო შემთხვევებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით, განიხილავს და წყვეტს კონკურსის  საორგანიზაციო კომიტეტი.


3.       კონკურსის   მონაწილეები

3.1       კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან  ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების გუნდები.
3.2       კონკურსში  მონაწილეობა უფასო და ნებაყოფლობითია.
3.3       კლასების გუნდების შემადგენლობას ადგენენ თავად მოსწავლეები. ერთი კლასიდან შეიძლება კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ორმა გუნდმა.
3.4კონკურსში მონაწილეობას მიიღებს კლასის 6 მოსწავლე (5 ძირითადი + 1 სათადარიგო). გუნდის მეთაურის ფუნქციას ასრულებს გუნდის კაპიტანი
3.5       კონკურსში  მონაწილეობა შეუძლიათ კლასის ნებისმიერ  მოსწავლე


4.       თამაშის რა? სად? როდის?  წესები

4.1 ყველა გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო კონკურსს  უძღვება მასწავლებელი
4.2       გუნდის ამოცანაა გასცეს სწორი პასუხი მასწავლებლის  მიერ დასმულ შეკითხვებზე. თითოეული სწორი პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.
4.3       პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც კონკურსის  დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.
4.4       მასწავლებელი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, შეკითხვა #1, შეკითხვა #2 და ..), სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტვას დრო. ამის შემდეგ იწყება დროის ათვალა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს
4.5       დროის გასრულებამდე 10 წამით ადრე მასწავლებელი  აფრთხილებს გუნდებს ამის შესახებ და მოუწოდებს მათ დაწერონ თავიანთი პასუხები. 1 წუთის გასვლის შემდეგ, მასწავლებელი  ხელმეორედ წარმოთქვამს სიტყვას დრო და  კრებს გუნდებიდან პასუხებს .
4.6       გუნდ, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ ჩააბარებს პასუხსავტომატურად ეწერება 0 (ნული) .
4.7       მას შემდეგ, რაც გუნდებმა ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, მასწავლებელი  კითხულობს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე.
4.8კონკურსის  შედეგები ცხადება კონკურსის   დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, რის შემდეგაც იწყება დაჯილდოება სიგელებით


5.       კონკურსის შეფასება

5.1 კონკურსს ემსახურებიან ჟიურის წევრები. ჟიურის  შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მინიმუმ 3 წევრი (მათ შორის აუცილებლად პროექტის ხელმძღვანელი თავისუფალი გაკვეთილების პედაგოგი.
5.2       ჟიური ამოწმებს ყველა გუნდის პასუხ (ფურცლებზე დაწერილს) და შედეგებს იმიშნავს.
5.3       საკამათო პასუხის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას პასუხის სისწორის ან მცდარობის შესახებ ღებულობს თავისუფალი გაკვეთილების პედაგოგი პასუხების ჩათვლის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
5.4       ჟიურის  აქვს უფლება მოხსნას კონკურსიდან  მოთამაშე ან მთელი გუნდი, რომელთა ყოფაქცევაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ შეესაბამება მოაზროვნეთა კონკურსის ქცევის ნორმებს.

6.       პასუხის შეფასების კრიტერიუმები

6.1       კონკურსზე  უკლებლივ ყველა პასუხი გაიცემა წერილობით.
6.2       პასუხი ითვლება სწორედ, თუ:
•           პასუხობს შეკითხვის არსს კონკრეტულად.
•           პასუხის ფორმა შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
6.3       პასუხი ითვლება მცდარად, თუ:
•           გუნდმა გასცა პასუხის ორი ან მეტი ვარიანტი;
•           პასუხს აკლია კონკრეტიზაცია (პასუხი  ზოგადია);
•           პასუხში დაშვებულია ფაქტიური შეცდომები (არასწორადაა მითითებული სახელები და გვარები, თარიღები და სხვ.);
•           პასუხის ფორმა არ შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
6.4       წამყვანს აქვს უფლება ჩაუთვალოს გუნდს განსხვავებული პასუხი თუ აღმოჩნდება, რომ გუნდის მიერ მოცემული პასუხიც შეესაბამება შეკითხვის მოთხოვნებს (ანუ შეკითხვა დუალურია და გულისხმობს ორ თანაბრად სწორ პასუხს).

7.       გამარჯვებულის გამოვლენა

7.1     პირველი ეტაპი: მოსწავლეთა შორის კონკურსები
7.1.1 კონკურსში  დასმული იქნება 25 შეკითხვა.
7.1.2    გუნდი, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოცხადდება გამარჯვებულად..
7.1.3    თუ გუნდები თანაბარ ქულებს მოაგროვებენ  მათ შორის დაუყოვნებლივ ჩატარდება სუპერფინალი, რომელის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
7.1.4    გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება
7.1.5    გამარჯვებული გუნდის წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას კონკურსის შემდეგ ეტაპზე და გამოვლინდება საუკეთესო მოაზროვნე .

7.2     მეორე ეტაპი: ფინალი
7.2.1  ფინალში დასმული იქნება 20 შეკითხვა.
7.2.2    გუნდის წევრი , რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოცხადდება  საუკეთესო მოაზროვნედ.
7.2.3    თუ პირველ ადგილს გაიყოფს 2 ან მეტი გუნდის წევრი , მათ შორის დაუყოვნებლივ ჩატარდება სუპერფინალი, რომელის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
7.1.4    თუ მე-2 ან მე-3 ადგილს გაიყოფს ორი ან მეტი გუნდის წევრი , მათ შორის დამატებითი ტურ არ იმართება, პრიზები კი თანაბრად იყოფა.

8.       გამარჯვებულთა დაჯილდოება

8.1კონკურსის  დასრულების შემდეგ პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა პრიზიორებისათვის განკუთვნილი დიპლომი და პრიზი.
8.2       ფინალის გამარჯვებული  მოსწავლე გამოცხადდება მეშვიდე -მერვე კლასების საუკეთესო მოაზროვნედ და დაჯილდოვდება დიპლომით და პრიზით. დიპლომებმიიღებენ აგრეთვე ფინალური ტურის მონაწილეებიც.



 პროექტის ორგანიზატორი:
 თავისუფალი გაკვეთილების პედაგოგი მადიმი დოლაკიძე.


პროექტის წარმომდგენი სკოლის  სახელწოდება
თერჯოლის  მუნიციპალიტეტის,  სსიპ   ღვანკითის   საჯარო   სკოლა 
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა
üმაქსიმუმ 200 მოსწავლე, სკოლა მდებარეობს სოფელში.
პროექტის განმხორციელებელი პედაგოგი და
მისი საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი, გვარი
 მადიმი დოლაკიძე
პირადი ნომერი
 21001008126
ტელეფონი
 577653535
ელ-ფოსტის მისამართი
madimidolakidze@gmail.com
პროექტის წარმომდგენი სკოლის   დირექტორის სახელი, გვარი და ტელეფონი
 ლია სახელაშვილი   577 65  35  50
პროექტის წარმომდგენი სკოლის  ელ-ფოსტა (მოქმედი)
 Ghvankiti@mes.gov.ge
პროექტის წარმომდგენი სკოლის  საიდენტიფიკაციო კოდი
 232004835
პროექტის სახელწოდება

,,ავიმაღლოთ ინტელექტი,,
მიმართულება
ქვემიმართულება
 ინტელექტუალურ-შემეცნებითი
,,რა? სად? როდის?,,
სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა
600ლარი
წარმოდგენილი პროექტის გასაჯაროების შესახებ ინფორმაცია
თანახმა ვართ პროექტის შინაარსი გასაჯაროვდეს პორტალზე skola.edu.ge.


სამიზნე ჯგუფი
VII-VIII კლასის მოსწავლეები
კურსის ხანგრძლივობა
(საათების ჯამური რაოდენობა)
20 სთ


გაკვეთილის ხანგრძლივობა
60 წუთი
განხორციელების სავარაუდო ვადები (საათი)
I ეტაპი - 20  საათი (მარტი-ივნისის თვეების ფარგლებში);
პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
9-გოგონა

10-ბიჭი
მიზანი
ინტელექტუალური თამაშების საშუალებით  მოსწავლეების ზოგადი განათლების დონის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა.  
შედეგები
მოსწავლეები  აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს;
 ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას  საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის;
 მოამზადებენ პრეზენტაციებს;
გააფორმებენ კედლის გაზეთებს;
გადაიღებენ ფოტოებს და ატვირთავენ ბლოგზე;


მეთოდოლოგია
ინტერაქტიური, ინტეგრირებული, პრაქტიკული, ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური.
თამაშით სწავლება, კეთებითი სწავლება, თანამშრომლობით სწავლება.
(დისკუსია  ,კითხვა-პასუხი)
კურსის მოკლე აღწერილობა



კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეარჩევენ სასურველ თემებს, დაამუშავებენ მას და ინტელექტუალური თამაშების საშუალებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
  მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით  შერჩეული                აქტივობების ჩამონათვალი:

















თითოეულ გაკვეთილზე დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა
  მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით  შერჩეული                აქტივობები
1.    კურსის შესავალი- საუბარი თემაზე : რა არის ინტელექტი? 
 გუნდების ფორმირება, თემების შერჩევა-დანაწილება, დავალებების მიცემა
  1. შეჯიბრი - რა ვიცით წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლოს, კაპადოკიის, შესახებ?
  2. შეჯიბრი - რა ვიცით მსოფლიო საოცრებების შესახებ?
  3. შეჯიბრი - ლიტერატურა
  4. შეჯიბრი - ხელოვნება
  5. შეჯიბრი - საქართველოს ისტორია
  6. შეჯიბრი - ქართული ენა
  7. შეჯიბრი - საქართველოს ხუროთმოძღვრული  ძეგლები.
  8. შეჯიბრი - რა ვიცით უოლტ დისნეის შესახებ?
  9. შეჯიბრი -ქართველი მწერლები
  10. შეჯიბრი - ქართველი პოეტები
  11. შეჯიბრი -რა ვიცი ჩემი რაიონის შესახებ?(რაიონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება)
  12. შეჯიბრი - სპორტი
  13. შეჯიბრი - მუსიკა
  14. შეჯიბრი - რა ვიცი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ ?
  15. შეჯიბრი-ტრადიციები
  16. შეჯიბრი -კინო და თეატრი
  17. შეჯიბრი -ბრძნული გამონათქვამები
  18. ნახევარ ფინალი
  19. ფინალი



გაკვეთილი  1                               2 მარტი
თემა:რა არის ინტელექტი? 
 1. მოსწავლეთა პროვოცირება:                          
კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა
მოტივაციის ამაღლება .
   ღვანკითის საჯარო სკოლაში მეშვიდე-მერვე კლასის  მოსწავლეთა კონკურსის,   ინტელექტუალურ თამაშში
,,რა? სად? როდის?.., დებულების გაცნობა                  6 წუთი
2.მინი ლექცია თემაზე: რა არის ინტელექტი?         
გონებრივი იერიშის რუკის შევსება.                
მასწავლებლის პრეზენტაციის გამოყენება.               10 წუთი
3.გუნდების ფორმირება.                                               5 წუთი
4მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით
თემების შერჩევა  /დავალებების მიცემა                  15 წუთი                                                               
5.შეჯიბრი ,,ავიმაღლოთ ინტელექტი,,
/ზოგადი საკითხები /                                                   20 წუთი                                                  
გამარჯვებულის გამოვლენა                                      2 წუთი
დავალება : მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაციები კაპადოკიის შესახებ . ერთი  მოსწავლე მოამზადებს პრეზენტაციას pover point-ში            2 წუთი



გაკვეთილი2                                16    მარტი
თემა:რა ვიცით წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლოს, კაპადოკიის, შესახებ?
თემა :რა ვიცით წმინდა ნინოსა დაწმინდა გიორგის სამშობლოს , კაპადოკიის შესახებ?
1.გონებრივი იერიშის რუკის შევსება              8 წთ
2.მოსწავლის მიერ pover point-ში მომზადებული  პრეზენტაციის  ჩვენება                                                10 წუთი
3.მედიარესურსის , დათო ტურაშვილის ტელე მოთხრობის, მოსმენა- ჩვენება.                                                    15 წუთი
4.შეჯიბრი: რა ვიცით კაპადოკიის შესახებ? 
  მუშაობა წყვილებში                                                   20 წუთი                                         
5.გამარჯვებული  წყვილის გამოვლენა                      5წუთი 
დავალება: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს მსოფლიო საოცრებების შესახებ . დაინტერესებული მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს: 1. ძველი მსოფლიოს  შვიდი საოცრება 2.თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება.      2წთ


გაკვეთილი 3                             23   მარტი
თემა:- რა ვიცით მსოფლიო საოცრებების შესახებ?
1.მოსწავლეთა პროვოცირება   
 პრეზენტაციები :
ა)ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება
ბ)თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება         20 წუთი 
2.მასწავლებლის მინი ლექცია                                           10 წუთი
3.შეჯიბრი- მსოფლიო საოცრებები
ერთმანეთს ეჯიბრებიან მცირე ჯგუფები
შეკითხვებს სვამს მასწავლებელი                             20 წუთი
4.გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა                        5 წუთი
5.დავალება:  ჩემი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები   
ჩემი საყვარელი პერსონაჟი                                  5 წუთი


გაკვეთილი 4                                        27  მარტი
თემა: ლიტერატურა
  1. მოსწავლეები საუბრობენ საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებისა და პერსონაჟის შესახებ , აფასებენ პერსონაჟის ქცევის მოტივს და უკავშირებენ მას თავიანთ გამოცდილებას.გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას პერსონაჟების მიმართ.      15 წთ
  2. გონებრივი იერიშის რუკის შევსება: რა არის ლიტერატურა ?  10 წუთი
  3. შეჯიბრი    - ლიტერატურა                                 25 წუთი                                 
  4. გამარჯვებულის გამოვლენა                              5 წუთი
  5. დავალება  -          ხელოვნების რომელი დარგი მოგწონთ? პრეზენტაციების მომზადება          5 წუთი



გაკვეთილი 5                                30    მარტი
თემა: ხელოვნება
1.მოსწავლეები საუბრობენ    ხელოვნების იმ დარგის შესახებ , რომელიც უყვართ ,  წარმოადგენენ პრეზენტაციებს                                                           15 წუთი
2.მასწავლებლის მინი ლექცია :,, ხელოვნებაა თავად უკვდავება,,
პრეზენტაციის გამოყენება                                         15 წუთი
3.შეჯიბრი - შეკითხვებს სვამს მასწავლებელი
შემდეგ ჯგუფები ერთმანეთ უსვამენ შეკითხვებს     20 წთ
4.გამარჯვებული გუნდის გამოვლენა                       5 წუთი
5 დავალება: საქართველოს ისტორიის რომელი
პერიოდია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
ქართველი მეფეები
საოცარი გამარჯვებები
 მარცხი ქართველთა და მიზეზები  დამარცხებისა     5 წთ.  
გაკვეთილი 6                                       3 აპრილი
თემა: საქართველოს ისტორია
1.მოსწავლეები წარმოადგენენ  ინტერესების მიხედვით დამუშავებული საკითხების პრეზენტაციებს            15 წუთი
2. მასწავლებლის საუბარი   
ინტერნეტრესურსების  გამოყენება                           15 წუთი
3.შეჯიბრი -საქართველოს ისტორია                          20 წუთი
5. გამარჯვებულის გამოვლენა                                     5 წუთი
6.დავალება: მოვიძიოთ ინფორმაციები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ
გამონათქვამები    ქართული ენის შესახებ
ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და წერილები
ჯავახიშვილის ,,ისევ ქართული ენის შესახებ,,                5წთ.

გაკვეთილი 7                                6  აპრილი
თემა: ქათული ენა
1.მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ინტერესების მიხედვთ მომზადებულ საკითხებზე    15 წუთი
2.მასწავლებლის მინი ლექცია და ინტერნეტრესურსების ჩვენება                                                                             15 წუთი
3. შეჯიბრი -ქართული ენა                                              20 წთ
 4.გამარჯვებულის გამოვლენა                                      5 წთ
5. დავალება : მოიძიეთ ინფორმაციები საქართველოში არსებული   ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ                                                          5 წთ.


გაკვეთილი  8                               13    აპრილი
თემა: საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები
1.მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს  მათთვის საყვარელი ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ  15 წთ.
2 მასწავლებლის საუბარი და ინტერნეტრესურსების გამოყენება                                                                        15 წთ
3.შეჯიბრი- ხუროთმოძღვრული ძეგლები                     20 წთ
გამარჯვებულის გამოვლენა-დაჯილდოება                  5 წთ.
დავალება: მოიძიეთ ინფორმაცია უოლტ
დისნეის შესახებ                                                              5 წუთი

გაკვეთილი  9                               20    აპრილი
თემა: რა ვიცით უოლტ დისნეის შესახებ?
1 მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას უოლტ დისნეის შესახებ                                                          15 წუთი
2. მასწავლებლის საუბარი დისნეის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ .
 ინტერნეტრესურსების გამოყენება                           15 წუთი
3 შეჯიბრი-უოლტ დისნეი                                             20 წუთი
4. გამარჯვებულის გამოვლენა დაჯილდოება           5 წუთი
5 . დავალება - მეხუთე საუკუნიდან დღემდე ქართველი მწერლები რომელი ქართველი მწერალის ცხოვრებაა თქვენთვის საინტერესო და რატომ ?   საგაზეთოდ  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების  მოძიება.                                                                            5წთ.                  

გაკვეთილი 10                          24  აპრილი
თემა: ქართველი მწერლები
  1.გაზეთის გამოშვება . , ქართველი მწერლები,, მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, წერენ წერილებს, აწებებენ შესაბამის ფოტოებს   და წარმოადგენენ გაზეთების პრეზენტაციებს                                             15 წთ
2 მასწავლებლის მინი ლექცია და ინტერნეტრესურსების ჩვენება                                                                             15 წთ
3 შეჯიბრი-ქართველი მწერლები                              20 წუთი
4. გამარჯვებულის გამოვლენა -დაჯილდოება         5 წთ.
5 დავალება: ჩემი საყვარელი პოეტი და ლექსი       5 წთ.

გაკვეთილი 11                               27 აპრილი
თემა: ქართველი პოეტები
  1. მხატვრული კითხვის კონკურსი                     15 წუთი
  2. დისკუსია : ლექსი თუ პროზა                           15 წუთი
  3. შეჯიბრი :ქართველი პოეტები                          20 წუთი
  4. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება 5 წთ
  5. დავალება:  ინფორმაციების მოძიება თემაზე: ჩემი რაიონის ღირსშესანიშნაობები                       5 წთ.

გაკვეთილი12                                 4  მაისი
თემა: რა ვიცით ჩვენი რაიონის შესახებ?
  1.  გასვლითი გაკვეთილი
რაიონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
ა)სტუმრად დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში.
ბ) სტუმრად პეტრე და შალვა ამირანაშვილების სახლ-მუზეუმში.
გ) ნავენახევის მღვიმეში.
ჩხარის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
დ)ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და ატვირთვა მასწავლებლის  საგანმანათლებლო ბლოგზე.
გაკვეთილი 13                                     8   მაისი
თემა : სპორტი
1.მინი ლექცია  თემაზე სპორტი
ა)სპორტის რომელი სახეობა  გიყვართ?
ბ)რა იცით სპორტის იმ სახეობის შესახებ, რომელიც  თქვენი ჰობია?
გ) გამოჩენილი სპორტსმენები                    15 წუთი
  1. მასწავლებლის პრეზენტაცია                       15 წუთი
  2. შეჯიბრი-სპორტი                                              20 წუთი
  3. გამარჯვებულის გამოვლენა დაჯილდოება    5 წთ
  4. დავალება                                                              5 წთ


გაკვეთილი  14                     11   მაისი
თემა: მუსიკა
1. შეჯიბრი- რა ვიცი ჩემი რაიონის ღირსშესანიშნაობებისა  და   იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თერჯოლაში ცხოვრობდნენ და  რომლებმაც  ჩვენს მწერლობა და კულტურას შორს გაუთქვეს  სახელი.             20 წუთი
            2. გამარჯვებულის
 გამოვლენა- დაჯილდოება.                             5წთ.
3 . მუსიკისა და ლექსის  სამყაროში :
შეხვედრა პოეტ გონერი მოსელიძესთან და მის ლექსებზე,  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ , კომპოზიტორ ბეჟან ამირანაშვილის მიერ, შექმნილი  სიმღერების მოსმენა. 35წთ.







გაკვეთილი 15                         18     მაისი
თემა: რა ვიცი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ?

1.მასწავლებლის  მინი ლექცია და პრეზენტაციისა  და ვიდეო -მასალების ჩვენება   თემაზე: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები.(სომხები და აზერბაიჯანელები)    15 წთ
2. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე , სკაიპით  ან ტელეფონით დაკავშირება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს სომხურენოვანი  საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათი გაცნობა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და  მეგობრული კავშირურთიერთობების განმტკიცებისათვის საფუძვლის ჩაყრა.                                                                            40 წუთი
3 დავალება: რა იცით ქართველთა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ტრადიციების შესახებ?         5წთ

გაკვეთილი 16                            22 მაისი
თემა: ტრადიციები
  1. დისკუსია თემაზე : ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ თუ ზოგიერთი მათგანი მოძველდა და  უმჯობესი იქნება თუ დავიწყებას მიეცემა.                        15 წუთი
  2. მასწავლებლის მინი ლექცია
ვიდეო  რესურსების ჩვენება.                              15 წთ
  1. შეჯიბრი თემაზე : ტრადიციები                             20 წთ
  2. გამარჯვებულის გამოვლენა -დაჯილდოება.     5 წთ                          
  3. დავალება: ჩემი საყვარელი ფილმი
                              ჩემი საყვარელი სპექტაკლი
                              ჩემი საყვარელი მსახიობი              5წთ



გაკვეთილი 17                                      1 ივნისი
თემა : კინო და თეატრი
  1. მოსწავლეები   საუბრობენ საყვარელი ფილმის , სპექტაკლისა და მსახიობების შესახებ, არგუმენტებით ასაბუთებენ , თუ რატომ მოსწონთ ესა თუ ის მსახიობი , ფილმი ან სპექტაკლი.იხსენებენ თავიანთ შესრულებულ როლებს და გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს, რას გრძნობდნენ როლების შესრულებისას.
ეკრანზე აჩვენებენ პროექტორის საშუალებით ნაწყვეტებს საყვარელი ფილმებიდან ან სპექტაკლებიდან .აკვირდებიან მსახიობების ოსტატობას .                                                 20 წთ. 
2.შეჯიბრი : კინო და თეატრი                  20 წთ
3.გამარჯვებულის გამოვლენა
 და დაჯილდოება                                      5 წთ.
დავალება: მოიძიეთ ბრძნული გამონათქვამები და გაიაზრეთ რა სიბრძნე დევს თითოეულ  ხატოვან ნათქვამში.                                                   5 წთ

გაკვეთილი 18                                 5 ივნისი
თემა : ბრძნული გამონათქვამები
1.    მოსწავლეები კითხულობენ  და  გაიაზრებენ  ბრძნულ გამონათქვამებს                        15 წუთი
2.    მასწავლებლის მინი ლექცია   15 წუთი
3.    შეჯიბრი-ბრძნული გამონათქვამები         20 წუთი
4.    გამარჯვებულის გამოვლენა 
 და დაჯილდოება     სიგელით                   5 წუთი

5.     როგორ  მოვემზადოთ
 ნახევარფინალისათვის                              5 წთ.


გაკვეთილი 19                            8  ივნისი
1. ნახევარფინალი                                    50 წუთი
2.გამარჯვებულების გამოვლენა
დაჯილდოება სიგელებით                      10 წუთი



გაკვეთილი 20                             ივნისი
1.ფინალი                                                        50 წთ
2.გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება დიპლომებითა
 და პრიზებით                                             10 წუთი



რესურსები (მიუთითეთ გამოსაყენებელი რესურსების ჩამონათვალი)
 ინტერნეტ რესურსები:
https://youtu.be/Yy9lAcZDtdw
საცნობარო ლიტერატურა
თემურ ივანიძე 4000 კითხვა, პასუხი
,,ავიმაღლოთ ინტელექტი,,
ბრძნული აზრების საგანძური. სიბრძნის ენციკლოპედია , შემდგენელი გივი კალანდაძე.




ლიტერატურა
სკოლაში არსებული რესურსი:
ბრძნული აზრების საგანძური. სიბრძნის ენციკლოპედია , შემდგენელი გივი კალანდაძე
,,ავიმაღლოთ ინტელექტი,,


საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსგან მოთხოვნილი რესურსი:
თემურ ივანიძე 4000 კითხვა- პასუხი







აღჭურვილობა/მასალები
სკოლაში არსებული რესურსი:

ქსელში ჩართული კომპიუტერი
პროექტორი
დაფა
საშლელი


საჭიროების შემთხვევაში სამინისტროსგან მოთხოვნილი რესურსი
·        მონიტორი
·        ფლიფჩარტის დაფა, მარკერები, A4 ქაღალდი, ფლიფჩარტის ქაღალდი.



















N
რესურსი
სპეციფიკაცია
რაოდენობა
 1.
მონიტორი
 ინტერნეტრესურსების საჩვენებლად
 1
 2.

მარკერები
რესურსების დასამზადებლად
19
 3.
 ფლიფჩარტის დაფა
 საჭიროებისამებრ
 1
 4
 ფლიფჩარტის ქაღალდი
  საჭიროებისამებრ
 5
 5
 A4 ქაღალდი
 რესურსების დასამზადებლად
 15







ბიუჯეტი




ხარჯვის სახეობა
ერთეულის დასახელება
ერთეულის რაოდენობა
ერთეულის ფასი
სულ

1.     პედაგოგის შრომის ანაზღაურება
20 საათი
 20
 10
 200

2.     ადმინისტრაცია/დირექციის შრომის ანაზღაურება
20 საათი
 20
 10
 200

სულ
(თანხის ჯამური ოდენობა)
400 ლარი