четверг, 8 мая 2014 г.

ჩემ შესახებ







ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 
                                    

                                                       

                                               

                                                                       


sv
სახელი : მადიმი
გვარი: დოლაკიძე
დაბადების თარიღი:1964 წელი 14 აგვისტო.
დაბადების ადგილი : თერჯოლა
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული( მეუღლე და ორი შვილი)
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 65 35 35
ელ ფოსტა: madimidolakidZe@gmail.com
განათლება:  უმაღლესი (მაგისტრი) ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი
ენების ცოდნა:   რუსული, გერმანული
სამუშაო გამოცდილება: 1. გაზეთ,, თერჯოლის“ რედაქცია 1987-1988წწ 2.ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1987-2014წწ. 3.ღვანკითის საჯარო სკოლის ორგანიზატორი1988-1989წწ.4.ღვანკითის თემის საკრებულოს თავმჯდომარე 2002 წელი.
ტრენინგები: 1.სსიპ ,, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი
,,ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“    ა)სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბ) გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;გ)სასწავლო პროექტის ორგანიზება  ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დ)თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:,, ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“- 20 საკონტაქტო საათი, 10-არასაკონტაქტო.
3 ,, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები“-40 საკონტაქტო საათი, 10- არასაკონტაქტო.
4.,, სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ 15 საკონტაქტო საათი, 5-არასაკონტაქტო.
5,,მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ 15 საკონტაქტო საათი, 5- არასაკონტაქტო.
6.პროფესიული განვითარების კავშირის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:  ა)ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  პრინციპები,
ბ)შედეგზე ორიენტირებული სწავლებისა და გაკვეთილის დაგეგმვის მნიშვნელობა,
გ)შეფასების ახალი სისტემები
დ)სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,
ე)პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი.12 საკონტაქტო საათი
7.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და საერთაშორისო სამოქალაქო განათლების პროგრამა მოზაიკას მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების ტრენინგ- სემინარი
8.ფონდი განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი :,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგიები“- 2 კრედიტი
9.,,ასაკობრივი განვითარებისა და სწავლის თეორიები“-3 კრედიტი.
10.პროექტის ,,ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა თემში-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში   ტრენინგი :სწავლების მეთოდოლოგია დოკუმენტური ფილმების გამოყენებით.
11საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროექტი -,,ილია ჭავჭავაძე,’’ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა:,, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“
12,, საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანი გამოყენება“
13 ინტელის ტრენინგი 36 საათი

დამატებითი ინფორმაცია: ვარ შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, კოლეგიალური,მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,  ჯგუფთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, ანალიტიკური აზროვნების, კონფლიქტების მართვისა და საქმიანი ურთიერთობების წარმოების, საკუთარი შეხედულებების დაცვისა და დასაბუთების , ფუნქციური წერის, დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები


დედა ტერეზას რჩევები:

-ადამიანები ხშირად უგუნურნი, არალოგიკურნი და ეგოისტურნი არიან. ამისდა მიუხედავად აპატიეთ მათ!

– თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამისდა მიუხედავად, იყავით კეთილი! 

– თუკი თქვენ წარმატებულები ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად, იყავით წარმატებულები! 

– თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები! 

– ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამისდა მიუხედავად, აშენეთ! 

– თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. ამისდა მიუხედავად, იყავით ბედნიერები! 

– იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამისდა მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე! 

– მიეცით სამაყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამისდა მიუხედავად, მიეცით! 

– თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი! გიყვარდეთ! ყველაფრის მიუხედავად! 

– გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ. 

– საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება; ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
                         
                          


                       

მასწავლებლის მცირე ისტორია მასწავლებელი მადიმ დოლაკიძე ოცდაჩვიდმეტი წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ღვანკითის საჯარო სკოლაში. ის გამორჩეული ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებაში.მას განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები და საგანი, რომელსაც ასწავლის. არის ლიდერი,თანამშრომელი, მზრუნველი, თანამგრძნობელი,კრეატიული, ინოვატორი, მკვლევარი მასწავლებელი,რომლისთვისაც უპირველესია მიაღებინოს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება.მისთვის სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე დგას მიღწეული შედეგით.მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემებში, ორგზის ფასილიტატორი მეგზურობას უწევდა მასწავლებლებს, ეხმარებოდა, აცნობდა და უზიარებდა მათ სიახლეებს შეხვედრებისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით. იყო სკოლის შეფასებისა და ხარისხის მართვის ჯგუფების აქტიური წევრი, კრიტიკული მეგობარი,რომელიც სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით ესწრებოდა კოლეგებს გაკვეთილებზე და აძლევდა მათ სათანადო უკუკავშირს. მასწავლებელი ხასიათდება მაღალი პასუხისმგებლობით და საზოგადოებრივი ჩართულობის თვალსაზრისით სანიმუშო მაგალითის მიმცემია თაობებისათვის. მისი უშუალო ჩართულობით სასიკეთოდ შეიცვალა მოსწავლის ,სასკოლო საზოგადოებისა და სასკოლო თემის ცხოვრება. მასწავლებელმა 2010 წელს პირველივე გასვლაზე წარმატებით დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია და ჩააბარა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები. ჩაატარა შიდა და გარე დაკვირვების გაკვეთილები, განახორციელა კვლევები,წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციისა და მშობელთა აქტიური ჩართულობის მიზნით სასკოლო ცხოვრებაში.ამ მიზნით განახორციელა დაგეგმილი , სავალდებულო აქტივობები და მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ასევე ჩააბარა ,,ქართული ,როგორც მეორე ენის,, საგნობრივი გამოცდა. აქტიურად ჩაერთო პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარებსა და პროექტებში, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო დონეზე. სასკოლო საზოგადოებას პროფესიული დაოსტატების მიზნით უზიარებს როგორც სიახლეებს,ისე განხორციელებულ აქტივობებს. ჰყავს წარმატებული მოსწავლეები... შესაბამისად გაიზარდა ინტერესი სასკოლო საზოგადოებაში, ამაღლდა მოტივაცია და მალე თვრამეტმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. საგაკვეთილო პროცესში აქტიურდ იყენებს ინტერაქტიურ მეთოდებს და ორიენტირებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე.მისთვის მნიშვნელოვანია კონსტრუქტივისტული პრინციპი, დიფერენცირებული მიდგომა,. ინდივიდუალური გეგმით მუშაობს სსსმ მოსწავლეებთან, ატარებს ტესტირებებს,შემაჯამებელ წერებს, აკეთებს ეროვნული გამოცდების იმიტაციას და შედეგების ანალიზს კათედრის სხდომაზე. უქმნის მოტივაციას მოსწავლეებს დამრიგებლობითი და აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებით,თანამედროვე მეთოდების, სახალისო აქტივობებითა და მოტივაციის ფორმების ოსტატურად გამოყენებით. ხშირად აჯილდოებს წარმატებულ მოსწავლეებს canva.com-ში თავისი დამზადებული სიგელებით, სერტიფიკატებითა და დიპლომებით. მოსწავლეებს მუდმივად აქვთ სწავლის ღირებულების განცდა. მასწავლებელი მათ ამხნევებს სათანადო უკუკავშირებით და ქმნის მათთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს. არის მოსწავლეთა საიმედო მხრდამჭერი, ზრუნავს მოსწავლეთა პიროვნული ზრდისა და მიღწევებისათვის: ატარებს წლის დასაწყისში დიაგნოსტიკურ ტესტირებებს, ყოველი სემესტრის დასაწყისში და დასასრულს აკეთებს ინდივიდუალურად მოსწავლეთა შედეგების ანალიზს, გამოკვეთს მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს და სახავს სამომავლო გეგმებს უკეთესი შედეგების მისაღწევად. თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან,შექმნილი აქვს მშობელთა და მოსწავლეთა ფეისბუქ ჯგუფები სკომუნიკაციოდ, აწარმოებს ბლოგს. (იხ. ბმული: http://dolakidze.blogspot.com/ ) 2022-2023 სასწავლო წელს ხელმძღვანელობდა სკოლის ფეისბუქ გვერდს (იხ.ბმული:https://www.facebook.com/profile.php?id=100085638483088), წერდა და აქვეყნებდა წერილებს სკოლაში მიმდინრე მოვლენების, განხორციელებული აქტივობებისა და მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. მასწავლებელი გეგმავს და როგორც სასკოლო საზოგადოებას, ისე თემს უზიარებს საკონკურსო განაცხადებს, განახორციელებს კონკურსებს, მიღწეული წარმატებების შესახებ დროულად აუწყებს კონკურსის მონაწილეებს და აჯილდოებს მათ.(განახორციელა ნახატების,ესეებისა და კლიგრაფიის კონკურსები,,,ჩვენი ეზოს ყვავილები,, , ამოიცანი ისტორიული ძეგლი და გვიამბე მის შესახებ,,... და ა.შ.) მნიშვნელოვანია ის,რომ მოსწავლეს თვალნათლივ შეუძლია სწავლის პროგრესის დანახვა, მასწავლებელი მოსწავლეებში იმედისმიმცემი კომენტარებითა და სხვადასხვა აქტივობით წაახალისებს მოსწავლის რწმენისა და კეთილდღეობის განცდას. ამის ნათელი დასტურია წლების განმავლობაში მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის ტურებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კონკურსებში:,,ტვინების ბრძოლაში,,, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში ,,ეტალონის,, გადაცემაში სამჯერ მონაწილეობა და მიღწეული გამარჯვებები. ( იხ. ბმული: https://youtu.be/yqHi35PAqIU?feature=shared ) აქტიურად იყო ჩართული მასწავლებელი ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილ სასკოლო პროექტებში,რომლებიც მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და კონფლიქტების მოგვარებას. კონკრეტულად მან განახორციელა პროექტი:,,ტაო-კლარჯერთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე,, დისკუსია თემაზე :კონფლიქტები ლიტერატურულ ნაწარმოებებში და მათი მოგვარების გზები. მოსწავლეთა პრეზენტაციები თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრება,, შექმნა პრიორიტეტულ თემებზე ელექტრონული წიგნები. მასწავლებელი ხშირად უწევს მენტორობას სკოლაში უნივერსიტეტებიდან შემოსულ პრაქტიკანტებს, მასწავლებლის მომზადების სამოცკრედიტიანი პროგრამის სტუდენტებს, ასევე მეგზურობას უწევდა მასწავლებლის ეროვნული სკოლის კურსდამთავრებულებს, ხუთმა სტუდენტმა სწორედ დოლაკიძის მენტორობით წარმატებით გაიარა პრაქტიკა ღვანკითის საჯარო სკოლაში. არის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე. გეგმავს შეხვედრებს კოლეგებთან, აწარმოებს დოკუმენტაციას,ქმნის კურიკულუმებს, განახორციელებს სასწავლო პროექტებსა და საინტერესო კომპლექსურ დავალებებს,ატარებს სამოდელო ინტეგრირებულ გაკვეთილებს,( მაგ:სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ლიტერატურაში: ბავშვის უფლებები და თანამედროვე ქართველი მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის ,,გიმნაზისტკა,, ქალთა უფლებები გუშინ და დღეს ,,შუშანიკის წამება,, ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში- მონღოლების შემოსევა საქართველოში და გიორგი ლეონიძის ლექსი ,,მეცამეტე საუკუნე,, , ყივჩაღების ჩამოსახლება საქრთველოში და გიორგი ლეონიძის ლექსი ,,ყივჩაღის პაემანი,, , ცოტნე დადიანის გმირობა და ,შოთა ნიშნიანიძის ლექსი ,,ცოტნე დადიანი,, , ქართულსა და გეოგრაფიაში-მითი პრომეთეს შესახებ და კარსტული მღვიმეები ...) მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნების შესაბამისად მოსწავლეებს უვითარებს პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,თანამშრომლობის,კომუნიკაციის,პასუხისმგებლობის, წიგნიერებისა და კვლევის უნარ-ჩვევებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებსა თუ არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი აქტივობებით და ორიენტირებულია ადამიანთა კეთილდღეობაზე. თუ რომელიმე მოსწავლე ან მასწავლებელი უსამრთლობის ან ძალადობის მსხვერპლია მსსწავლებელი მისი მხარდამჭერია. ამავე დროს ძალადობის პრევენციისა და მენტალური პრობლემების მოგვარების მიზნით ახორციელებს მრავალფეროვან აქტივობებს: ( ფილმის ჩვენება- განხილვა,წიგნის განხილვა, დისკუსიები). მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით ატარებს ინტელექტუალურ კონკურსებს, საკლასო და კლასგარეშე აქტივობებს, დისკუსიებს, თოჯინების სპექტაკლებს. (იხ. ბმული https://youtu.be/eOhrBbWH8RI?feature=shared .) მასწავლებელმა 2023 წელს დაგეგმა და განახორციელა კურსდამთავრებულთა მორიგი გაცილება, მშობლებმა სამადლობელი წერილი etaloni.ge გვერდზე გამოაქვეყნეს (იხ. ბმული: https://www.etaloni.ge/geo/main/index/89423?fbclid=IwAR1zeSh9iHiP4oIjLRMUZRdbV8E9vB_5AhiCTkrBauuRkv6fbFywhwocKA0. ) აღსანიშნავია წლების განმავლობაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატებები. მხოლოდ ბოლო წლის შედეგზე გავამახვილებთ ყურდღებას: 2023 წლის სადამრიგებლო, დამამთავრებელი კლასის ათი აბიტურიენტიდან ათივე საქართველოს პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.ერთი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია,ორი -ჯავხიშვილის უნივერსიტეტის, ორი ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ოთხი- ქუთაისის აკ .წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. ერთი-ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სწავლობს. მათ შორის ექვსმა მედალზე დაამთავრა სსიპ ღვანკითის საჯრო სკოლა, ოთხი სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მომდევნო ოთხიც უფასო ფაკულტეტებზე ისწავლის. ექვსმა მიიღო პრეზიდენტის საჩუქარი -კომპიუტერი.რომ არა მასწავლებლის ზრუნვა და მხარდაჭერა შედეგიც სასურველი არ დაიდებოდა. მოტივაციის ამაღლების, სწავლის ხარისხის გუმჯობესების , თანამშრომლობითი გარემოს შექმნის და სახალისო სასწავლო პროცესის დანერგვის მიზნით მასწავლებელი თავად ქმნის ელექტრონულ რესურსებს და საკუთარ პრაქტიკასა და გამოცდილებას უზიარებს მოსწავლეებსა და პედაგოგებს როგორც კათედრის სხდომებზე, ასევე სამუშაო შეხვედრების, ფეისბუქ გვერდებისა (იხ.35000 წევრიანი ჯგ. https://www.facebook.com/groups/madimidolakidze ) და ბლოგის მეშვეობით და ასე ახდენს თანაშემოქმედებითი პროცესების რეალიზებას. მოსწავლეები და კოლეგები აქტიურად იყენებენ მასწავლებლის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს,რომელთა მხოლოდ მცირედ ნაწილს გთავაზობთ: 1.https://www.flippity.net/cw.php?k=1KkLQbK4tNKQlyEurJOEVNPMIVYRzvvy761vPf40Wk34&fbclid=IwAR2maKKsKJtOZ8Qbub2jYPP7Q10x0GPDCV_Ri2VaVzPu5m4Hl6F37zlVlxg 2.https://www.flippity.net/cw.php?k=1MVNDpN-fjFjcsepUjJz-GOaamelgxpGTqJ8ZKoWzFp4&fbclid=IwAR0FSmfSUNWxZLX2m3FhPIXxTR7Q2WSRaqFZuomPWjH1bMcMPNfTIO-9xuE 3.https://www.flippity.net/cq.php?k=1mYa0LK3imVbAckxNRfeQUbx26sO7iMS0yaU003PtKis&fbclid=IwAR2oJQkrKVQ8EcEz4cINQdOXbenxxIdCorQVeYl4ogv32vQSuie2E3go-I0 4.https://www.flippity.net/cw.php?k=1QGCr8ah3paLaFnrE53PsbStfHRCECAi6Uv_XuFxuIqA&fbclid=IwAR3lQM7uQmSlKgXcU9XD5CfloV1WYd0NkddLizsqkHwhfiX8tKqHrxCAV7U 5.https://wakelet.com/wake/WfXPKg6JE0HCErIwTKXCz 6.https://read.bookcreator.com/ud6niKdLujC9f0KWKD6fuftbXkE_5P-5NCajx4_0418/d4FDZWbnQFedPWT2qJUEGA 7.https://read.bookcreator.com/ud6niKdLujC9f0KWKD6fuftbXkE_5P-5NCajx4_0418/gaq-8a7xQJmessUYxs3DCA 8.https://read.bookcreator.com/ud6niKdLujC9f0KWKD6fuftbXkE_5P-5NCajx4_0418/kHbAQTI5Tp-rJPoByI5PaQ მასწავლებელი მუშაობს მიზნობრივი პოზიტიური კულტურის დამკვიდრებისთვის სკოლაში,შეაქვს წვლილი განათლების სისტემისა და სკოლის გნვითარებაში.ეს განსაკუთრებით სკოლის ორგანიზატორობის პერიოდში გამოიკვეთა. ქმნის სასკოლო საზოგადოებისათვის ნიადაგს იმ მიზნით ,რომ კოლეგებმა განახორციელონ აქტუალური პროექტები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ეხმრება მოსწავლეებს საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვაში, ყველა მოსწავლე თავისი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჰყავს ჩართული როგორც სასწავლო პროცესში ,ისე კლასგრეშე აქტივობებსა და პროექტებში, ყურდღებას აქცევს არაფორმალურ განათლებას , ატარებს გაკვეთილებს მუზეუმსა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში( მაგ. აღსანიშნავია გლაკტიონის,ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა -ფშაველას მუზეუმებში , პრომეთეს მღვიმეში ჩატარებული გაკვეთილები,პუბლიკაციები გამოქვეყნდა გაზეთში.) მასწავლებელი შექებითა და ჯილდოებით წაახალისებს მოსწავლის კრიტიკულ აზროვნებას, ქმნის სიახლეებზე ორიენტირებულ ინოვაციურ საწავლო გარემოს. ერთია სკოლისა და მასწავლებლის მისია და ხედვა. გამოწვევის ჟამსაც კი(პანდემიის დროს)შექმნა საორგანიზაციო ჯგუფი და გამოაცხდა ონლაინ კალიგრაფიის კონკურსი ქართული და არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისა და პედგოგებისათვის. ორმოცდაათამდე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები, მასწავლებელმა აღმოაჩინა წლის კალიგრაფები და საუკეთესო ნიმუშები ,,დაბეჭდა,, როგორც ელექტრონულ წიგნში, ისე საჯაროდ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. თემის კეთილდღეობაზე ზრუნვის მაგალითია მასწავლებლის მიერ განხორციელებული სათემო პროექტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოფლის ახალგაზრდების თანადგომით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოფლის პრობლემების მოგვარება.(ხუთჯერ სხვადასხვა დროს, მასწავლებლის ხელმძღვანელობით საპროექტო გეგმის შესაბამისად გათვალისწინებული სანიაღვრე არხები გაიყვანა სატრანსპორტო გზის ორივე მხარეს, დასაქმებულ ახალგაზრდებსა და პროექტის მინაწილე მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრად პროდუქტები გადასცა.) ასევე იზრუნა მასწავლებელმა სოფლის კულტურულ ცხოვრებაზე, განახორციელა საგანმანათლებლო პროექტები თემში: გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, აკაკი წერეთლის პოეზიისა და ფოლკლორის საღამოები. საკუთარი ძალისხმევითა და ხარჯებით გამოსცა სოფლის გაზეთი სახელწოდებით ,,ღვანკითი,, , რომელშიც თემის ინფორმირებულობის მიზნით თავად აქვეყნებდა პუბლიკაციებს სოფელში მიმდინარე სიახლეებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ . ასევე მონაწილეობს მასწავლებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ ტრენინგ- პროგრამებში. საქართველოს ,ინგლისის, ნიგერიისა და ინდოეთის პედაგოგების ერთობლივ პროექტებსა და დაანონსებულ ბილინგვურ ვებინარებში ,მოსწავლეებთან ერთად.უზიარებს კოლეგებს დანონსებული ვებინარების თუ ტრენინგების ბმულებს და კოლეგები ერთობლივად მონაწილეობენ საინტერესო შეხვედრებში. მიღებულ ცოდნას უზიარებენ დანარჩენ კოლეგებს. ამ მიმართულებით აქტიურობისათვის მიღებული აქვს მასწავლებლის საერთაშორისო გლობალური ჯილდო. (იხ. სერტიფიკატები:http://dolakidze.blogspot.com/p/blog-page_4033.html) მასწავლებელი მ. დოლაკიძე მონაწილეობდა სამინისტროს პროექტში და იმ მიზნით ,რომ სახელმწიფო ენა შეესწავლებინა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, თავდაუზოგავად შრომობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გონდრიოს სომხურენოვან საჯარო სკოლაში, სადაც განახორციელა საინტერესო პროექტები, კონკურსები და სომეხ წარმატებულ მოსწავლეებს,რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ინტეგრირებული ქართულ სივრცეში, აჩუქა ბედნიერი დღეები, მისცა მათ შესაძლებლობა არდადეგები გაეტარებინათ კეჩხობის საზაფხულო ბანაკში,რომელიც სრულად დააფინანსა სახელმწიფომ. (იხ.ბმული: https://youtu.be/6pAAn4II-GI?feature=shared ) მასწავლებლის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის პედაგოგის ღვაწლის დამფასებელი განათლებული და საქმისმოყვარე, პრაქტიკული ცხოვრების უნარ-ჩვევების მატარებელი , გონიერი, მიზანდასახული, კრიტიკულად მოაზროვნე ,აქტიური, სამართლიანი,ტოლერანტი, თაობების აღზრდა. (ასევე ასობით აღზრდილი კარგი მასწავლებელი თუ ექიმი, ფარმაცევტი თუ იურისტი, სპორტსმენი, პარლამენტარი,მხატვარი,ხელოსანი თუ ხელოვანი). ამ ეტაპზე მასწავლებლის ყველაზე დიდი სატკივარია საქართველოს უნივერსიტეტებში განათლებამიღებული თაობებისა და ზოგადად ქართველი ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა. ,,მიგრაცია უნდა შეჩერდეს და ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეძლოს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება ღირსეული ანაზღაურებით,რომ ოჯახები შევინარჩუნოთ,,- აცხდებს პედაგოგი. მასწავლებელი თავისი მიზნდასახულობით, განათლებით, სამართლიანობით, აქტიური ჩართულობით სასკოლო ცხოვრებასა და თემში პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე, სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის ცხოვრებაზე.

ჩვენი სკოლა და ჩვენ.




                           წარმატებული სასკოლო სისტემების მთავარი მახასიათებლები