понедельник, 7 сентября 2015 г.

საგანმანათლებლო პროექტი
პროექტის სახელი: ,, ერთად მომავლისაკენ.,,
პროექტის მთავარი იდეა:,,ხვალის იმედად ვიზრდებით ჩვენ , საქართველოს
შვილები.,,
პროექტის აქტუალობა: სხვადასხვა ეროვნების ბავშვები გაიცნობენ ერთმანეთს,
დამეგობრდებიან , ჩაატარებენ პროექტით დაგეგმილ
სპორტულ, შემეცნებით, ინტელექტუალურ,
მხატვრულ და გასართობ საინტერესო ღონისძიებებს.

პრობლემის განსაზღვრა :არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები ვერ
ფლობენ სახელმწიფო ენას სათანადო დონეზე, უჭირთ
კომუნიკაცია,არ იცნობენ განსხვავებულ კულტურას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ განსხვავებული კულტურის გაგების,ენის სწავლის,სასიცოცხლო და სამეტყველო, კომუნიკაციური,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ–ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება:პიროვნულ განსხვავებათა დაფასება და პატივისცემა; ქვეყნის მოქალაქეობის განცდა.
პროექტის მონაწილეთა ასაკი/კლასი : 15–16 წ. მე–9, მე–10 კლასები
მოსწავლეთა რაოდენობა: სკოლიდან 5–5 მოსწავლე (სულ 75)
ვადები/ხანგრძლივობა: ათი დღე (2015 წლის ივლისი)
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 დამეგობრდებიან საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
 მოსწავლეებში გაიზრდება საქართველოსა და ქართული ენის პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობა.

 მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობის,კვლევა- ძიებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.

 მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მათთვის საინტერესო კულტურისა და სპორტის სფეროებში(ცეკვა,სიმღერა,ხატვა,მოდების ჩვენება,თეატრალური სანახაობა,მხიარული თამაშები...).
 დახვეწენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
შეიქმნება:
1. სტატიები და ჩანაწერები საზაფხულო ბანაკში გატარებული დღეების შესახებ.
2. ფოტო მასალა.
3. ვიდეო მასალა.
4. ნახატები.
5. საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა.
6. ესეები.
7. ფეისბუქის გვერდი,, კეჩხობი 2015,,
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი, ეკრანი, ციფრული კამერა, ფანქრები და კალმები, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, სიგელები,სპორტული ინვენტარი, ერთნაირი მაისურები წარწერებით: ,, ერთად მომავლისაკენ ,,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.წლის მანძილზე ჩატარებულ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული ხუთი მოსწავლის შერჩევა თითოეული სკოლიდან საზაფხულო ბანაკში გასაგზავნად
პროექტის მონაწილე მოსწავლეთა და პედაგოგთა სიების დაზუსტება.
საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდში და ბანაკში წასვლამდე განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვა პროექტში მონაწილე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით და დაგეგმილ აქტივობებში აქტიური მონაწილეობის მიღების მიზნით, მონაწილეთა წინასწარი მზადება. /ბანაკში წასვლამდე/
აქტივობა 2. ნაკადის სახელწოდების, დევიზისა და ლოგოს მოფიქრება.
დღის რეჟიმისა და ქცევის წესების შედგენა ერთობლივად საზაფხულო ბანაკში გასაგზავნი მოსწავლეებისათვის.
/ ბანაკში წასვლამდე/
აქტივობა 3. სპორტული ღონისძიება–მხიარული სტარტები
პროგრამა: 1. გუნდების მისალმება. 2.მიზანში სროლა. 3.მკლავჭიდი. 4.სიგრძეზე ხტომა. 5. სირბილი ტომრებით. 6. სიგრძეზე ხტომა. 7.ბარიერების გადალახვა და დანიშნულ ადგილამდე მისვლა. 8.ფრენბურთი. 9.ბურთის ჩაგდება კალათში. 10.მივიდეთ თვალებახვეული დანიშნულ ადგილამდე. 11 ვინ უფრო სწრაფად. 12 სახალისო აქტივობები:სკამები წრეზე. სიტყვების ამოცნობა, დაასრულეთ ფრაზა, დახატეთ კარიკატურა, მუსიკის გამოცნობა, თამაში,, წითელქუდა,, გამოიცანით ცნობილი ადამიანი. და ა. შ.
ივლისი
აქტივობა 4. ინტელექტუალური კონკურსი ,,ეტალონი,,
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად,პირველ ტურში ითამაშებს ყველა მსურველი. ნახევარფინალში ითამაშებს საუკეთესო ექვსეული , ფინალში –საუკეთესო სამეული.
გამარჯვებული გამოვლინდება ფინალში დაგროვებული ქულების მიხედვით.
ივლისი.
აქტივობა 5. მხატვრული კითხვის კონკურსი.
კონკურსის მონაწილეები მხატვრულად წაიკითხავენ ქართველი და სომეხი პოეტების ლექსებს, გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. ივლისი
აქტივობა 6. სიმღერის კონკურსი: ,, ვუმღერ სამშობლოს,,
კონკურსის მონაწილეები შეასრულებენ ქართულ და სომხურ სიმღერებს. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური
აქტივობა 7. იუმორისტული საღამო /გააცინე მაყურებელი/ ივლისი
მიზანი:1. სასიამოვნო განწყობის შექმნა,2. იუმორისთული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა.
აქტივობა 8. ქართული, სომხური , აზერბაიჯანული და ევროპული ცეკვების საღამო.
საუკეთესო მოცეკვავეებს გამოავლენს ჟიური. ივლისი
აქტივობა 9. ინფორმაციების მოძიება ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ /ყოველდღიურად/ ივლისი
აქტივობა 10. ექსკურსია ან ლაშქრობა ,, გაიცანით საქართველო,, ივლისი
აქტივობა 11. დისკუსია თემაზე: წიგნი თუ კომპიუტერი. ივლისი
აქტივობა 12. ქართულენოვანი ტელეგადაცემების მოსმენა და ფილმების ყურება.
/ყოველდღიურად/ ივლისი
აქტივობა 13. ვიქტორინა თემაზე: ,,ვინ უფრო კარგად იცნობს ქართულ მწერლობასა და საქართველოს ისტორიას.,,
აქტივობა 14 . სილამაზის კონკურსი ივლისი
აქტივობა 15. კონფერენცია.
თემებს წარმოადგენენ სასკოლო და ზონალურ კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები.
აქტივობა 16 "პრესკონფერენცია 20 წლის შემდეგ" თითოეული მონაწილე წარმოადგენს საკუთარ ისტორიას, თუ რა გადახდა მას 20 წლის განმავლობაში და რას და როგორ მიაღწია. დანარჩენები (მსმენელები) იქნებიან "ჟურნალისტები" და კითხვებს დაუსვამენ რესპოდენტს ივლისი
აქტივობა 17. დასკვნითი ღონისძიება თემაზე: ,, გაუმარჯოს ძმად შეფიცვას, სიყვარულს და მეგობრობას,, ივლისი
კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება და დამშვიდობება.
აქტივობა 18. შთაბეჭდილებების გადმოცემა წერილობით,ესეს დაწერა, გაზეთის გამოშვება, წერილის გამოქვეყნება გაზეთში.ფოტოების გადაღება– შეგროვება, გამოფენა და ფეისბუქის განთავსება. ივლისი
დღის რეჟიმი:
1. გაღვიძება 8სთ.
2. ხაზზე მოწყობა. დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. დღის განრიგის გაცნობა. 8სთ. 30 წთ.
3. საუზმე 9 სთ.30 წთ.
4. გაკვეთილი 11 სთ.
5. სადილი 14 სთ.
6. დასვენება 15 სთ.
7. ღონისძიება 16 სთ.
8. ვახშამი 18 სთ.
9. ქართული სატელევიზიო გადაცემების მოსმენა. 19 –21 სთ.
10. ქართული ფილმების ნახვა 21–22 სთ.
11. დაძინება 22სთ 30 წთ.
ბანაკში ქცევის წესები:
1.საზაფხულო ბანაკის წევრები დილით ადრე 8 საათზე იღვიძებენ , დგებიან აწესრიგებენ თავიანთ ოთახებს და იწესრიგებენ თავს.
2.8სთ–სა და 30 წთ–ზე ყველა მოსწავლე დგას ხაზზე და მონაწილეობს დილის გამამხნევებელ ვარჯიშში.
3. ყველა მოსწავლე ყურადღებით ისმენს დღის განრიგს და ასრულებს მას.
4. ყველა მოსწავლე მონაწილეობს დაგეგმილ ღონისძიებებში.
5. მოსწავლეები პატივს სცემენ უფროსებს და ერთმანეთს.
6.დისკუსიებისა და ღონისძიებების დროს ყველა მოსწავლე იცავს წესრიგს.
7. მოსწავლეები უფრთხილდებიან სახელმწიფო ქონებას.
8. მოსწავლეები მითითებულ დროზე ცხადდებიან დაგეგმილ ღონისძიებებზე.
9.მოსწავლეებს ერთმანეთთან აქვთ მეგობრული ურთიერთობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ვებ-გვერდის შექმნა) განუმტკიცდებათ მართლწერის, მართლმეტყველებისა და კომუნიკაციის უნარ –ჩვევები.

ქ.მ. X. 3. მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად
და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ქართულენოვან ტელე\რადიო გადაცემებსა და ფილმებს.
• ქ.მ.X.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ტექნიკა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• წაკითხვამდე განსაზღვრავს, რისი აქცენტირება სურს ტექსტში და რა საშუალებებით;
• ეფექტურად იყენებს ინტონაციას (სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს) და სხეულის ენას (მიმიკა, ჟესტიკულაცია);
• ეფექტურად იყენებს ლოგიკურ (აზრობრივ) და ფსიქოლოგიურ (დაძაბულობის, მოლოდინის, გაჩუმების) პაუზას;
• ეფექტურად იყენებს ლოგიკურ მახვილს, როგორც სიტყვის გამოყოფისა და ხაზგასმის საშუალებას წინადადებაში;
• კითხვის პროცესში ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან.

ქ.მ. X.13. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით დაწეროს მცირე ზომის მხატვრული ტექსტი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მოდელის, პირობის მიხედვით წერს ტექსტს;
• შესწავლილი ტექსტის კონტექსტის (სოციალური, Iჩთორიული, კულტურული - დრო, ადგილი, ეპოქა, გარემო და სხვა) შეცვლით თხზავს ახალ თხზულებას იმავე თემაზე, პრობლემაზე;
ქ.მ. X.15. მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
• მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს/ჩაინიშნავს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
• შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
ქ.მ. X.16. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება დისკუსიებში .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აყალიბებს მსჯელობის საგანს ანუ სადისკუსიო თემას;
• გამოყოფს პრობლემას და ამ პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას/დამოკიდებულებას;
• მკაფიოდ აყალიბებს პოზიციას;
• საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები, მაგალითები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან;
• სხვის მიერ წარმოდგენილ თვალსაზრისზე/შეხედულებაზე აკეთებს კომენტარს და მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
• ისმენს სხვების აზრს და სვამს შესაბამის კითხვებს.

ქ.მ.X.17. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ისაუბროს მისთვის საინტერესო თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მკაფიოდ აყალიბებს გამოსვლის მიზანს, გამოკვეთს თემას;
• თანამიმდევრულად ავითარებს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას წარმოდგენილი თემის შესახებ;

ქ.მ.X.21. მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ზეიმის მოწყობა; შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან, კოლორიტებთან და ა.შ. ადგილობრივი მუზეუმის კატალოგის შექმნა ვებგვერდზე განსათავსებლად და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
• გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
• მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
• ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
• პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
• შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
• განახორციელებს პროექტს;
• გუნდის წევრებთან ერთად აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
ქ.მ.X.26. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს მასწავლებელთან, მეწყვილესთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
• ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;

ქ.მ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია აქტუალურ და მისთვის საინტერესო
საკითხზე / თემაზე არსებული დისკუსიის მოსმენა და გაგება.


ქ.მ. IX.25. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო
რესურსების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.




პროექტის ავტორი: მადიმი დოლაკიძე.
ელ ფოსტა: madimidolakidze@gmail.com
2015 წლის 15 მაისი.








Комментариев нет:

Отправить комментарий