ავტორი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგი მადიმი დოლაკიძე.
მთავარი
- მთავარი
- კონკურსები
- გაკვეთილის გეგმები
- მოსწავლეთა პრეზენტაციები
- ისტ რესურსები
- მასწავლებლის პრეზენტაციები
- სილაბუსები
- კათედრაზე მუშაობა და კოლეგებთან თანამშრომლობა
- მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა
- ღვანკითის საჯარო სკოლა
- ჩემ შესახებ
- ფოტოები
- ჩემი სერტიფიკატები, დიპლომები , მადლობის სიტყვები.
- ტესტები
- შეფასების რუბრიკები
- თვითშეფასება
- ტრენინგები და კონფერენციები
- სადამრიგებლო პროგრამა
- სასწავლო პროექტები
- ინტელის პროექტი
четверг, 15 декабря 2016 г.
среда, 9 ноября 2016 г.
სასწავლო პროექტი ,,ვიცნობდეთ საქართველოს,,
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება
|
,,ვიცნობდეთ საქართველოს,,
|
||||||||||||||||
პროექტის აქტუალობა
|
ვინაიდან
მეექვსეკლასელები ნაკლებად იცნობენ
საქართველოს , მის ღირსშესანიშნაობებსა და გამოჩენილ ქართველ მწერლებსა და
საზოგადო მოღვაწეებს საჭიროა და
აქტუალურია ამ პრობლემის გადაჭრა. შესაბამისად პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, სვეტიცხოვლის ,სამთავროს დედათა
მონასტრის,უბისისა და ჯვარის მონასტრების შესახებ ინფორმაციებს, წმინდა ნინოს
ღვაწლს. გაიფართოებენ
თვალსაწიერს , იხილავენ ილიას მუზეუმსა და ტაძრებს , აიმაღლებენ ინტელექტს
გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევას.
|
||||||||||||||||
მიზანი
|
მოსწავლეებისათვის
კულტურული ფასეულობების, მუზეუმების,ხუროთმოძღვრული
ძეგლებისა და ქართველი საზოგადო
მოღვაწის, პოეტისა და მწერლის ილია
ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება,
კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიების უნარების
განვითარება(ილია ჭავჭავაძის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სახლ-მუზეუმის დათვალიერება)
ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნელად მეტყველების პრეზენტაციისა
და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
საქართველოს კულტურული ფასეულობების დაცვისა და პატივისცემის
გრძნობის განცდა.
|
||||||||||||||||
პროექტის მოსწავლეთა ასაკი
|
12 წელი
კლასი- მეექვსე
|
||||||||||||||||
ვადები/
ხანგრძლივობა
|
პროექტი ,,ვიცნობდეთ საქართველოს,, გრძელდება მოსწავლეობის პერიოდში ყოველწლიურად გეგმისა და საჭიროების შესაბამისად.
აღნიშნული პროექტი კონკრეტულად განხორციელდება
2016 წლის 7-14 ოქტომბერს,
|
||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები:
|
მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო ეპიზოდებს
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან,მის
მოგონებებს და მოგონებებს მასზე. ასევე
მოიძიებენ ინფორმაციებს უბისის,
სვეტიცხოვლისა და ჯვარის მონასტრების შესახებ, შეისწავლიან ილიას ლექსებს , წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი
მოთხრობებიდან . მოინახულებენ ილიას სახლ-მუზეუმს, უბისას, სვეტიცხოველს , სამთავროს,
ჯვარისა და სამების მონასტრებს. მოისმენენ მასწავლებლისა და ექსკურსიამძღოლის
საუბრებს , გადაიღებენ ფოტო-სურათებს,ვიდეოებს და განათავსებენ სოციალურ ქსელში. შექმნიან სლაიდ-შოუს,წარმოადგენენ მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაციებს და მოუწოდებენ თანატოლებს მოაწყონ ექსკურსიები აღნიშნული მარშრუტით.დაწერენ
შთაბეჭდილებებს.
|
||||||||||||||||
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ადამიანური რესურსები: მშობლები, მასწავლებელი,მოსწავლეები. ექსკურსიამძღოლი
მატერიალური რესურსები: ტრანსპორტი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.რვეული , კალამი. მუზეუმი,ტაძრები.
|
||||||||||||||||
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
|
პროექტის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება პროექტის მიზნებს, კერძოდ,
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და ილიას
ცხოვრების შესახებ , რაც ინფორმაციის მოძიების უნარებს უვითარებს
მოსწავლეებს.პრეზენტაციების წარმოდგენა ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველების
უნარ-ჩვევებს ავითრებს , სლაიდ-შოუს მომზადება კი - ტექნოლოგიების გამოყენების, ჯგუფური
მუშაობისა და თანამშრომლობის უნარებს
|
||||||||||||||||
პროექტის მსვლელობა, მოსწავლეთა ასაკის ცოდნის, ინტერესებისა და გამოცდილების
გათვალისწინება
|
პროექტის საწყისი ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკი
და ინტერესები , რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით,განსაკუთრებით ეფექტურია მუშაობა ,თუ დავალებებს თავად მოსწავლეები
ირჩევენ და ჩვენც ინტერესების მიხედვით შევქმენით სამი ჯგუფი
თითოეულ ჯგუფში არის 5-5 მოსწავლე
ჯგუფი 1
პირველი ჯგუფი მუშაობს თემაზე: ,,ილიას ცხოვრება
და შემოქმედება,,
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ილია
ჭავჭავაძის შესახებ( ყვარელი , ბავშვობა და სიყმაწვილე, თბილისი,
პანსიონსა და გიმნაზიაში, პეტერბურგის უნივერსიტეტში,
მოღვაწეობა საქართველოში, წიწამურის ტრაგედია) მოამზადებენ სლაიდ-შოუს
Power Point-ში
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ .
ჯგუფი 2
მეორე ჯგუფი მუშაობს თემაზე :,,საქართველოს ისტორიული ძეგლები,,
მოსწავლეთა ნაწილი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლების :
უბისის, სვეტიცხოვლის , სამთავროს ,ჯვარისა და სამების შესახებ , მოამზადებენ
პრეზენტაციებს pover-point-ში.
14 ოქტომბერს .მოეწყობა ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში , მოსწავლეები
ასევე ნახავენ უბისას, სვეტიცხოველს, დაესწრებიან ,,სვეტიცხოვლობას,,
ექსკურსიაზე წასვლამდე
მოსწავლეები ქართული
ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოადგენენ მოძიებული ინფორმაციების
პრეზენტაციებს ექსკურსიის შემდეგ კი წერენ შთაბეჭდილებებს ნანახსა და განცდილთან დაკავშირებით.
ჯგუფი 3
ამ
ჯგუფში გაერთიანებული არიან ფოტომოყვარულები.
ეს
მოსწავლეები გადაიღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს სახლ-მუზეუმისა და ისტორიული
ძეგლების დათვალიერების პროცესში. გადაღებული ფოტო -ვიდეო მასალა აიტვირთება ბლოგზე , სკოლის ვებ გვერდზე,
იუტუბზე და სოციალურ ქსელში.
პროექტის
მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და
სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და
განხორციელებული აქტივობების ნახვის შესაძლებლობა. სხვა კლასების მოსწავლეებსაც
გაუჩნდებათ მსგავს სასწავლო პროექტებში მონაწილეობის სურვილი.
|
||||||||||||||||
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
|
მოსწავლეები წინასაწარ არიან ინფორმირებულნი პროექტის
მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ,
რაც ხელს უწყობს პროექტის წარმატებით მსვლელობას და მოსწავლეთა მოტივაციას.
სასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებ ჰოლისტური შეფასების სქემას, რადგან კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი , ან თუნდაც სამი მახასიათებლით მოცემულ სქემაში გაერთიანებულია თითქმის ყველა კრიტერიუმი და ყველა მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას
|
||||||||||||||||
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
|
კავშირი ხელოვნებასთან(
ხუროთმოძღვრული ძეგლები) ,ისტორიასთან,(
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში , წმინდა ნინო). მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის
უნარები.
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს .
ქართ. VI. 1. მოსწავლეს
აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას
გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საკუთარ კომუნიკაციურ ქცევას უსადაგებს
შესაბამის კონტექსტს;
·
შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა
სახის (საინფორმაციო, ვიზუალურ
და ა. შ.) მასალას სანდოობის თვალსაზრისით;
·
წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით
მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების
გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის
უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს
მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
|
||||||||||||||||
პროექტის ხელმძღვანელი
|
ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე
|
||||||||||||||||
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა/
ბლოგი
|
http://dolakidze.blogspot.com/
|
რეფლექსია პროექტის
განხორციელებაზე
სასწავლო
პროექტი ,,ვიცნობდეთ საქართველოს,, დაიგეგმა მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით
და მათთან შეთანხმებით, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ სტანდარტში
მოცემული მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით. პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მონაწილე მოსწავლეთა შესაძლებლობები და მისწრაფებები.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის კულტურული ფასეულობების, მუზეუმების,ხუროთმოძღვრული
ძეგლებისა და ქართველი საზოგადო
მოღვაწის, პოეტისა და მწერლის ილია
ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება,ადეკვატურად,გამართულად და დამარწმუნელად მეტყველების პრეზენტაციის
თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.საქართველოს კულტურული ფასეულობების
დაცვისა და პატივისცემის გრძნობის განცდა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის მზადების პროცესში , პროექტის მონაწილეები
ინტერესების მიხედვით გადანაწილდნენ ჯგუფებში,პროექტის აქტივიბები წარიმართა გეგმის შესაბამისად
პირველმა ჯგუფმა მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ , მოამზადა ასევე პრეზენტაცია
pover-point-ში.
მეორე ჯგუფის წევრებმა
მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაციები საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლების: უბისის
, სვეტიცხოვლის , ჯვარისა და სამების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაცია pover-point-ში.
მესამე ჯგუფში გაერთიანდნენ
ფოტომოყვარულები, მათ გადაიღეს ფოტოები პროექტის მსვლელობის პროცესში, ასევე მოამზადეს
ვიდეორგოლები და ატვირთეს სკოლის გვერდზე , სოციალურ ქსელში და ბლოგზე. პროექტის ბოლო
ეტაპზე მოსწავლეებმა დაწერეს შთაბეჭდილებები .
პირველი ჯგუფის
წევრებმა მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციების პრეზენტაცია წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმში .
მეორე ჯგუფის წევრებმა
სვეტიცხოვლის,ჯვრის, უბისისა და სამთავროს
მონასტრების შესახებ ისაუბრეს ტაძრების ეზო-გარემოში.
პროექტის მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს როგორც
თანატოლების, ისე ექსკურსიამძღოლების საუბრები.
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო იმ ნაწილში, როდესაც
უკვე მოძიებულ და დამუშავებულ მასალას გადმოსცემდნენ
მოსწავლეები. პროექტში ჩართული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები,ისინი ინტერესით უსმენდნენ
თავიანთ შვილებს, მოსწავლეებმა სასწავლო პროექტში მონაწილეობით მიიღეს სარგებელი ,
გაიღრმავეს ცოდნა, გაიფართოეს თვალსაწიერი, დაეუფლენ სხვადასხვა სასიცოცხლო უნარ- ჩვევას.
პროექტის განხორციელების
პროცესში აქტივობების მოდიფიცირება არ მომხდარა
. სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობისას უფრო მეტ აქტივიბას განვახორციელებ . მაგ:
გამოვუშვებთ გაზეთს , რომელშიც დავბეჭდავთ
წერილებს , შთაბეჭდილებებს , ასევე მოვაწყობთ სტენდს, რომელზედაც იქნება აღბეჭდილი
პროექტის განხორციელების ამსახველი ფოტოები.
მწერლის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან
მოვაწყობ ლიტერატურულ მუსიკალურ კომპოზიციას. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ მოსწავლეთა
ასაკობრივ თავისებურებებს, შესაძლებლობებს,ინტერესებსა და მისწრაფებებს
ამ ტიპის სასწავლო პროექტებით უკეთესად სწავლობენ
ბავშვები და სწავლის პროცესიც უფრო სახალისო ხდება .
воскресенье, 16 октября 2016 г.
воскресенье, 11 сентября 2016 г.
როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს და რა როლი აქვს სკოლას ამ პროცეში, 7 რჩევას თამარ გაგოშიძე მოგცემთ.
ბავშვის შეცდომა უნდა იყოს ლეგიტიმური. უფროსების იმედგაცრუება ბავშვისთვის ტრაგედიის ტოლფასია, მასწავლებელი და მშობელი კი მისთვის ავტორიტეტია. ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რომ შეცდომის დაშვება არ არის სირცხვილი.
ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის პირველი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველას განსხვავებული უნარი აქვს.
თავი შეიკავეთ სწავლასთან დაკავშირებით შეფასებისა და მწვავე რეპლიკებისგან. აუცილებელია ბავშვის წახალისება დამოუკიდებლობისთვის. ასევე აუხსენით, რომ თუ დახმარება დასჭირდება, შეუძლია თქვენ მოგმართოთ.
დავალების შემოწმებისას აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და ამის მერე აუხსენით, რა შეეშალა. ამისთვის სწორი ფორმა მოძებნეთ, შეცდომის იგნორირება არ შეიძლება.
მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტონსა და ინტონაციას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის მოტივაციას.
ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ბავშვს ყოველთვის სურს მშობელს და მასწავლებელს ასიამოვნოს, ასეთი მოთხოვნა კი უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე.
აუცილებელია ყოველთვის დაინახოთ და აღნიშნოთ ბავშვის ქცევა და ძალისხმევა, მხოლოდ მინუსებზე აქცენტი არ გააკეთოთ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)